Ექსპორტის მართვა
I თავი - ცხოველებისა და ცხოველთა ჯგუფების (ფარა, ნახირი) მიღება საექსპორტო კარანტინში
| ნაბიჯი 1: იპოვეთ სადგომი
პირდაპირ სადგომზე გადასასვლელად საძიებო ველში ჩაბეჭდეთ იმ სადგომის ნომერი, რომელშიც გსურთ საექსპორტო კარანტინის შექმნა ან გახსენით სადგომების მენიუ. | |
| ნაბიჯი 2: გადადით სადგომზე
იპოვნეთ სადგომი სადგომის ნომრით, დასახელებით, ადგილმდებარეობით და ა.შ. ან გაფილტრეთ სადგომების ჩამონათვალი ტიპის მითითებით და დააწკაპუნეთ ეკრანზე გამოტანილ სასურველ სადგომზე. შენიშვნა: სადგომის ძებნისა და ჩამონათვალის გაფილტვრის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ. | |
| ნაბიჯი 3: შეამოწმეთ სადგომში მყოფი ცხოველები
კარანტინში განსათავსებელი ყველა ცხოველი სადგომში უნდა შევიდეს საექსპორტო კარანტინის შექმნამდე. სადგომში გადაადგილება საექსპორტო კარანტინის ხანგრძლივობის მანძილზე ბლოკირებულია. შენიშვნა: ცხოველების გადაადგილების დოკუმენტით ან პირდაპირ გადაყვანით გადაადგილების გზა იხილეთ ინსტრუქციაში გადაადგილების შესახებ. | |
| ნაბიჯი 4: შეამოწმეთ მიმდინარე გადაადგილებები
შეამოწმეთ, ხომ არ არის სამიზნე სადგომში შემომავალი ან გამავალი აქტიური გადაადგილებები. თუ ასეთი არსებობს, კარანტინის შექმნამდე დაასრულეთ გადაყვანა. სისტემა მიმდინარე გადაადგილებების დროს საექსპორტო კარანტინის შექმნას არ უშვებს. |
II თავი - საექსპორტო კარანტინის შექმნა სამიზნე სადგომიდან
| ნაბიჯი 1: გადადით კარანტინის ტაბულაზე
სადგომის მენიუდან გახსენით განყოფილება „სხვა“ და კარანტინის შექმნის პროცესის დასაწყებად მონიშნეთ ტაბულა „კარანტინი“. |
Step 1: Access the quarantine tab
Open the OTHER section in the holding menu and select the QUARANTINE tab in order initiate the quarantine establishment. | |
| ნაბიჯი 2: კარანტინის გახსნა
ეკრანზე დაინახავთ ადრე შექმნილი კარანტინების ისტორიას. ახალი კარანტინის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. |
Step 2: Opening of quarantine
In the screen you can see the history of previous quarantines established. Click on the ADD button to establish a new quarantine. | |
| ნაბიჯი 3: შეიყვანეთ კარანტინის მონაცემები
შეიყვანეთ კარანტინის მონაცემები:
⇒ ჩანაწერი შეინახეთ. შენიშვნა: თუ აღმოჩნდა, რომ საჭიროა კარანტინის გაგრძელება, დასრულების თარიღის შეცვლა შესაძლებელია. |
Step 3: Entering of quarantine data
Enter the quarantine data:
⇒ SAVE. Note: You can later change the end date, if the quarantine needs to be extended. | |
| ნაბიჯი 4:
ახლა სადგომი გამოცხადებულია კარანტინად და მასში შემავალი და მისგან გამავალი გადაადგილებები აკრძალულია. |
Step 4:
The holding is now declared as quarantine and direct incoming and outgoing movements are blocked. | |
| ნაბიჯი 5: ცხოველთა გადაადგილება
დასაშვებია საექსპორტო კარანტინიდან ცხოველთა გადაადგილება ჩვეულებრივი გადაადგილებით ან გადაადგილების დოკუმენტით. ცხოველთა გადაადგილება საექსპორტო კარანტინად ქცეულ სადგომში დაუშვებელია. |
Step 5: Movement of animals
Movement of animals out of the export quarantine using regular movement / movement document is possible. Movement of animals to the holding with export quarantine is not possible. | |
| ნაბიჯი 6: კარანტინის ნომერი
შემდგომში კარანტინის ადვილად საპოვნელად ჩაიწერეთ ან შეინახეთ კარანტინის ნომერი. |
Step 6: Quarantine number
Note the quarantine number for easy referencing in the future. |
