Ინდივიდუალური ცხოველების და ცხოველთა ჯგუფების გადაადგილება

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - ცხოველებისა და ცხოველთა ჯგუფების მიღება სასაკლაოზე (პირდაპირ გადაყვანა)



Უ1.png
ნაბიჯი 1: პირდაპირ გადაადგილების განხორციელება

პირდაპირ გადაადგილების განხორციელება შესაძლებელია სადგომის ცხოველების ეკრანიდან, ახალი ცხოველების დამატების ფუნქციის გამოყენებით.

ცხოველის დასამატებლად გამოიყენეთ დამატების ფუნქცია.

Უ2.png
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი

საქართველოში დაბადებული ცხოველის დასამატებელ ეკრანზე შეიყვანეთ გადასაყვანი ცხოველის ნომერი.

Უ3.png
ნაბიჯი 3: დაადასტურეთ გადაყვანა

სისტემა გამოიტანს დადასტურების შეტყობინებას, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია ცხოველის და იმ სადგომის შესახებ, რომლიდანაც ხდება ცხოველის გაყვანა. ეს იმისათვის ხდება, რომ დარწმუნდეთ, ნამდვილად სწორი ცხოველი მონიშნეთ თუ არა.

თუ დარწმუნებული ხართ, რომ გადაადგილების დავალება სწორია, დააწკაპუნეთ ღილაკზე „გადაყვანა“.

Უ4.png
ნაბიჯი 4: გადაადგილების დოკუმენტის ბეჭდვა

დადასტურების შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ ამ კონკრეტული გადაადგილების დოკუმენტის ამობეჭდვას.

თუ გსურთ, მიიღოთ გადაადგილების დოკუმენტის PDF ფორმატის ვერსია, დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაბეჭდვა“. სხვა შემთხვევაში, დააწკაპუნეთ ღილაკზე „დახურვა“.

Უ5.png
ნაბიჯი 5: გადაადგილების დოკუმენტი

თუ წინა ნაბიჯში გადაადგილების დოკუმენტის ამობეჭდვა აირჩიეთ, მიიღებთ დოკუმენტის ამონაბეჭდს, სადაც მოცემული იქნება გადაადგილების ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა საინფორმაციო დეტალი.

Light bulb.png
რჩევა 1: გადაადგილების ვალიდურ დოკუმენტს მინიჭებული ექნება სტატუსი „გაშვებული“.


Light bulb.png
რჩევა 2: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადაადგილების დოკუმენტის გვერდზე მოცემულია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. თუ ეს დოკუმენტი ამოიბეჭდა, ეს იმას ნიშნავს, რომ  გადაადგილებაში რაიმე დაბრკოლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადგილი არ ჰქონია.
Უ6.png
ნაბიჯი 6: გადაადგილების დასტური

გადაადგილების დასტურის მიღების შემთხვევაში, მოცემული ცხოველი სადგომში „ცხოველების“ განყოფილებაში გამოჩნდება.

Უ7.png
ნაბიჯი 7: გადაადგილების დადასტურება ცხოველის ჩანაწერებში

დააწკაპუნეთ ცხოველზე და შედით მის ჩანაწერში. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ „გადაადგილების ისტორიაზე“, სადაც უკვე მითითებული იქნება ბოლო გადაადგილება, მითითებით „პირდაპირ გადაადგილება“.

Უ8.png
ნაბიჯი 8: გადაადგილების დადასტურება მიმღები სადგომის ჩანაწერებში

მიმღებ სადგომში დააწკაპუნეთ შემომავალი ცხოველების ჩანაწერებზე. მარჯვნივ, სადაც ჩამოთვლილია გადაადგილების უკვე დასრულებული დავალებები, გაკეთებული იქნება ჩანაწერი „პირდაპირ გადაადგილება“.

