Difference between revisions of "Სასაკლაო"

From NAITS
Jump to navigation Jump to search
Line 280: Line 280:
გახსენით აქტივობის მენიუ,  მიუთითეთ „სხვა“ და აირჩიეთ „დაკვლის შემდგომი ანგარიში“.
გახსენით აქტივობის მენიუ,  მიუთითეთ „სხვა“ და აირჩიეთ „დაკვლის შემდგომი ანგარიში“.


'''Following to the confirmation the animal/flock status will change to POSTMORTEM and will be moved to TERMINATED ANIMALS section.'''
<span style="background:#00FF00">'''Following to the confirmation the animal/flock status will change to POSTMORTEM and will be moved to TERMINATED ANIMALS section.'''</span>


სტატუსის ცვლილების შედეგად  შესაძლებელი ხდება ხორცის ეტიკეტის ამობეჭდვა. ეტიკეტზე ავტომატურად მიეთითება  დაკვლისა და ხორცის დამზადების თარიღები.
სტატუსის ცვლილების შედეგად  შესაძლებელი ხდება ხორცის ეტიკეტის ამობეჭდვა. ეტიკეტზე ავტომატურად მიეთითება  დაკვლისა და ხორცის დამზადების თარიღები.
Line 287: Line 287:
|<span style="color:#FF0000">'''ნაბიჯი 2: დაკვლის შემდგომი ანგარიშის დათვალიერება'''</span>
|<span style="color:#FF0000">'''ნაბიჯი 2: დაკვლის შემდგომი ანგარიშის დათვალიერება'''</span>


'''Click on the TERMINATED ANIMAL section and then select the animal for which you want to see the POST-MORTEM.'''
<span style="background:#00FF00">'''Click on the TERMINATED ANIMAL section and then select the animal for which you want to see the POST-MORTEM.'''</span>


ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლის  შემდგომი ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ რაიმე დაავადება ან სიმპტომები  ნაპოვნი არ არის და გაცემულია ხორცისა და შინაგანი ორგანოების სრული უტილიზაციის  ნებართვა.
ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლის  შემდგომი ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ რაიმე დაავადება ან სიმპტომები  ნაპოვნი არ არის და გაცემულია ხორცისა და შინაგანი ორგანოების სრული უტილიზაციის  ნებართვა.
Line 301: Line 301:
<br/>
<br/>
----
----
===='''სრული დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება'''====
===='''სრული დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება'''====
----
----

Revision as of 07:33, 8 February 2022

I თავი - ცხოველებისა და ცხოველთა ჯგუფების (ფარა, ნახირი) მიღება სასაკლაოში (პირდაპირ გადაადგილება)


ცხოველთა მიღება



Ი1.png
ნაბიჯი 1: სასაკლაოს ან სადგომის პოვნა

სადგომის საპოვნელად სწრაფი ძებნის ველში ჩაწერეთ სადგომის ნომერი ან გახსენით სადგომების მენიუ.

Ი2.png
ნაბიჯი 2: სასაკლაოს პოვნა

მოძებნეთ სადგომი მისი ნომრის, დასახელების, ადგილმდებარეობის და სხვა მონაცემების მიხედვით ან გაფილტრეთ სადგომები ტიპის მიხედვით, მაგალითად, როგორც სასაკლაო და გამოტანილ სიაში დააწკაპუნეთ სასურველ სადგომზე.


შენიშვნა: სადგომის ძებნისა და გაფილტვრის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ.

Ი3.png
ნაბიჯი 3: აქტივობის მასშტაბის შერჩევა

თუ ცალკეულ ცხოველებზე აპირებთ მუშაობას, აირჩიეთ ცხოველთა განყოფილება.

