Ექსპორტის მართვა
I თავი - ცხოველებისა და ცხოველთა ჯგუფების (ფარა, ნახირი) მიღება საექსპორტო კარანტინში
ნაბიჯი 1: იპოვეთ სადგომი
პირდაპირ სადგომზე გადასასვლელად საძიებო ველში ჩაბეჭდეთ იმ სადგომის ნომერი, რომელშიც გსურთ საექსპორტო კარანტინის შექმნა ან გახსენით სადგომების მენიუ. | |
ნაბიჯი 2: გადადით სადგომზე
იპოვნეთ სადგომი სადგომის ნომრით, დასახელებით, ადგილმდებარეობით და ა.შ. ან გაფილტრეთ სადგომების ჩამონათვალი ტიპის მითითებით და დააწკაპუნეთ ეკრანზე გამოტანილ სასურველ სადგომზე. შენიშვნა: სადგომის ძებნისა და ჩამონათვალის გაფილტვრის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ. | |
ნაბიჯი 3: შეამოწმეთ სადგომში მყოფი ცხოველები
კარანტინში განსათავსებელი ყველა ცხოველი სადგომში უნდა შევიდეს საექსპორტო კარანტინის შექმნამდე. სადგომში გადაადგილება საექსპორტო კარანტინის ხანგრძლივობის მანძილზე ბლოკირებულია. შენიშვნა: ცხოველების გადაადგილების დოკუმენტით ან პირდაპირ გადაყვანით გადაადგილების გზა იხილეთ ინსტრუქციაში გადაადგილების შესახებ. | |
ნაბიჯი 4: შეამოწმეთ მიმდინარე გადაადგილებები
შეამოწმეთ, ხომ არ არის სამიზნე სადგომში შემომავალი ან გამავალი აქტიური გადაადგილებები. თუ ასეთი არსებობს, კარანტინის შექმნამდე დაასრულეთ გადაყვანა. სისტემა მიმდინარე გადაადგილებების დროს საექსპორტო კარანტინის შექმნას არ უშვებს. |
II თავი - საექსპორტო კარანტინის შექმნა სამიზნე სადგომიდან
ნაბიჯი 1: გადადით კარანტინის ტაბულაზე
სადგომის მენიუდან გახსენით განყოფილება „სხვა“ და კარანტინის შექმნის პროცესის დასაწყებად მონიშნეთ ტაბულა „კარანტინი“. | |
ნაბიჯი 2: კარანტინის გახსნა
ეკრანზე დაინახავთ ადრე შექმნილი კარანტინების ისტორიას. ახალი კარანტინის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. | |
ნაბიჯი 3: შეიყვანეთ კარანტინის მონაცემები
შეიყვანეთ კარანტინის მონაცემები:
⇒ ჩანაწერი შეინახეთ. შენიშვნა: თუ აღმოჩნდა, რომ საჭიროა კარანტინის გაგრძელება, დასრულების თარიღის შეცვლა შესაძლებელია. | |
ნაბიჯი 4:
ახლა სადგომი გამოცხადებულია კარანტინად და მასში შემავალი და მისგან გამავალი გადაადგილებები აკრძალულია. | |
ნაბიჯი 5: ცხოველთა გადაადგილება
დასაშვებია საექსპორტო კარანტინიდან ცხოველთა გადაადგილება ჩვეულებრივი გადაადგილებით ან გადაადგილების დოკუმენტით. ცხოველთა გადაადგილება საექსპორტო კარანტინად ქცეულ სადგომში დაუშვებელია. | |
ნაბიჯი 6: კარანტინის ნომერი
შემდგომში კარანტინის ადვილად საპოვნელად ჩაიწერეთ ან შეინახეთ კარანტინის ნომერი. |
III თავი - საექსპორტო კარანტინის დახურვა და ექსპორტის სერტიფიკატის გაცემა
საექსპორტო კარანტინში გადასვლა
ნაბიჯი 1: გადადით კარანტინზე
ექსპორტის სერტიფიკატის მომზადება შესაძლებელია საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, არა უგვიანეს კარანტინის ბოლო დღისა. ეკრანზე მოცემული ღილაკით გადადით კარანტინზე.რჩევა: კარანტინზე გადასვლა აგრეთვე შესაძლებელია სადგომიდან, მეორე თავში აღწერილი წესით. | |
ნაბიჯი 2: გადადით კარანტინზე
კარანტინზე გადასვლა შესაძლებელია მისი ნომრის მითითებით ან კარანტინის ტიპებისა და მათი მახასიათებლებით გაფილტვრით. დააწკაპუნეთ ნაპოვნ კარანტინზე და შედით მის ჩანაწერში. |
ექსპორტის სერტიფიკატის მომზადება და საექსპორტო კარანტინის დახურვა
ნაბიჯი 1: გახსენით კარანტინი
კარანტინის ჩანაწერის გახსნით გადადიხართ საექსპორტო კარანტინის არსებულ ჩანაწერზე. | |
ნაბიჯი 2: ექსპორტის სერტიფიკატი
კარანტინის გაგრძელება შეიძლება კარანტინის ბოლო დღეს. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „კარანტინი“ და შეცვალეთ მისი დასრულების თარიღი. | |