Უ9.png
ნაბიჯი 9:

ჩანაწერს ნახავთ აგრეთვე შემომავალი მოძრაობის დოკუმენტების საქაღალდეშიც, სადაც ნაჩვენები იქნება თქვენ მიერ ამობეჭდილი გადაადგილების დოკუმენტი. აქვე შესაძლებელია მისი ამობეჭდვაც.

Უ9.1.png
ნაბიჯი 10: გადაადგილების დადასტურება წარმოშობის სადგომში

ცხოველის წარმოშობის სადგომში დააწკაპუნეთ გამავალი ცხოველების ჩანაწერებზე. მარჯვნივ, სადაც ჩამოთვლილია გადაადგილების უკვე დასრულებული დავალებები, გაკეთებული იქნება ჩანაწერი „პირდაპირ გადაადგილება“.

ჩანაწერს ნახავთ აგრეთვე გამავალი მოძრაობის დოკუმენტების საქაღალდეშიც (იხილეთ წინა ნაბიჯი).


II თავი - ცხოველების სტანდარტულად გადაადგილება



განყოფილებები



AG1.png
AG2.png
ნაბიჯი 1: გადაადგილების მიმოხილვა

სისტემა ცალკეული ცხოველებისა და ჯგუფების გადაადგილებას აღრიცხავს როგორც ცალკეულ ხდომილებებს.

თითოეულ სადგომში გადასაყვანი ცხოველები/ჯგუფები ჩამოთვლილია შემომავალი ცხოველებისა და შემომავალი ჯგუფების ჟურნალებში.


თითოეული სადგომიდან გასაყვანი ცხოველები/ჯგუფები ჩამოთვლილია გამავალი ცხოველებისა და გამავალი ჯგუფების ჟურნალებში.


მიმდინარე გადაადგილებათა რაოდენობა აგრეთვე მითითებულია სადგომის მიმოხილვით გვერდზე.

AG3.png
ნაბიჯი 2: გადაადგილების დოკუმენტაცია

გარდა იმისა, რომ გადაადგილების თითოეული მოვლენა აღირიცხება საკუთრივ ცხოველისა და სადგომის გადაადგილებათა ისტორიაში, აგრეთვე ჩაიწერება „გადაადგილების დოკუმენტის“ ფორმით. ეს დოკუმენტი შეიძლება ერთზე მეტ ცხოველს თუ ჯგუფს აერთიანებდეს. სადგომის გადაადგილების დოკუმენტების რეესტრი იყოფა შემომავალ და გამავალ გადაადგილებათა დოკუმენტებად.


ცხოველთა გადაადგილება



AG4.png
ნაბიჯი 1: გადაადგილების დაწყება

ცხოველთა გადაადგილების დავალება იქმნება სადგომის ცხოველთა განყოფილებაში.


მონიშნეთ გადასაადგილებელი ცხოველები და დააწკაპუნეთ ღილაკებზე აქტივობა ⇒ გადაადგილება ⇒ გადაადგილების დაწყება.

Უ13.png
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

გადაადგილების დასაწყებად დაამატეთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. გადაადგილების სავარაუდო თარიღი;
  2. ჩასვლის სავარაუდო თარიღი;
  3. სატრანსპორტო საშუალების დეზინფექციის თარიღი (არჩევით);
  4. ტრანსპორტირების ფორმა;
  5. სანომრე ნიშანი (თუ ტრანსპორტირების ფორმად მითითებულია სატრანსპორტო საშუალება);
  6. გადაადგილების მიზეზი.
Უ14.png
ნაბიჯი 3:

ინფორმაციის შეყვანის შემდეგ მოძებნეთ და აირჩიეთ იმ მიმღები სადგომის ნომერი, რომელშიც გსურთ, ცხოველი გადაიყვანოთ.


ნაპოვნ სადგომში დააწკაპუნეთ სადგომის ინფორმაციის შემცველ მწკრივში.

Უ15.png
ნაბიჯი 4: გადაადგილების დოკუმენტის დაბეჭდვა

დადასტურების შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ ამ კონკრეტული გადაადგილების დოკუმენტის ამობეჭდვას.