Ი4.png
ნაბიჯი 4: ცხოველების მიღება

სასაკლაოზე ცხოველის მიღების ორი გზა არსებობს:

  1. ცხოველის მიღება მიმდინარე გადაადგილების დადასტურებით (იხილეთ მოცემული განყოფილების ბოლო ნაბიჯი);
  2. ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის პირდაპირ მიღება შემდგომ შექმნილი გადაადგილების ფაქტობრივი დოკუმენტებით.


ცხოველის პირდაპირ მისაღებად ჯერ აირჩიეთ მისაღები ცხოველი. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი“.

Ი5.png
ნაბიჯი 5: შეარჩიეთ ცხოველი

იპოვეთ ცხოველი მისი საიდენტიფიკაციო ნომრით ან ჩამოთვლილ სტანდარტულ პარამეტრებში ძიებით.

შენიშვნა: ცხოველის ძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველების შესახებ.

1.1 6 GEO.jpg
ნაბიჯი 6: დაამატეთ ცხოველის გადამყვანი

დააწკაპუნეთ გადამყვანის სახელზე და გახსენით ფანჯარა, სადაც შეძლებთ შესაბამისი პირის შერჩევას.

Ი6.png
ნაბიჯი 7: მონიშნეთ დასამატებელი პირი

იპოვეთ სასურველი პირი მისი პირადი ნომრით, გვარით ან სახელით, ტელეფონის ნომრით ან საცხოვრებელი მისამართით.

შენიშვნა: ძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში პასუხისმგებელი პირების შესახებ.

1.1 8 GEO.jpg
ნაბიჯი 8: მიუთითეთ თარიღი

მიუთითეთ ცხოველის მიღების თარიღი და დააწკაპუნეთ ღილაკზე „პირდაპირ გადაყვანა“.


დადასტურების შემდეგ ცხოველი გადავა ეკრანის მარცხენა ნაწილში მოცემულ სიაში, რომელშიც ნაჩვენებია „აქტიური“ სტატუსის მქონე ცხოველები.

Ი7.png
ნაბიჯი 9: შემომავალი ცხოველის მიღება

გახსენით „გადაადგილებები“⇒  „შემომავალი ცხოველები“ და მონიშნეთ გადასაადგილებელი ცხოველები.

ზემოთ აღწერილი გზით მონიშნეთ გადამყვანი.

მიუთითეთ გადაადგილების თარიღი, ანუ ის დღე, როდესაც ცხოველები მუნიციპალიტეტში შევიდნენ.

დაამატეთ მიღების თარიღი, ანუ ის დღე, როდესაც ცხოველები შევიდნენ სასაკლაოზე.

დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველის მიღება“.

Ი8.png
ნაბიჯი 10: ცხოველის მიღება შემომავალი გადაადგილების დოკუმენტებით

გახსენით „გადაადგილებები“⇒  „შემომავალი გადაადგილების დოკუმენტები“.

მონიშნეთ გადაადგილების დოკუმენტები და ცხოველების მისაღებად დააწკაპუნეთ ღილაკებზე „აქტივობა“ ⇒ „სტატუსის შეცვლა“ ⇒ „გაშვებული“.



ცხოველთა ჯგუფის (ფარა, ნახირი) მიღება



1.2 1 GEO.jpg
ნაბიჯი 1: აქტივობის მასშტაბის შერჩევა

თუ ცხოველთა ჯგუფზე აპირებთ მუშაობას, აირჩიეთ ცხოველთა ჯგუფის (ფარა, ნახირი) განყოფილება.

Ი9.png
ნაბიჯი 2: ცხოველთა ჯგუფის მიღება

სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფის მიღების ორი გზა არსებობს:

  1. მიღება მიმდინარე გადაადგილების დადასტურებით (იხილეთ ქვეთავი ცალკეული ცხოველების მიღების წესის);

შენიშვნა: ცხოველთა ჯგუფის გადაადგილების დოკუმენტებით მიღების გზა იხილეთ ინსტრუქციაში გადაადგილებების შესახებ.

2. ცხოველთა ჯგუფის პირდაპირ მიღება გადაადგილების დოკუმენტების გარეშე.