ნაბიჯი 3: კარანტინში მყოფი სადგომი
კარანტინში მყოფი სადგომების სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სადგომი“. შენიშვნა: დაავადების კარანტინის შესაქმნელად შესაძლებელია ერთზე მეტი სადგომის გამოყენება. | |
ნაბიჯი 4: გახსენით ექსპორტის სერტიფიკატი
ექსპორტის პროცესის დასაწყებად აირჩიეთ „საექსპორტო სერტიფიცირება“ და დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. ახალი ექსპორტის სერტიფიკატი გაიხსნება. შენიშვნა: ერთ კარანტინზე შესაძლებელია ერთზე მეტი ექსპორტის სერტიფიკატის შექმნა კარანტინში მოთავსებული ცხოველების რაოდენობისა და ტრანსპორტირების ფორმების მიხედვით. | |
ნაბიჯი 5: შეავსეთ ექსპორტის სერტიფიკატი
შეავსეთ ექსპორტის სერტიფიკატი. მიუთითეთ:
| |
ნაბიჯი 6: მიუთითეთ გასასვლელი სასაზღვრო პუნქტი
როდესაც გასასვლელ სასაზღვრო პუნქტზე დააწკაპუნებთ, გაიხსნება სია, რომელშიც შეძლებთ შესაბამისი პუნქტის არჩევას.
რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ექსპორტის სერტიფიკატი, იმავდროულად, არის წარმოშობის სადგომიდან გასასვლელ სასაზღვრო პუნქტამდე გადაადგილების დოკუმენტი. |
ცხოველის ექსპორტზე სერტიფიცირება და ექსპორტის სერტიფიკატის ბეჭდვა
ნაბიჯი 1: ცხოველთა სერტიფიცირება
ექსპორტის სერტიფიკატის დასრულება და ამობეჭდვა შეიძლება მხოლოდ კარანტინის ბოლო დღეს. 3.1 ქვეთავში ნაჩვენები წესით ან მეორე თავში აღწერილი წესით, სადგომიდან გადადით კარანტინზე. შეიყვანეთ კარანტინის ჩანაწერის ნომერი და მასზე დაწკაპუნებით გახსენით ექსპორტის სერტიფიკატი. | |
ნაბიჯი 2:
გადახედეთ და აუცილებლობის შემთხვევაში შეასწორეთ სერტიფიკატში მითითებულ მონაცემებს. დანიშნულების ადგილის, ექსპორტიორის ანდა ტრანზიტის შესაცვლელად დააწკაპუნეთ ექსპორტის სერტიფიკატის პარამეტრებზე. | |
ნაბიჯი 3: ცხოველებზე აქტივობების დადასტურება
დააწკაპუნეთ „ცხოველის აქტივობაზე“ და დაამატეთ ინფორმაცია ცხოველებზე ექსპორტამდე ჩატარებული მკურნალობის ღონისძიებების შესახებ, თუ ამას იმპორტის ქვეყანა მოითხოვს. ახალი მკურნალობის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
შენიშვნა: სურვილისამებრ შესაძლებელია ერთზე მეტი მკურნალობის დამატება. | |
ნაბიჯი 4: დაადასტურეთ ცხოველის წარმოშობის სტატუსი
შედით „ცხოველის წარმოშობის“ მენიუში და დაამატეთ მონაცემები ცხოველის წარმოშობის ადგილის ავადობის სტატუსის შესახებ. ახალი ჩანაწერის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
⇒ჩანაწერი შეინახეთ. შენიშვნა: თუ ცხოველები სხვადასხვა ადგილიდან არიან, შესაძლებელია ჩანაწერის ერთზე მეტი ადგილზე გაკეთება. | |
ნაბიჯი 5: შეარჩიეთ ცხოველები
კარანტინგავლილი ცხოველების სიის სანახავად შედით „პოტენციური ცხოველების“ მენიუში. მონიშნეთ ის ცხოველები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებაში უნდა დაიტვირთონ და რომლებზეც მიუთითებს ექსპორტის სერტიფიკატი. დააწკაპუნეთ ღილაკზე „ქმედებები“ და შემდეგ - ღილაკზე „სერტიფიკატში გადატანა“. მოხდება ცხოველების გადაწერა სადგომიდან სერტიფიკატში ანუ ტრანსპორტში. | |
ნაბიჯი 6: დადასტურება
ექსპორტის სერტიფიკატში გადატანილი მონიშნული ცხოველები გამოჩნდება ეკრანის მარჯვენა ნაწილში, სტატუსით „მიმდინარე ექსპორტი“. ექსპორტზე სერტიფიცირებული ცხოველების მეტი ინფორმაციის შემცველი სიის დათვალიერება ასევე შესაძლებელია ღილაკით „სერტიფიცირებული ცხოველები“. | |
ნაბიჯი 7: ამობეჭდეთ ექსპორტის სერტიფიკატი
დასრულებული ექსპორტის სერტიფიკატის ამობეჭდვა შესაძლებელია „საექსპორტო სერტიფიცირების“ განყოფილებიდან, ბეჭდვის ღილაკის საშუალებით.
