Სასაკლაო
I თავი - ცხოველებისა და ცხოველთა ჯგუფების (ფარა, ნახირი) მიღება სასაკლაოში (პირდაპირ გადაადგილება)
ცხოველთა მიღება
| ნაბიჯი 1: სასაკლაოს ან სადგომის პოვნა
სადგომის საპოვნელად სწრაფი ძებნის ველში ჩაწერეთ სადგომის ნომერი ან გახსენით სადგომების მენიუ. | |
|
|
ნაბიჯი 2: სასაკლაოს პოვნა
მოძებნეთ სადგომი მისი ნომრის, დასახელების, ადგილმდებარეობის და სხვა მონაცემების მიხედვით ან გაფილტრეთ სადგომები ტიპის მიხედვით, მაგალითად, როგორც სასაკლაო და გამოტანილ სიაში დააწკაპუნეთ სასურველ სადგომზე.
|
| ნაბიჯი 3: აქტივობის მასშტაბის შერჩევა
თუ ცალკეულ ცხოველებზე აპირებთ მუშაობას, აირჩიეთ ცხოველთა განყოფილება. | |
| ნაბიჯი 4: ცხოველების მიღება
სასაკლაოზე ცხოველის მიღების ორი გზა არსებობს:
| |
| ნაბიჯი 5: შეარჩიეთ ცხოველი
იპოვეთ ცხოველი მისი საიდენტიფიკაციო ნომრით ან ჩამოთვლილ სტანდარტულ პარამეტრებში ძიებით. შენიშვნა: ცხოველის ძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველების შესახებ. | |
| ნაბიჯი 6: დაამატეთ ცხოველის გადამყვანი
დააწკაპუნეთ გადამყვანის სახელზე და გახსენით ფანჯარა, სადაც შეძლებთ შესაბამისი პირის შერჩევას. | |
| ნაბიჯი 7: მონიშნეთ დასამატებელი პირი
იპოვეთ სასურველი პირი მისი პირადი ნომრით, გვარით ან სახელით, ტელეფონის ნომრით ან საცხოვრებელი მისამართით. შენიშვნა: ძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში პასუხისმგებელი პირების შესახებ. | |
| ნაბიჯი 8: მიუთითეთ თარიღი
მიუთითეთ ცხოველის მიღების თარიღი და დააწკაპუნეთ ღილაკზე „პირდაპირ გადაყვანა“.
| |
| ნაბიჯი 9: შემომავალი ცხოველის მიღება
გახსენით „გადაადგილებები“⇒ „შემომავალი ცხოველები“ და მონიშნეთ გადასაადგილებელი ცხოველები. ზემოთ აღწერილი გზით მონიშნეთ გადამყვანი. მიუთითეთ გადაადგილების თარიღი, ანუ ის დღე, როდესაც ცხოველები მუნიციპალიტეტში შევიდნენ. დაამატეთ მიღების თარიღი, ანუ ის დღე, როდესაც ცხოველები შევიდნენ სასაკლაოზე. დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველის მიღება“. | |
| ნაბიჯი 10: ცხოველის მიღება შემომავალი გადაადგილების დოკუმენტებით
გახსენით „გადაადგილებები“⇒ „შემომავალი გადაადგილების დოკუმენტები“. მონიშნეთ გადაადგილების დოკუმენტები და ცხოველების მისაღებად დააწკაპუნეთ ღილაკებზე „აქტივობა“ ⇒ „სტატუსის შეცვლა“ ⇒ „გაშვებული“. |
ცხოველთა ჯგუფის (ფარა, ნახირი) მიღება
| ნაბიჯი 1: აქტივობის მასშტაბის შერჩევა
თუ ცხოველთა ჯგუფზე აპირებთ მუშაობას, აირჩიეთ ცხოველთა ჯგუფის (ფარა, ნახირი) განყოფილება. | |
| ნაბიჯი 2: ცხოველთა ჯგუფის მიღება
სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფის მიღების ორი გზა არსებობს:
შენიშვნა: ცხოველთა ჯგუფის გადაადგილების დოკუმენტებით მიღების გზა იხილეთ ინსტრუქციაში გადაადგილებების შესახებ. 2. ცხოველთა ჯგუფის პირდაპირ მიღება გადაადგილების დოკუმენტების გარეშე.
