Ცხოველთა ჯგუფების მართვა

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - ახალი ფარის/ნახირის შექმნა



P1.png
ნაბიჯი 1: იპოვეთ სადგომი, რომელშიც უნდა შექმნათ ფარა ან ნახირი


ფარა ან ნახირი არის ისეთ ცხოველთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ სადგომის ნომრის საფუძველზე გენერირებული საზიარო საიდენტიფიკაციო ნომერი.


შენიშვნა: სადგომის პოვნის ან შექმნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომის შესახებ.

P2.png
ნაბიჯი 2:


სადგომის ეკრანზე აირჩიეთ განყოფილება „ცხოველთა ჯგუფი“.

P3.png
ნაბიჯი 3: დაამატეთ ახალი ფარა/ნახირი


ცხოველთა ჯგუფის განყოფილებაში მოცემულია აქტიური და არააქტიური ჯგუფების (ფარა/ნახირი) სიები.

P4.png
ნაბიჯი 4: ინფორმაცია დამატებული ჯგუფის შესახებ


ჯგუფის საიდენტიფიკაციო ნომერი ავტომატურად გენერირდება და მიენიჭება მასში შემავალ ცხოველებს (იდენტიფიკაცია ხდება ჯგუფზე მინიჭებული ნიშნებით ან დამღებით).


ერთზე მეტი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, სისტემა ჯგუფებს მიანიჭებს რიცხვებს მიმდევრობით, მაგალითად, XXX XXX XXX XXXX/1; /2; /3 და ა.შ.

P5.png
ნაბიჯი 5: მიუთითეთ ცხოველთა იდენტიფიკაციის თარიღი


სტატუსის განახლების ფორმის მიხედვით, მიუთითეთ, თუ როდის მოხდა ფარის, ნახირის თუ სხვა ჯგუფის რეგისტრირება.

P6.png
ნაბიჯი 6: შეინახეთ ახლად დამატებული ცხოველთა ჯგუფი


მიუთითეთ ჯგუფში შემავალ ცხოველთა ტიპი. გაითვალისწინეთ, რომ თითო ჯგუფში შეიძლება შედიოდეს მხოლოდ ერთი ტიპის ცხოველი.


თუ ფარის, ნახირის თუ სხვა ჯგუფის იდენტიფიცირება აგრეთვე ხდება ფერით (ნიშნები, საღებავი, საყელური, სკა და ა.შ.), აგრეთვე შეარჩიეთ ფერი.


სათითაოდ მიუთითეთ, რამდენი მდედრობითი და მამრობითი ცხოველი შედის ჯგუფში. ჯამური რაოდენობა ავტომატურად გამოანგარიშდება. აუცილებლობის შემთხვევაში (მცირე ზომის მცოხნავი ცხოველები), აგრეთვე დაამატეთ ზრდასრული მდედრების (ერკემალი) რიცხვი.

P7.png
ნაბიჯი 7: დაელოდეთ სისტემის დასტურის შეტყობინებას
P8.png
1.8a MFH.png
ნაბიჯი 8: ცხოველთა ჯგუფის (ფარა, ნახირი) ჩანაწერის / პასპორტის ბეჭდვა


ცხოველთა ჯგუფის ჩანაწერის ან პასპორტის ამოსაბეჭდად დააწკაპუნეთ ჯგუფის სახელზე.


ჯგუფში შესულმა დააწკაპუნეთ ჯგუფის ჩანაწერის ბეჭდვის ღილაკზე.

P10.png
ნაბიჯი 9: ფარის, ნახირის და სხვა ჯგუფის შექმნა გადაყვანისას


სხვა სადგომში გადაყვანისას ჯგუფის საიდენტიფიკაციო ნიშნის ნომერი ნარჩუნდება.


იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფს სხვა, არსებულ ჯგუფთან გააერთიანებთ, ეს თავდაპირველი ჯგუფი გაუქმდება, ხოლო მიმღები ჯგუფის ნომრები განახლდება.


II თავი - არსებული ცხოველისა და ცხოველის სტატუსის რედაქტირება



P11.png
ნაბიჯი 1: ფარის/ნახირის სტატუსის შეცვლა


ცხოველთა ჯგუფის არჩევისა და ქმედებათა მენიუში შესვლით შეძლებთ ყველა იმ ქმედების განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებულია ინდივიდუალურ ცხოველებზე.


ყველაფერთან ერთად, შესაძლებელია ფარის ან ნახირის სტატუსის (აქტიური, მკვდარი, დაკარგული და ა.შ.) მინიჭება ისეთივე წესით, როგორც ინდივიდუალური ცხოველების შემთხვევაში.

P12.png
ნაბიჯი 2: ცხოველთა ჯგუფის მონაცემებში შესვლა სადგომის ცხოველთა ჯგუფის განყოფილებიდან


შედით სადგომში და მიუთითეთ „ცხოველთა ჯგუფი“. დააწკაპუნეთ იმ ფარის ან ნახირის ჩანაწერზე, რომელიც, გსურთ, დაათვალიეროთ.

P13.png
ნაბიჯი 3: ცხოველთა ჯგუფში შემავალი ცხოველების რაოდენობის შეცვლა


რედაქტირების ეკრანზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველთა ჯგუფი“.


ზრდასრული მდედრი ცხოველების რიცხვი არ უნდა იყოს მდედრი ცხოველების საერთო რაოდენობაზე მეტი.


ჯამი ავტომატურად გამოანგარიშდება.


თუ ცხოველთა ჯგუფი სხვა სადგომში ან სასაკლაოზეა გადაყვანილი, თითოეული კატეგორიის ცხოველების რიცხვი ჯგუფს ავტომატურად აკლდება გადაყვანის დასრულების დადასტურების შემდეგ.

P14.png
ნაბიჯი 4: ცხოველთა ჯგუფის ისტორია


ცხოველთა ჯგუფის მონაცემების თითოეული ცვლილების ჩანაწერი ინახება ცხოველთა ჯგუფის ისტორიაში, რაც საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ ფარასა თუ ნახირში მიმდინარე ცვლილებების დინამიკას.