III თავი - საექსპორტო კარანტინის დახურვა და ექსპორტის სერტიფიკატის გაცემა
საექსპორტო კარანტინში გადასვლა
| ნაბიჯი 1: გადადით კარანტინზე
ექსპორტის სერტიფიკატის მომზადება შესაძლებელია საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, არა უგვიანეს კარანტინის ბოლო დღისა. ეკრანზე მოცემული ღილაკით გადადით კარანტინზე.რჩევა: კარანტინზე გადასვლა აგრეთვე შესაძლებელია სადგომიდან, მეორე თავში აღწერილი წესით. |
Step 1: Navigate to the quarantine
Before the quarantine period has expired and latest on the LAST DAY of the quarantine the export certificate can be prepared. Access the quarantine button shown on the screen. TIP: You can also access the quarantine through the holding, in the same manner as described in the Chapter 2. | |
| ნაბიჯი 2: გადადით კარანტინზე
კარანტინზე გადასვლა შესაძლებელია მისი ნომრის მითითებით ან კარანტინის ტიპებისა და მათი მახასიათებლებით გაფილტვრით. დააწკაპუნეთ ნაპოვნ კარანტინზე და შედით მის ჩანაწერში. |
Step 2: Navigate to the quarantine
You can search for the exact number of the quarantine, or through the types of quarantine and their characteristics and once found, click on the quarantine entry to enter the record. |
ექსპორტის სერტიფიკატის მომზადება და საექსპორტო კარანტინის დახურვა
| ნაბიჯი 1: გახსენით კარანტინი
კარანტინის ჩანაწერის გახსნით გადადიხართ საექსპორტო კარანტინის არსებულ ჩანაწერზე. |
Step 1: Open the quarantine
You will navigate into the existing record of the export quarantine. | |
| ნაბიჯი 2: ექსპორტის სერტიფიკატი
კარანტინის გაგრძელება შეიძლება კარანტინის ბოლო დღეს. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „კარანტინი“ და შეცვალეთ მისი დასრულების თარიღი. |
Step 2: Export Certificate
The duration of the quarantine can be extended on the last date of the quarantine. To do this access the QUARANTINE button and change the end date. | |
| ნაბიჯი 3: კარანტინში მყოფი სადგომი
კარანტინში მყოფი სადგომების სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სადგომი“. შენიშვნა: დაავადების კარანტინის შესაქმნელად შესაძლებელია ერთზე მეტი სადგომის გამოყენება. |
Step 3: Quarantined holding
To see the quarantined holdings click the HOLDING button. Note: Multiple holdings are available for disease quarantines. | |
| ნაბიჯი 4: გახსენით ექსპორტის სერტიფიკატი
ექსპორტის პროცესის დასაწყებად აირჩიეთ „საექსპორტო სერტიფიცირება“ და დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. ახალი ექსპორტის სერტიფიკატი გაიხსნება. შენიშვნა: ერთ კარანტინზე შესაძლებელია ერთზე მეტი ექსპორტის სერტიფიკატის შექმნა კარანტინში მოთავსებული ცხოველების რაოდენობისა და ტრანსპორტირების ფორმების მიხედვით. |
Step 4: Open an Export Certificate
To proceed with the export, select the EXPORT CERTIFICATION and press the ADD button to open a new export certificate. Note: You can create multiple export certificates for the quarantine, depending on the number of animals quarantined and the transport arrangements. | |
| ნაბიჯი 5: შეავსეთ ექსპორტის სერტიფიკატი
შეავსეთ ექსპორტის სერტიფიკატი. მიუთითეთ:
|
Step 5: Fill in the export certificate
Add in the export certificate
| |
| ნაბიჯი 6: მიუთითეთ გასასვლელი სასაზღვრო პუნქტი
როდესაც გასასვლელ სასაზღვრო პუნქტზე დააწკაპუნებთ, გაიხსნება სია, რომელშიც შეძლებთ შესაბამისი პუნქტის არჩევას.
რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ექსპორტის სერტიფიკატი, იმავდროულად, არის წარმოშობის სადგომიდან გასასვლელ სასაზღვრო პუნქტამდე გადაადგილების დოკუმენტი. |
Step 6: Fill in the exit border point When you click the exit border point a list will open, allowing you to select the appropriate location. TIP: Please note that the export certificate in the same time is a movement document from the holding of origin to the export border point. |
ცხოველის ექსპორტზე სერტიფიცირება და ექსპორტის სერტიფიკატის ბეჭდვა
| ნაბიჯი 1: ცხოველთა სერტიფიცირება
ექსპორტის სერტიფიკატის დასრულება და ამობეჭდვა შეიძლება მხოლოდ კარანტინის ბოლო დღეს. 3.1 ქვეთავში ნაჩვენები წესით ან მეორე თავში აღწერილი წესით, სადგომიდან გადადით კარანტინზე. შეიყვანეთ კარანტინის ჩანაწერის ნომერი და მასზე დაწკაპუნებით გახსენით ექსპორტის სერტიფიკატი. |
Step 1: Certification of the animals
The export certificate can be finalized and printed only on the LAST DAY of the quarantine. Navigate to the quarantine as shown in Sub-chapter 3.1, or through the holding, as described in Chapter 2. Enter the quarantine record and open the Export certificate record by clicking on it. | |
| ნაბიჯი 2:
გადახედეთ და აუცილებლობის შემთხვევაში შეასწორეთ სერტიფიკატში მითითებულ მონაცემებს. დანიშნულების ადგილის, ექსპორტიორის ანდა ტრანზიტის შესაცვლელად დააწკაპუნეთ ექსპორტის სერტიფიკატის პარამეტრებზე. |
Step 2:
Check the certificate data and adjust as needed. Click the export certificate functionality if you would like to modify any of the destination, exporter and/or transit data. | |
| ნაბიჯი 3: ცხოველებზე აქტივობების დადასტურება
დააწკაპუნეთ „ცხოველის აქტივობაზე“ და დაამატეთ ინფორმაცია ცხოველებზე ექსპორტამდე ჩატარებული მკურნალობის ღონისძიებების შესახებ, თუ ამას იმპორტის ქვეყანა მოითხოვს. ახალი მკურნალობის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
შენიშვნა: სურვილისამებრ შესაძლებელია ერთზე მეტი მკურნალობის დამატება. |
Step 3: Confirming the activities on the animals
Click the ANIMAL ACTIVITY functionality and add information on any treatments done to the animals prior to the export, if required by the importing country. Click the button ADD to add a new treatment. Add the following information:
Note: You can add multiple treatments as needed. | |
| ნაბიჯი 4: დაადასტურეთ ცხოველის წარმოშობის სტატუსი
შედით „ცხოველის წარმოშობის“ მენიუში და დაამატეთ მონაცემები ცხოველის წარმოშობის ადგილის ავადობის სტატუსის შესახებ. ახალი ჩანაწერის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
⇒ჩანაწერი შეინახეთ. შენიშვნა: თუ ცხოველები სხვადასხვა ადგილიდან არიან, შესაძლებელია ჩანაწერის ერთზე მეტი ადგილზე გაკეთება. |
Step 4: Animal origin status confirmation
Select the ANIMAL ORIGIN functionality to add data about the disease status of the location of the animal’s origin. Click the ADD button to add a new entry. Add the following information:
⇒ SAVE. Note: You can add multiple locations as needed, if the animals originate from multiple places. | |
| ნაბიჯი 5: შეარჩიეთ ცხოველები