თუ გსურთ, მიიღოთ გადაადგილების დოკუმენტის PDF ფორმატის ვერსია, დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაბეჭდვა“. სხვა შემთხვევაში, დააწკაპუნეთ ღილაკზე „დახურვა“.

Უ16.png
ნაბიჯი 5: გადაადგილების დოკუმენტი

თუ წინა ნაბიჯში გადაადგილების დოკუმენტის ამობეჭდვა აირჩიეთ, მიიღებთ დოკუმენტის ამონაბეჭდს, სადაც მოცემული იქნება გადაადგილების ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა საინფორმაციო დეტალი.

Light bulb.png
რჩევა 1: გადაადგილების ვალიდურ დოკუმენტს მინიჭებული ექნება სტატუსი „სამუშაო ვერსია“.

აღნიშნული პირდაპირი გადაადგილების შემთხვევისგან განსხვავდება, რადგან ამ დროს გადაადგილება დასრულებულად ითვლება და „გაშვებული“ სტატუსი მიენიჭება ცხოველის მისვლის დასტურის მიღების შემდეგ.

Light bulb.png
რჩევა 2: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადაადგილების დოკუმენტის გვერდზე მოცემულია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. თუ ეს დოკუმენტი ამოიბეჭდა, ეს იმას ნიშნავს, რომ  გადაადგილებაში რაიმე დაბრკოლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადგილი არ ჰქონია.


Უ17.png
ნაბიჯი 6: გადაადგილების დასტური

გადაადგილების დასტურის მიღების შემთხვევაში, გადაადგილებული ცხოველები სადგომში „ცხოველების“ განყოფილებაში გამოჩნდება, მაგრამ ექნება სტატუსი „მოძრაობაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილება მიმდინარეობს. აღნიშნული სტატუსი შენარჩუნდება მანამდე, სანამ ცხოველთა სადგომში მისვლა არ დადასტურდება.


შენიშვნა: ცხოველის სტატუსი „მოძრაობაში“ შეესაბამება გადაადგილების დოკუმენტის სტატუსს „სამუშაო ვერსია“.

AG5.png
ნაბიჯი 7: გადაადგილების დოკუმენტის ჩანაწერი

„გამავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებაში ავტომატურად გენერირებული გადაადგილების დოკუმენტი გამოჩნდება მარცხნივ, სტატუსით „სამუშაო ვერსია“, რაც იმის მაჩვენებელია, რომ გადაადგილება ჯერ არ დასრულებულა.


ამის პარალელურად, იგივე გადაადგილების დოკუმენტი გამოჩნდება მიმღებ სადგომში, „შემომავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებაში.

AG6.png
ნაბიჯი 8: გადაადგილების დოკუმენტის გაუქმება

თუ გადაწყვიტეთ გადაადგილების დოკუმენტის გაუქმება, მონიშნეთ ჩანაწერი და დააწკაპუნეთ ღილაკებზე აქტივობა ⇒ გაუქმება.


ცხოველები დაბრუნდებიან წარმოშობის სადგომში, ხოლო გადაადგილების დოკუმენტი გადავა ეკრანის მარჯვენა ნაწილში, სტატუსით „გაუქმებული“.


გადაადგილების დოკუმენტის გასახსნელად დააწკაპუნეთ მისი ჩანაწერის ნებისმიერ ადგილას.

Უ20.png
ნაბიჯი 9: ინფორმაცია გადაადგილების დოკუმენტის შესახებ

თუ გსურთ, შეამოწმოთ გადაადგილების ვალიდურობა („ზონის რისკ-სტატუსის ინსტრუქციაში“ მოცემული ეპიდემიოლოგიური ალგორითმები), დააწკაპუნეთ ღილაკზე „გადაადგილების დოკუმენტის“ შემოწმება.