ცხოველთა ჯგუფის პირდაპირ მისაღებად ჯერ აირჩიეთ მისაღები ჯგუფი. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველთა ჯგუფის საიდენტიფიკაციო ნომერი“.

Ი10.png
ნაბიჯი 3: შეარჩიეთ ცხოველთა ჯგუფი

იპოვეთ ცხოველთა ჯგუფი მისი საიდენტიფიკაციო ნომრით ან ჩამოთვლილ სტანდარტულ პარამეტრებში ძიებით.

შენიშვნა: ცხოველების ძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველების შესახებ.

სამიზნე ცხოველთა ჯგუფის პოვნის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ცხოველთა კატეგორიების რიცხვს და გადაწყვიტეთ, თითოეული კატეგორიიდან რა რაოდენობა უნდა გადავიდეს სასაკლაოზე.

Ი11.png
ნაბიჯი 4: მიუთითეთ ცხოველთა ტიპები მისაღებ ცხოველთა ჯგუფში

მიუთითეთ მისაღები ცხოველებიდან მამრების, მდედრებისა და ზრდასრული მდედრების რიცხვი. ეს რიცხვი ჯგუფში ამ კატეგორიებში შემავალ ცხოველთა რაოდენობებს არ უნდა აღემატებოდეს.

Ი12.png
ნაბიჯი 5: დაამატეთ ცხოველთა ჯგუფის გადამყვანი

დააწკაპუნეთ გადამყვანის სახელზე და გახსენით ფანჯარა, სადაც შეძლებთ შესაბამისი პირის შერჩევას.

Ი13.png
ნაბიჯი 6: მონიშნეთ დასამატებელი პირი

იპოვეთ სასურველი პირი მისი პირადი ნომრით, გვარით ან სახელით, ტელეფონის ნომრით ან საცხოვრებელი მისამართით.


შენიშვნა: ძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში პასუხისმგებელი პირების შესახებ.

Ი14.png
ნაბიჯი 7: მიუთითეთ თარიღი

მიუთითეთ ცხოველთა ჯგუფის მიღების თარიღი და დააწკაპუნეთ ღილაკზე „პირდაპირ გადაყვანა“.


დადასტურების შემდეგ ცხოველები გადავა ეკრანის მარცხენა ნაწილში მოცემულ სიაში, რომელშიც ნაჩვენებია „აქტიური“ სტატუსის მქონე ცხოველები.



II თავი - ცხოველთა ჯგუფზე (ფარა, ნახირი) დაკვლისწინა კვლევის დამატება


სწრაფი „სუფთაა“ დაკვლისწინა კვლევის დამატება



Ი15.png
ნაბიჯი 1: სწრაფი დაკვლისწინა ფორმის დამატება

გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და მონიშნეთ „აქტიური“ სტატუსის მქონე ერთი ან მეტი ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი.


გახსენით „აქტივობები“ და შემდეგ მენიუ „სხვა“ და მონიშნეთ „დაკვლისწინა ფორმა“.


დადასტურების შემდეგ ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის სტატუსი შეიცვლება და გახდება „დაკვლისწინა“.


სტატუსის ცვლილება საშუალებას მოგცემთ, ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი დაკვლაზე გაუშვათ.

Ი16.png
ნაბიჯი 2: დაკვლისწინა ფორმის დათვალიერება

დააწკაპუნეთ „დაკვლისწინა“ სტატუსის მქონე ცხოველებზე და გადადით „დაკვლისწინა შემოწმების“ განყოფილებაში.

ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლისწინა ფორმა, რომელშიც არ იქნება მითითებული რაიმე აღმოჩენილი დაავადება და სიმპტომი, მაგრამ მითითებული იქნება, რომ გაცემულია ცხოველის დაკვლის ნებართვა.

Light bulb.png

რჩევა: დაკვლის ნებართვის მიღების შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დაკვლისწინა ფორმის დამატება.