კარანტინგავლილი ცხოველების სიის სანახავად შედით „პოტენციური ცხოველების“ მენიუში. მონიშნეთ ის ცხოველები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებაში უნდა დაიტვირთონ და რომლებზეც მიუთითებს ექსპორტის სერტიფიკატი. დააწკაპუნეთ ღილაკზე „ქმედებები“ და შემდეგ - ღილაკზე „სერტიფიკატში გადატანა“. მოხდება ცხოველების გადაწერა სადგომიდან სერტიფიკატში ანუ ტრანსპორტში. |
Step 5: Selecting the animals
Click the POTENTIAL ANIMALS functionality to get to the list of animals which have completed the quarantine. Select the animals which will be loaded into the vehicle, described in the export certificate. Select the ACTIONS button and click the MOVE to CERTIFICATE button. The animals will be moved from the holding to the certificate i.e. the transport. | |
| ნაბიჯი 6: დადასტურება
ექსპორტის სერტიფიკატში გადატანილი მონიშნული ცხოველები გამოჩნდება ეკრანის მარჯვენა ნაწილში, სტატუსით „მიმდინარე ექსპორტი“. ექსპორტზე სერტიფიცირებული ცხოველების მეტი ინფორმაციის შემცველი სიის დათვალიერება ასევე შესაძლებელია ღილაკით „სერტიფიცირებული ცხოველები“. |
Step 6: Confirmation
The selected animals moved to the export certificate will be shown in the right screen, with status PENDING EXPORT. The list of animals certified for export with more details is also available from the CERTIFIED ANIMALS button. | |
| ნაბიჯი 7: ამობეჭდეთ ექსპორტის სერტიფიკატი
დასრულებული ექსპორტის სერტიფიკატის ამობეჭდვა შესაძლებელია „საექსპორტო სერტიფიცირების“ განყოფილებიდან, ბეჭდვის ღილაკის საშუალებით.
რჩევა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ექსპორტის სერტიფიკატი გადაადგილების დოკუმენტს ანაცვლებს 24 საათით. ამ პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებამ სასაზღვრო პუნქტს უნდა მიაღწიოს. |
Step 7: Print the export certificate You can print the finalized Export Certificate from any section within the Export Certification, through the PRINT button. TIP: Please note that the Export Certificate replaces a Movement Document for 24 hours, within which the transport should reach the border point. | |
| ნაბიჯი 8: შეამოწმეთ ექსპორტის სერტიფიკატი
ექსპორტის სერტიფიკატზე მითითებული იქნება დანიშნულების ადგილი, ექსპორტიორი და ა.შ. |
Step 8: Check the Export Certificate
The data on the destination, exporter, etc. will be printed on the Export Certificate. | |
| ნაბიჯი 9: შეამოწმეთ საექსპორტო ცხოველები
სერტიფიცირებული ცხოველების მონაცემები ექსპორტის სერტიფიკატში მითითებული იქნება ნაჩვენები წესით ნიმუშში და, აგრეთვე, ექსპორტის სერტიფიკატის დანართში 1. |
Step 9: Check the exportable animals
The data on the animals certified will be printed on the export certificate as shown in the example, as well as in the Annex 1 of the Export Certificate. | |
| ნაბიჯი 10: შეამოწმეთ ჩატარებული მკურნალობისა და ადგილების დასტურის ჩანაწერები
რჩევა: ექსპორტის სერტიფიკატში მითითებული იქნება ინფორმაცია ცხოველზე ჩატარებული ქმედებების შესახებ. |
Step 10: Check the treatments and location confirmations TIP: The added information on animal activities will be printed on the Export Certificate. |
IV თავი - ცხოველების ექსპორტირება (სასაზღვრო პუნქტი - მხოლოდ საბაჟოს ოფიცრებისათვის)
| ნაბიჯი 1: წამოიწყეთ ექსპორტის სერტიფიკატის ძიება