ცხოველთა ჯგუფის პირდაპირ მისაღებად ჯერ აირჩიეთ მისაღები ჯგუფი. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველთა ჯგუფის საიდენტიფიკაციო ნომერი“. | |
| ნაბიჯი 3: შეარჩიეთ ცხოველთა ჯგუფი
იპოვეთ ცხოველთა ჯგუფი მისი საიდენტიფიკაციო ნომრით ან ჩამოთვლილ სტანდარტულ პარამეტრებში ძიებით. შენიშვნა: ცხოველების ძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველების შესახებ. სამიზნე ცხოველთა ჯგუფის პოვნის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ცხოველთა კატეგორიების რიცხვს და გადაწყვიტეთ, თითოეული კატეგორიიდან რა რაოდენობა უნდა გადავიდეს სასაკლაოზე. | |
| ნაბიჯი 4: მიუთითეთ ცხოველთა ტიპები მისაღებ ცხოველთა ჯგუფში
მიუთითეთ მისაღები ცხოველებიდან მამრების, მდედრებისა და ზრდასრული მდედრების რიცხვი. ეს რიცხვი ჯგუფში ამ კატეგორიებში შემავალ ცხოველთა რაოდენობებს არ უნდა აღემატებოდეს. | |
| ნაბიჯი 5: დაამატეთ ცხოველთა ჯგუფის გადამყვანი
დააწკაპუნეთ გადამყვანის სახელზე და გახსენით ფანჯარა, სადაც შეძლებთ შესაბამისი პირის შერჩევას. | |
| ნაბიჯი 6: მონიშნეთ დასამატებელი პირი
იპოვეთ სასურველი პირი მისი პირადი ნომრით, გვარით ან სახელით, ტელეფონის ნომრით ან საცხოვრებელი მისამართით.
| |
| ნაბიჯი 7: მიუთითეთ თარიღი
მიუთითეთ ცხოველთა ჯგუფის მიღების თარიღი და დააწკაპუნეთ ღილაკზე „პირდაპირ გადაყვანა“.
|
II თავი - ცხოველთა ჯგუფზე (ფარა, ნახირი) დაკვლისწინა კვლევის დამატება
სწრაფი „სუფთაა“ დაკვლისწინა კვლევის დამატება
| ნაბიჯი 1: სწრაფი დაკვლისწინა ფორმის დამატება
გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და მონიშნეთ „აქტიური“ სტატუსის მქონე ერთი ან მეტი ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი.
| |
| ნაბიჯი 2: დაკვლისწინა ფორმის დათვალიერება
დააწკაპუნეთ „დაკვლისწინა“ სტატუსის მქონე ცხოველებზე და გადადით „დაკვლისწინა შემოწმების“ განყოფილებაში. ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლისწინა ფორმა, რომელშიც არ იქნება მითითებული რაიმე აღმოჩენილი დაავადება და სიმპტომი, მაგრამ მითითებული იქნება, რომ გაცემულია ცხოველის დაკვლის ნებართვა.
რჩევა: დაკვლის ნებართვის მიღების შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დაკვლისწინა ფორმის დამატება. | |
| ნაბიჯი 3: დაკვლისწინა ფორმის წაშლა
|
სრული დაკვლისწინა ანგარიშის დამატება
| ნაბიჯი 1: სრული დაკვლისწინა ანგარიშის დამატება
გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და დააწკაპუნეთ სამიზნე ცხოველზე ან ცხოველთა ჯგუფზე, რომელსაც სტატუსად „აქტიური“ აქვს მითითებული. | |
| ნაბიჯი 2: გადადით დაკვლისწინა შემოწმების განყოფილებაზე
ჩანაწერებში შესასვლელად დააწკაპუნეთ დაკვლისწინა განყოფილებაზე.