რჩევა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ექსპორტის სერტიფიკატი გადაადგილების დოკუმენტს ანაცვლებს 24 საათით. ამ პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებამ სასაზღვრო პუნქტს უნდა მიაღწიოს. | |
ნაბიჯი 8: შეამოწმეთ ექსპორტის სერტიფიკატი
ექსპორტის სერტიფიკატზე მითითებული იქნება დანიშნულების ადგილი, ექსპორტიორი და ა.შ. | |
ნაბიჯი 9: შეამოწმეთ საექსპორტო ცხოველები
სერტიფიცირებული ცხოველების მონაცემები ექსპორტის სერტიფიკატში მითითებული იქნება ნაჩვენები წესით ნიმუშში და, აგრეთვე, ექსპორტის სერტიფიკატის დანართში 1. | |
ნაბიჯი 10: შეამოწმეთ ჩატარებული მკურნალობისა და ადგილების დასტურის ჩანაწერები
რჩევა: ექსპორტის სერტიფიკატში მითითებული იქნება ინფორმაცია ცხოველზე ჩატარებული ქმედებების შესახებ. |
IV თავი - ცხოველების ექსპორტირება (სასაზღვრო პუნქტი - მხოლოდ საბაჟოს ოფიცრებისათვის)
ნაბიჯი 1: წამოიწყეთ ექსპორტის სერტიფიკატის ძიება
ექსპორტის სერტიფიკატებზე გადასასვლელად მთავარ ეკრანზე აირჩიეთ შესაბამისი ღილაკი. შენიშვნა: ექსპორტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა 72 საათია. ამ ვადაში სასაზღვრო ოფიცერმა უნდა დაამუშავოს სერტიფიკატი ცირე სისტემაში და დაადასტუროს ქვეყნიდან ცხოველების გასვლა. ამ ვადის შემდეგ სისტემა სერტიფიკატს ავტომატურად აუქმებს, ხოლო ცხოველებს წარმოშობის სადგომში აბრუნებს. | |
ნაბიჯი 2: ექსპორტის სერტიფიკატის პოვნა
მოძებნეთ ექსპორტის სერტიფიკატი მისი ნომრის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიხედვით. დააწკაპუნეთ და გადადით ექსპორტის სერტიფიკატზე.
რჩევა: შეამოწმეთ, აქვს თუ არა ექსპორტის სერტიფიკატს სტატუსი „მოქმედი“. | |
ნაბიჯი 3: სერტიფიცირებული ცხოველების შემოწმება
დააწკაპუნეთ ფუნქციაზე „სერტიფიცირებული ცხოველები“ და გადადით სერტიფიცირებული ცხოველების სიაზე. შესაძლებელია ექსპორტის სერტიფიკატის ამობეჭდვა ტრანსპორტთან ერთად შესულ ორიგინალთან მისი შედარების მიზნით. | |
ნაბიჯი 4: ექსპორტის დადასტურება
მონიშნეთ ყველა სერტიფიცირებული ცხოველი და ექსპორტის დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სერტიფიცირებული ცხოველების ექსპორტირება“. საექსპორტოდ სერტიფიცირებული ცხოველები, რომლებიც მოუნიშნავი დარჩები, ავტომატურად დაუბრუნდება წარმოშობის სადგომს. | |
ნაბიჯი 5: სტატუსის ცვლილება
სისტემაში აღრიცხულ ცხოველებს მიენიჭება სტატუსი „ექსპორტირებული“, ხოლო სერტიფიკატი მიიღებს სტატუსს „დამუშავებული“. |
ექსპორტის სერტიფიკატის გაუქმება
ნაბიჯი 1: ექსპორტის სერტიფიკატის გაუქმება
რაიმე დარღვევის ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია ექსპორტის სერტიფიკატის გაუქმება ღილაკით „სერტიფიკატის გაუქმება“.
რჩევა: გაუქმებულ სერტიფიკატზე მითითებული ცხოველები სისტემაში დაუბრუნდება წარმოშობის სადგომს. |