ექსპორტის სერტიფიკატებზე გადასასვლელად მთავარ ეკრანზე აირჩიეთ შესაბამისი ღილაკი. შენიშვნა: ექსპორტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა 72 საათია. ამ ვადაში სასაზღვრო ოფიცერმა უნდა დაამუშავოს სერტიფიკატი ცირე სისტემაში და დაადასტუროს ქვეყნიდან ცხოველების გასვლა. ამ ვადის შემდეგ სისტემა სერტიფიკატს ავტომატურად აუქმებს, ხოლო ცხოველებს წარმოშობის სადგომში აბრუნებს. |
Step 1: Open the Export Certificate search
To access the Export Certificates, select the appropriate button on the main screen. Note: The Export Certificate has total validity of 72 hours, within which the border agent should PROCESS them in the NAITS system to confirm the exit of the animals. Following to this deadline the certificate will be automatically canceled by the system and the animals will be returned to the holding of origin. | |
| ნაბიჯი 2: ექსპორტის სერტიფიკატის პოვნა
მოძებნეთ ექსპორტის სერტიფიკატი მისი ნომრის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიხედვით. დააწკაპუნეთ და გადადით ექსპორტის სერტიფიკატზე.რჩევა: შეამოწმეთ, აქვს თუ არა ექსპორტის სერტიფიკატს სტატუსი „მოქმედი“. |
Step 2: Finding the Export Certificate
Search through the export certificates using the certificate number or other relevant information provided in the search menu. Access the Export Certificate by clicking on it. TIP: Check if the Export certificate has status 'VALID'. | |
| ნაბიჯი 3: სერტიფიცირებული ცხოველების შემოწმება
დააწკაპუნეთ ფუნქციაზე „სერტიფიცირებული ცხოველები“ და გადადით სერტიფიცირებული ცხოველების სიაზე. შესაძლებელია ექსპორტის სერტიფიკატის ამობეჭდვა ტრანსპორტთან ერთად შესულ ორიგინალთან მისი შედარების მიზნით. |
Step 3: Checking the certified animals
Access the list of certified animals by clicking on the CERTIFIED ANIMALS functionality. The Export Certificate can be printed as needed to be compared to the original accompanying the transport. | |
| ნაბიჯი 4: ექსპორტის დადასტურება
მონიშნეთ ყველა სერტიფიცირებული ცხოველი და ექსპორტის დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სერტიფიცირებული ცხოველების ექსპორტირება“. საექსპორტოდ სერტიფიცირებული ცხოველები, რომლებიც მოუნიშნავი დარჩები, ავტომატურად დაუბრუნდება წარმოშობის სადგომს. |
Step 4: Confirming the export
Select all of the certified animals and click on the EXPORT CERTIFIED ANIMALS button to confirm the export. Any unselected animals certified for export will be returned to the holding of origin automatically. | |
| ნაბიჯი 5: სტატუსის ცვლილება
სისტემაში აღრიცხულ ცხოველებს მიენიჭება სტატუსი „ექსპორტირებული“, ხოლო სერტიფიკატი მიიღებს სტატუსს „დამუშავებული“. |
Step 5: Status change
The animals in the system will be assigned with status EXPORTED and the certificate will receive status PROCESSED. |
ექსპორტის სერტიფიკატის გაუქმება
| ნაბიჯი 1: ექსპორტის სერტიფიკატის გაუქმება
რაიმე დარღვევის ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია ექსპორტის სერტიფიკატის გაუქმება ღილაკით „სერტიფიკატის გაუქმება“.
რჩევა: გაუქმებულ სერტიფიკატზე მითითებული ცხოველები სისტემაში დაუბრუნდება წარმოშობის სადგომს. |
Step 1: Canceling the Export Certificate In case of irregularities you can CANCEL the Export Certificate through the CANCEL CERTIFICATE button TIP: The animals from the canceled certificate will be returned in the system to the holding of origin. |