| |
| ნაბიჯი 3: შეიყვანეთ მონაცემები
მიუთითეთ შესაბამისი მონაცემები:
ჩანაწერი შეინახეთ. | |
| ნაბიჯი 4: რამდენიმე დაკვლისწინა ჩანაწერის დამატება
თუ ცხოველი საეჭვოა და სასაკლაოს ინსპექტორმა გადაწყვიტა, დაკვლა გადადოს, ამ მოვლენის აღსარიცხად შეგიძლიათ დაამატოთ დაკვლისწინა ჩანაწერი. დაავადების საეჭვო სტატუსის მქონე ცხოველის დაკვლა შეუძლებელია. შემდგომ ეტაპზე, თუ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, შეძლებთ მეორე დაკვლისწინა ფორმის დამატებას, სადაც მითითებული იქნება ნებართვა დაკვლის თაობაზე. |
III თავი - ცხოველების დაკვლა და დაკვლის შემდგომი ფორმის დამატება
ცხოველის დაკვლა
| ნაბიჯი 1: ცხოველის დაკვლა და განადგურება
მარცხენა ეკრანზე მონიშნეთ ერთი ან მეტი ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი. დააწკაპუნეთ ღილაკებზე „აქტივობა“, შემდეგ „მოკვდინება“ და „დაკლული“. ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი გადავა მარჯვენა მხარეს (არააქტიური) და მას ექნება შეცვლილი სტატუსი „დაკლული“. დაკვლის თარიღი აღირიცხება ავტომატურად. ისეთი ცხოველების შემთხვევაში, რომლებიც საკვებად მოხმარებისათვის უვარგისია, დააწკაპუნეთ ღილაკებზე „მოკვდინება“ და „განადგურება“. | |
| ნაბიჯი 2:
თუ გადაწყვიტეთ, ცხოველი გაანადგუროთ, სისტემა შეგახსენებთ, რომ შეიყვანოთ განადგურების თარიღი და მიზეზი. თუ ცხოველის განადგურების ჩანაწერი შეცდომით შეიქმნა, დააწკაპუნეთ ცხოველის ჩანაწერზე (ეკრანის არააქტიური ნაწილი) და შედით მასში. | |
| ნაბიჯი 3:
ქმედების გასაუქმებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველის მოკვდინების გაუქმება“. ცხოველს აქტიური სტატუსი დაუბრუნდება, ხოლო ადრე დამატებული დაკვლისწინა ჩანაწერები წაიშლება. |
სწრაფი „სუფთაა“ დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება
| ნაბიჯი 1: სწრაფი დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება
გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და აირჩიეთ ერთი ან მეტი ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, რომლის სტატუსია „დაკლული“. გახსენით აქტივობის მენიუ, მიუთითეთ „სხვა“ და აირჩიეთ „დაკვლის შემდგომი ანგარიში“. Following to the confirmation the animal/flock status will change to POSTMORTEM and will be moved to TERMINATED ANIMALS section. სტატუსის ცვლილების შედეგად შესაძლებელი ხდება ხორცის ეტიკეტის ამობეჭდვა. ეტიკეტზე ავტომატურად მიეთითება დაკვლისა და ხორცის დამზადების თარიღები. | |
| ნაბიჯი 2: დაკვლის შემდგომი ანგარიშის დათვალიერება
Click on the TERMINATED ANIMAL section and then select the animal for which you want to see the POST-MORTEM. ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლის შემდგომი ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ რაიმე დაავადება ან სიმპტომები ნაპოვნი არ არის და გაცემულია ხორცისა და შინაგანი ორგანოების სრული უტილიზაციის ნებართვა.
რჩევა: შესაძლებელია მხოლოდ ერთი დაკვლის შემდგომი ფორმის დამატება. | |
| ნაბიჯი 3: დაკვლის შემდგომი ფორმის წაშლა
იმ შემთხვევაში, თუ დაკვლის შემდგომი ფორმა სისტემას შეცდომით დაამატეთ, ამ ფორმის წაშლა შესაძლებელია მასზე გადასვლითა (ამისათვის დააწკაპუნეთ ფორმაზე წინა ეკრანზე) და ღილაკზე „წაშლა“ დაწკაპუნებით. |
სრული დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება
| ნაბიჯი 1: სრული დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება
გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და დააწკაპუნეთ სამიზნე ცხოველზე ან ცხოველთა ჯგუფზე, რომელსაც სტატუსად „დაკლული“ აქვს მითითებული. | |
| ნაბიჯი 2: გადადით დაკვლის შემდგომი შემოწმების განყოფილებაზე
ჩანაწერებში შესასვლელად დააწკაპუნეთ დაკვლის შემდგომ განყოფილებაზე.