Ი17.png
ნაბიჯი 3: დაკვლისწინა ფორმის წაშლა


იმ შემთხვევაში, თუ დაკვლისწინა ფორმა სისტემას შეცდომით დაამატეთ, ამ ფორმის წაშლა შესაძლებელია მასზე გადასვლითა (ამისათვის დააწკაპუნეთ ფორმაზე წინა ეკრანზე) და ღილაკზე „წაშლა“ დაწკაპუნებით.


ცხოველს დაუბრუნდება სტატუსი „აქტიური“.



სრული დაკვლისწინა ანგარიშის დამატება



Ი18.png
ნაბიჯი 1: სრული დაკვლისწინა ანგარიშის დამატება

გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და დააწკაპუნეთ სამიზნე ცხოველზე ან ცხოველთა ჯგუფზე, რომელსაც სტატუსად „აქტიური“ აქვს მითითებული.

Ი19.png
ნაბიჯი 2: გადადით დაკვლისწინა შემოწმების განყოფილებაზე

ჩანაწერებში შესასვლელად დააწკაპუნეთ დაკვლისწინა განყოფილებაზე.


ახალი დაკვლისწინა ჩანაწერის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

Ი20.png
ნაბიჯი 3: შეიყვანეთ მონაცემები

მიუთითეთ შესაბამისი მონაცემები:

  1. დაავადების შედეგი ავტომატურად ივსება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველმა დადებითი სტატუსი მიიღო ლაბორატორიიდან (არ ეხება ცხოველთა ჯგუფს);
  2. მიუთითეთ საეჭვო შემთხვევა, თუ ეჭვი გაქვთ, რომ ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი შეიძლება დაავადებული იყოს რაიმე კონკრეტული დაავადებით;
  3. დაამატეთ გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა ცხოველის დაკვლა;
  4. ჩამოთვალეთ თქვენ მიერ შემჩნეული ყველა სიმპტომი (შესაძლებელია ერთზე მეტი სიმპტომის დამატება).

ჩანაწერი შეინახეთ.

Ი21.png
ნაბიჯი 4: რამდენიმე დაკვლისწინა ჩანაწერის დამატება

თუ ცხოველი საეჭვოა და სასაკლაოს ინსპექტორმა გადაწყვიტა, დაკვლა გადადოს, ამ მოვლენის აღსარიცხად შეგიძლიათ დაამატოთ დაკვლისწინა ჩანაწერი.

დაავადების საეჭვო სტატუსის მქონე ცხოველის დაკვლა შეუძლებელია.

შემდგომ ეტაპზე, თუ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, შეძლებთ მეორე დაკვლისწინა ფორმის დამატებას, სადაც მითითებული იქნება ნებართვა დაკვლის თაობაზე.



III თავი - ცხოველების დაკვლა და დაკვლის შემდგომი ფორმის დამატება


ცხოველის დაკვლა



Im.png
ნაბიჯი 1: ცხოველის დაკვლა და განადგურება

მარცხენა ეკრანზე მონიშნეთ ერთი ან მეტი ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი.

დააწკაპუნეთ ღილაკებზე „აქტივობა“, შემდეგ „მოკვდინება“ და „დაკლული“.

ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი გადავა მარჯვენა მხარეს (არააქტიური) და მას ექნება შეცვლილი სტატუსი „დაკლული“.

დაკვლის თარიღი აღირიცხება ავტომატურად.

ისეთი ცხოველების შემთხვევაში, რომლებიც საკვებად მოხმარებისათვის უვარგისია, დააწკაპუნეთ ღილაკებზე „მოკვდინება“ და „განადგურება“.

Ი23.png
ნაბიჯი 2:

თუ გადაწყვიტეთ, ცხოველი გაანადგუროთ, სისტემა შეგახსენებთ, რომ შეიყვანოთ განადგურების თარიღი და მიზეზი.