რჩევა: სისტემა მიმღები სადგომის / ზონის სტატუსს გადაამოწმებს შერჩეულ ცხოველზე სისტემაში აღრიცხულ აქტიური იმუნიზაციის სტატუსის მიმართ.

Უ21.png
ნაბიჯი 10: გადაადგილების დასტური

თუ გადაადგილების დაბრკოლება არ მოხდა, მიიღებთ გადაადგილების დასტურს.


თუ არსებობს გადაადგილების შეჩერების რაიმე მიზეზი, ეს მიზეზი ან მიზეზები გამოვა შეტყობინებაში „გადაადგილების დოკუმენტის დაბრკოლება“. მეტი ინფორმაცია იხილეთ III თავში.

AG7.png
ნაბიჯი 11: ჩანაწერი გადაადგილების შესახებ

ცხოველების გადაადგილების ჩანაწერები გამოისახება „გამავალი ცხოველების“ განყოფილებაში, ეკრანის მარცხენა ნაწილში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გადაადგილება ჯერ არ დასრულებულა.

გადაადგილების დოკუმენტი გამოჩნდება „გამავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებაში.


ამის პარალელურად, ცხოველები გამოჩნდებიან მიმღებ სადგომში, „შემომავალი ცხოველების“ განყოფილებაში.

AG8.png
ნაბიჯი 12: ცხოველთა გადაადგილების დასრულება

თუ გადაწყვიტეთ ერთი ან მეტი ცხოველის გადაადგილების გაუქმება, მონიშნეთ ცხოველთა გადაადგილების ჩანაწერი და დააწკაპუნეთ ღილაკებზე აქტივობა ⇒ გაუქმება. ეს გააუქმებს მხოლოდ მონიშნული ცხოველების გადაადგილების დავალებას.


გადაადგილების დავალების გაუქმება აგრეთვე შესაძლებელია „გამავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებიდან, ღილაკებზე აქტივობა ⇒ გაუქმება დაწკაპუნებით. ეს გააუქმებს გადაადგილების დოკუმენტში მითითებული ყველა ცხოველის გადაადგილების დავალებას.

Უ24.png
2.2.13 MD.png
ნაბიჯი 13: გადაადგილების დოკუმენტის კორექტირება

თუ გადაადგილების დოკუმენტში ჩამოთვლილი ცხოველებიდან ზოგიერთის გადაადგილება გაუქმდა, ისინი დაუბრუნდებიან წარმოშობის სადგომს, ხოლო გადაადგილების დოკუმენტი კორექტირდება.


თუ გაუქმდა ყველა ცხოველის გადაადგილების დავალება, გაუქმდება აგრეთვე გადაადგილების დოკუმენტი.


ცხოველთა ჯგუფების გადაადგილება



Უ25.png
ნაბიჯი 1: გადაადგილების დაწყება

ცხოველთა ჯგუფის გადაადგილების დავალება იქმნება სადგომის ცხოველთა ჯგუფების განყოფილებაში.


მონიშნეთ გადასაადგილებელი ცხოველები და დააწკაპუნეთ ღილაკებზე აქტივობა ⇒ გადაადგილება ⇒ გადაადგილების დაწყება.

Უ26.png
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

გადაადგილების დასაწყებად დაამატეთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. გადაადგილების სავარაუდო თარიღი;
  2. ჩასვლის სავარაუდო თარიღი;
  3. სატრანსპორტო საშუალების დეზინფექციის თარიღი (არჩევით);
  4. ტრანსპორტირების ფორმა;
  5. სანომრე ნიშანი (თუ ტრანსპორტირების ფორმად მითითებულია სატრანსპორტო საშუალება);
  6. გადაადგილების მიზეზი;
  7. მამრობითი, მდედრობითი და ზრდასრული მდედრობითი ცხოველების რიცხვი გადასაადგილებელ ჯგუფში. თითოეული რიცხვი არ შეიძლება აღემატებოდეს სადგომზე რიცხული ცხოველების რიცხვს.