| |
| ნაბიჯი 3: შეიყვანეთ მონაცემები
მიუთითეთ შესაბამისი მონაცემები:
ჩანაწერი შეინახეთ. | |
| ნაბიჯი 4: დაკვლის შემდგომი ფორმის დათვალიერება
დააწკაპუნეთ „დაკვლის შემდგომი“ სტატუსის მქონე ცხოველებზე და გადადით „დაკვლის შემდგომი შემოწმების“ განყოფილებაში. ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლის შემდგომი ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ რაიმე დაავადება ან სიმპტომი აღმოჩენილი არ იქნა და გასცემს ცხოველის დაკვლის ნებართვა. იმ შემთხვევაში, თუ დაკვლის შემდგომი ფორმა სისტემას შეცდომით დაამატეთ, ამ ფორმის წაშლა შესაძლებელია მასზე გადასვლითა (ამისათვის დააწკაპუნეთ ფორმაზე წინა ეკრანზე) და ღილაკზე „წაშლა“ დაწკაპუნებით. |
IV თავი - ამონაბეჭდები (ხორცის ეტიკეტი და სასაკლაოს ყოველდღიური ანგარიში)
ხორცის ეტიკეტების ამობეჭდვა
| ნაბიჯი 1: ხორცის ერთი ან ერთზე მეტი ეტიკეტის ამობეჭდვა ერთ ცხოველზე
მონიშნეთ და დააწკაპუნეთ „დაკვლის შემდგომი“ სტატუსის მქონე ცხოველზე ან ცხოველთა ჯგუფზე, რომელსაც, გსურთ, ხორცის ეტიკეტი ამოუბეჭდოთ. | |
| ნაბიჯი 2: ამობეჭდეთ ეტიკეტი
ბეჭდვის მენიუში აირჩიეთ ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის დაკვლის შემდგომი ეტიკეტები. შენიშვნა: ცხოველების შემთხვევაში შესაძლებელია 8X9 სმ ზომის ერთი ეტიკეტის ან A4 ფორმატზე განთავსებული ექვსი ეტიკეტის ამობეჭდვა. | |
| ნაბიჯი 3: დაათვალიერეთ ხორცის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია
შენიშვნა: ინფორმაცია ფორმა #2-ის ნომრისა და ხორცის წონის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ემატება ხელით. | |
| ნაბიჯი 4: ხორცის ეტიკეტის ამობეჭდვა ერთ ან ერთზე მეტ ცხოველზე
აღნიშნული ფუნქცია გამოიყენება ეტიკეტების ამობეჭდვა საგანგებოდ მითითებული ზომის ფურცლებზე. მონიშნეთ ერთი ან მეტი ცხოველი, რომელზეც გსურთ ეტიკეტების დაბეჭდვა. დააწკაპუნეთ ღილაკზე „რამდენიმე ცალკეული ეტიკეტის ბეჭდვა“. | |
| ნაბიჯი 5:
ამოიბეჭდება ერთი, ფურცლის ცენტრში განთავსებული ეტიკეტი. თითოეულ შერჩეულ ცხოველზე ეტიკეტი ამოიბეჭდება ცალკე ფურცელზე.
რჩევა: ერთზე მეტი ეტიკეტის დასაბეჭდად, ბეჭდვის მენიუში გაზარდეთ დასაბეჭდი ასლების რაოდენობა. |
სასაკლაოს ყოველდღიური ანგარიშების ამობეჭდვა
| ნაბიჯი 1: ყოველდღიური ანგარიშების ამობეჭდვა
ყოველდღიური ანგარიშები იბეჭდება ცირე სისტემის / სასაკლაოს ვეტერინარული სამსახურის საქმიანობის დოკუმენტურად ასახვის მიზნით. ყოველდღიური ანგარიშის ამოსაბეჭდად, სადგომის ზოგადი ეკრანიდან დააწკაპუნეთ ღილაკზე „ბეჭდვა“. | |
| ნაბიჯი 2: ანგარიშის თარიღის მითითება
სისტემის შეკითხვის პასუხად აირჩიეთ ის თარიღი, რომლის ანგარიშის ამობეჭდვაც გსურთ. | |
| ნაბიჯი 3:
დაათვალიერეთ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია. |