ინფორმაციის შეყვანის შემდეგ მოძებნეთ და აირჩიეთ მიმღები სადგომი.

Უ27.png
ნაბიჯი 3: ფუტკრის სკების გადაადგილება

სკაში განთავსებული ფუტკართა ჯგუფების გადაყვანის შემთხვევაში, შეიყვანეთ სკების რიცხვი, მამრობითი და მდედრობითი ცხოველების რაოდენობის მითითების გარეშე.

Უ28.png
ნაბიჯი 4: გადაადგილების დოკუმენტის ბეჭდვა

დადასტურების შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ ამ კონკრეტული გადაადგილების დოკუმენტის ამობეჭდვას.

თუ გსურთ, მიიღოთ გადაადგილების დოკუმენტის PDF ფორმატის ვერსია, დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაბეჭდვა“. სხვა შემთხვევაში, დააწკაპუნეთ ღილაკზე „დახურვა“.

Უ29.png
ნაბიჯი 5: გადაადგილების დოკუმენტი

თუ წინა ნაბიჯში გადაადგილების დოკუმენტის ამობეჭდვა აირჩიეთ, მიიღებთ დოკუმენტის ამონაბეჭდს, სადაც მოცემული იქნება გადაადგილების ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა საინფორმაციო დეტალი.

Light bulb.png
რჩევა 1: გადაადგილების ვალიდურ დოკუმენტს მინიჭებული ექნება სტატუსი „სამუშაო ვერსია“. აღნიშნული პირდაპირი გადაადგილების შემთხვევისგან განსხვავდება, რადგან ამ დროს გადაადგილება დასრულებულად ითვლება და „გაშვებული“ სტატუსი მიენიჭება ცხოველის მისვლის დასტურის მიღების შემდეგ.


Light bulb.png
რჩევა 2: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადაადგილების დოკუმენტის გვერდზე მოცემულია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. თუ ეს დოკუმენტი ამოიბეჭდა, ეს იმას ნიშნავს, რომ  გადაადგილებაში რაიმე დაბრკოლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადგილი არ ჰქონია.
Უ30.png
ნაბიჯი 6: გადაადგილების დასტური

ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე გადაადგილებული ცხოველები გამოჩნდება ეკრანის მარჯვენა ნაწილში, სტატუსით „მოძრაობაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილება ჯერ არ დასრულებულა.

Უ31.png
ნაბიჯი 7: გადაადგილების ჩანაწერი

ცხოველთა გადაადგილების ჩანაწერი გამოჩნდება „გამავალი ჯგუფების“ განყოფილებაში, ეკრანის მარცხენა ნაწილში.რაც იმის მაჩვენებელია, რომ გადაადგილება ჯერ არ დასრულებულა.


ამის პარალელურად, იგივე ცხოველები გამოჩნდებიან მიმღებ სადგომში, „შემომავალი ჯგუფების“ განყოფილებაში.


გადაადგილების დავალების გაუქმება ხდება ისევე, როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევებში.

Უ32.png
ნაბიჯი 8: გადაადგილების დოკუმენტის ჩანაწერი

„გამავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებაში ავტომატურად გენერირებული გადაადგილების დოკუმენტი გამოჩნდება მარცხნივ, სტატუსით „სამუშაო ვერსია“, რაც იმის მაჩვენებელია, რომ გადაადგილება ჯერ არ დასრულებულა.


ამის პარალელურად, იგივე გადაადგილების დოკუმენტი გამოჩნდება მიმღებ სადგომში, „შემომავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებაში.

გადაადგილების დავალების გაუქმება ხდება ისევე, როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევებში.


გადაადგილების დოკუმენტის გასახსნელად დააწკაპუნეთ გადაადგილების დოკუმენტის ჩანაწერზე, ნებისმიერ ადგილას.

Უ33.png
ნაბიჯი 9: გადაადგილების დასტური

ისევე, როგორც ინდივიდუალური ცხოველების შემთხვევაში, გადაადგილების დაბრკოლება ნახვა შესაძლებელია ღილაკზე „გადაადგილების დოკუმენტის შემოწმება“ დაწკაპუნებით.


თუ არსებობს გადაადგილების შეჩერების რაიმე მიზეზი, ეს მიზეზი ან მიზეზები გამოვა შეტყობინებაში „გადაადგილების დოკუმენტის დაბრკოლება“. მეტი ინფორმაცია იხილეთ III თავში.


III თავი - გადაადგილების დაბრკოლება და პრობლემის აღმოფხვრის გზები


გადაადგილების დაბრკოლება



Უ34.png
ნაბიჯი 1: შეტყობინება გადაადგილების დაბრკოლების თაობაზე

თუ ცხოველების ან ჯგუფების გადაადგილება (თავი 2.1, ნაბიჯი 2 ცხოველების შემთხვევაში და თავი 2.2, ნაბიჯი 2 ჯგუფების შემთხვევაში) დაუშვებელია, სისტემა ავტომატურად დააგენერირებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას დამატებითი მითითებებით.

Უ35.png
ნაბიჯი 2: გადაადგილების დოკუმენტი

მას შემდეგ, რაც სისტემა შეგატყობინებთ გადაადგილების დაბრკოლების შესახებ, ავტომატურად გენერირებული გადაადგილების დოკუმენტი ავტომატურადვე გაუქმდება და გადავა ეკრანის მარჯვენა ნაწილში, „გამავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებაში, სტატუსით „არავალიდური“.

Უ36.png
ნაბიჯი 3: გადაადგილების დოკუმენტის ამობეჭდვა

სტატუსი „არავალიდური“ აგრეთვე მიეთითება დაბეჭდილ გადაადგილების დოკუმენტზე.


გარდა ამისა, გადაადგილების დოკუმენტში არ შევა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

Უ37.png
ნაბიჯი 4: გადაადგილების დაბრკოლება

თუ გსურთ, შეამოწმოთ გადაადგილების დაბრკოლების მიზეზი, დააწკაპუნეთ და გახსენით გადაადგილების დოკუმენტი, რომელიც სტატუსით „არავალიდური“ მოცემულია „გამავალი გადაადგილების დოკუმენტების“ განყოფილებაში და დააწკაპუნეთ ბმულზე „გადაადგილების დოკუმენტის დაბრკოლება“.


ეკრანზე ინფორმაცია გამოვა გადაადგილების დაბრკოლების ჩანაწერზე დაწკაპუნებით.

Უ38.png
ნაბიჯი 5:

ეკრანზე გამოვა ინფორმაცია გადაადგილების დაბრკოლების შესახებ.


გადაადგილების დაბრკოლების მიმოხილვა



Უ39.png
ნაბიჯი 1: გადაადგილების დაბრკოლება

გადაადგილების დაბრკოლება იქმნება სისტემის წესების გამო. აღნიშნული წესები ცხოველების იმუნიზაციის ჩანაწერებს ამოწმებს ზონაში დაავადების თვალსაზრისით არსებულ რისკ-სტატუსის მიმართ.


დაავადებათა მიხედვით ზონების სტატუსების სიის ამობეჭდვა შესაძლებელია ცირე სისტემის მთავარი ეკრანიდან: ანგარიშები  ⇒ ზოგადი ანგარიშები ⇒ დაინფიცირებული ზონები.


IV თავი - ცხოველთა მიღება



Უ40.png
ნაბიჯი 1: მოძრაობაში მყოფი ცხოველები / ცხოველთა ჯგუფები

სადგომის მთავარ გვერდზე მითითებულია მოძრაობაში მყოფი ცხოველებისა და ცხოველთა ჯგუფების რაოდენობა.


მიმღებ სადგომში ცხოველები და ცხოველთა ჯგუფები ნაჩვენებია, როგორც შემომავალი ცხოველებისა / ცხოველთა ჯგუფების მიმდინარე გადაადგილება.

Უ41.png
ნაბიჯი 2: გადაადგილების დოკუმენტის მიღება

შემომავალი გადაადგილების დოკუმენტის განყოფილებაში ნაჩვენებია შემომავალი ცხოველების ან ჯგუფის გადაადგილების დოკუმენტის სამუშაო ვერსია.


გადაადგილებული ცხოველების მისაღებად მონიშნეთ გადაადგილების დოკუმენტი. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკებზე აქტივობა ⇒ სტატუსის ცვლილება ⇒ გაშვებული. გადაადგილება დადასტურდება, მოხდება ცხოველებისა თუ ჯგუფების მიღება და მათი დამატება სადგომში.


სტატუსის ცვლილების თარიღი აღირიცხება ავტომატურად, როგორც ცხოველთან შემოსვლის თარიღი, ხოლო გადაადგილების დოკუმენტი მიიღებს სტატუსს „გაშვებული“.


ამავე ქმედების განხორციელების ალტერნატიული გზა იხილეთ ნაბიჯებში 3 და 4.

Უ42.png
Უ43.png
ნაბიჯი 3: ცხოველთა ჯგუფების მიღება

შემომავალი ჯგუფი ნაჩვენები იქნება განყოფილებაში „შემომავალი ცხოველთა ჯგუფი (მოძრაობაში)“, მარცხენა მხარეს.


ცხოველთა მისაღებად და გადაადგილების დასასრულებლად მიუთითეთ ცხოველების რეალური შემოსვლის თარიღი და დააწკაპუნეთ ღილაკებზე აქტივობა ⇒ გადაადგილება ⇒ გადაადგილების დასრულება.


გადაადგილება დადასტურდება, ხოლო ცხოველთა ჯგუფი გადავა სადგომის ინვენტარში.


გადაადგილების დასრულების შეტყობინების მიღებისას მიუთითეთ ცხოველების შემოსვლის თარიღი.


თუ ადგილი ჰქონდა ჯგუფის ერთი ნაწილის გადაადგილებას, გადაყვანილი ცხოველების რიცხვი წარმოშობის სადგომში თავდაპირველ ჯგუფში შემავალ ცხოველთა რიცხვს გამოაკლდება.

Უ44.png
Უ45.png
ნაბიჯი 4: ცხოველების ან ცხოველთა ჯგუფების მიღება

შემომავალი ცხოველები ნაჩვენები იქნება განყოფილებაში „შემომავალი ცხოველები (მოძრაობაში)“, მარცხენა მხარეს.


ცხოველთა მისაღებად და გადაადგილების დასასრულებლად მიუთითეთ ცხოველების რეალური შემოსვლის თარიღი და დააწკაპუნეთ ღილაკებზე აქტივობა ⇒ გადაადგილება ⇒ გადაადგილების დასრულება. გადაადგილება დადასტურდება, ხოლო ცხოველები გადავა სადგომის ინვენტარში.


გადაადგილების დასრულების შეტყობინების მიღებისას მიუთითეთ ცხოველების ფიზიკურად შემოსვლის თარიღი.


გახსენით სადგომის „ცხოველების“ განყოფილება და დარწმუნდით, რომ გადაადგილებული ცხოველები დამატებულია სადგომის ინვენტარში.

Უ46.png
ნაბიჯი 5: გადაადგილების დასტური

სადგომის „ცხოველების / ცხოველთა ჯგუფების“ განყოფილებაში დააწკაპუნეთ გადაყვანილი ცხოველის ჩანაწერზე და მონიშნეთ „გადაადგილებათა ისტორია“. ცხრილში სხვა ჩანაწერებს შორის მოცემული იქნება ახლად დასრულებული გადაადგილების ჩანაწერი.