თუ ცხოველის განადგურების ჩანაწერი შეცდომით შეიქმნა, დააწკაპუნეთ ცხოველის ჩანაწერზე (ეკრანის არააქტიური ნაწილი) და შედით მასში.

Ი24.png
ნაბიჯი 3:

ქმედების გასაუქმებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველის მოკვდინების გაუქმება“.

ცხოველს აქტიური სტატუსი დაუბრუნდება, ხოლო ადრე დამატებული დაკვლისწინა ჩანაწერები წაიშლება.



სწრაფი „სუფთაა“ დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება



Ი25.png
ნაბიჯი 1: სწრაფი დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება

გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და აირჩიეთ ერთი ან მეტი ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, რომლის სტატუსია „დაკლული“.

გახსენით აქტივობის მენიუ, მიუთითეთ „სხვა“ და აირჩიეთ „დაკვლის შემდგომი ანგარიში“.

Following to the confirmation the animal/flock status will change to POSTMORTEM and will be moved to TERMINATED ANIMALS section.

სტატუსის ცვლილების შედეგად შესაძლებელი ხდება ხორცის ეტიკეტის ამობეჭდვა. ეტიკეტზე ავტომატურად მიეთითება დაკვლისა და ხორცის დამზადების თარიღები.

3.2 2 GEO.jpg
3.2 3 GEO.jpg
ნაბიჯი 2: დაკვლის შემდგომი ანგარიშის დათვალიერება

Click on the TERMINATED ANIMAL section and then select the animal for which you want to see the POST-MORTEM.

ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლის შემდგომი ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ რაიმე დაავადება ან სიმპტომები ნაპოვნი არ არის და გაცემულია ხორცისა და შინაგანი ორგანოების სრული უტილიზაციის ნებართვა.

Light bulb.png

რჩევა: შესაძლებელია მხოლოდ ერთი დაკვლის შემდგომი ფორმის დამატება.

Ი27.png
ნაბიჯი 3: დაკვლის შემდგომი ფორმის წაშლა

იმ შემთხვევაში, თუ დაკვლის შემდგომი ფორმა სისტემას შეცდომით დაამატეთ, ამ ფორმის წაშლა შესაძლებელია მასზე გადასვლითა (ამისათვის დააწკაპუნეთ ფორმაზე წინა ეკრანზე) და ღილაკზე „წაშლა“ დაწკაპუნებით.



სრული დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება



Ი28.png
ნაბიჯი 1: სრული დაკვლის შემდგომი ანგარიშის დამატება

გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე და დააწკაპუნეთ სამიზნე ცხოველზე ან ცხოველთა ჯგუფზე, რომელსაც სტატუსად „დაკლული“ აქვს მითითებული.

Ი29.png
ნაბიჯი 2: გადადით დაკვლის შემდგომი შემოწმების განყოფილებაზე

ჩანაწერებში შესასვლელად დააწკაპუნეთ დაკვლის შემდგომ განყოფილებაზე.


ახალი დაკვლის შემდგომი ჩანაწერის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

Ი30.png
Ი31.png
ნაბიჯი 3: შეიყვანეთ მონაცემები

მიუთითეთ შესაბამისი მონაცემები:

  1. დაკვლის თარიღი ივსება ავტომატურად;
  2. დამზადების თარიღი ივსება ხელით, მათ შორის უნდა მიეთითოს საათი, როდესაც ცხოველი გამზადდა შესანახად ან ტრანსპორტირებისათვის;
  3. დაადასტურეთ, მოხდა თუ არა ნიმუშების დამუშავება;
  4. დამატებითი ინფორმაცია - მეტი მონაცემები ნაკლავის შესახებ;
  5. დაავადების შედეგი ავტომატურად ივსება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველმა დადებითი სტატუსი მიიღო ლაბორატორიიდან (არ ეხება ცხოველთა ჯგუფს);
  6. მიუთითეთ საეჭვო შემთხვევა, თუ ეჭვი გაქვთ რაიმე კონკრეტულ დაავადებაზე შინაგანი ორგანოების შემოწმების შედეგად;
  7. დაამატეთ გადაწყვეტილება შინაგანი ორგანოების გამოყენების თაობაზე;
  8. ჩამოთვალეთ შინაგან ორგანოებზე თქვენ მიერ შემჩნეული ყველა სიმპტომი (შესაძლებელია ერთზე მეტი სიმპტომის დამატება);
  9. მიუთითეთ საეჭვო შემთხვევა, თუ ეჭვი გაქვთ რაიმე კონკრეტულ დაავადებაზე ხორცის შემოწმების შედეგად;
  10. დაამატეთ გადაწყვეტილება ხორცის გამოყენების თაობაზე;
  11. ჩამოთვალეთ ხორცზე თქვენ მიერ შემჩნეული ყველა სიმპტომი (შესაძლებელია ერთზე მეტი სიმპტომის დამატება).

ჩანაწერი შეინახეთ.

Ი32.png
ნაბიჯი 4: დაკვლის შემდგომი ფორმის დათვალიერება

დააწკაპუნეთ „დაკვლის შემდგომი“ სტატუსის მქონე ცხოველებზე და გადადით „დაკვლის შემდგომი შემოწმების“ განყოფილებაში.

ცხრილში გამოვა შექმნილი დაკვლის შემდგომი ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ რაიმე დაავადება ან სიმპტომი აღმოჩენილი არ იქნა და გასცემს ცხოველის დაკვლის ნებართვა.

იმ შემთხვევაში, თუ დაკვლის შემდგომი ფორმა სისტემას შეცდომით დაამატეთ, ამ ფორმის წაშლა შესაძლებელია მასზე გადასვლითა (ამისათვის დააწკაპუნეთ ფორმაზე წინა ეკრანზე) და ღილაკზე „წაშლა“ დაწკაპუნებით.



IV თავი - ამონაბეჭდები (ხორცის ეტიკეტი და სასაკლაოს ყოველდღიური ანგარიში)


ხორცის ეტიკეტების ამობეჭდვა



Ი33.png
ნაბიჯი 1: ხორცის ერთი ან ერთზე მეტი ეტიკეტის ამობეჭდვა ერთ ცხოველზე

მონიშნეთ და დააწკაპუნეთ „დაკვლის შემდგომი“ სტატუსის მქონე ცხოველზე ან ცხოველთა ჯგუფზე, რომელსაც, გსურთ, ხორცის ეტიკეტი ამოუბეჭდოთ.

Ი34.png
ნაბიჯი 2: ამობეჭდეთ ეტიკეტი

ბეჭდვის მენიუში აირჩიეთ ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის დაკვლის შემდგომი ეტიკეტები.

შენიშვნა: ცხოველების შემთხვევაში შესაძლებელია 8X9 სმ ზომის ერთი ეტიკეტის ან A4 ფორმატზე განთავსებული ექვსი ეტიკეტის ამობეჭდვა.

4.1.3 SH.png
ნაბიჯი 3: დაათვალიერეთ ხორცის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია

შენიშვნა: ინფორმაცია ფორმა #2-ის ნომრისა და ხორცის წონის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ემატება ხელით.

Ი35.png
ნაბიჯი 4: ხორცის ეტიკეტის ამობეჭდვა ერთ ან ერთზე მეტ ცხოველზე

აღნიშნული ფუნქცია გამოიყენება ეტიკეტების ამობეჭდვა საგანგებოდ მითითებული ზომის ფურცლებზე.

მონიშნეთ ერთი ან მეტი ცხოველი, რომელზეც გსურთ ეტიკეტების დაბეჭდვა.

დააწკაპუნეთ ღილაკზე „რამდენიმე ცალკეული ეტიკეტის ბეჭდვა“.

4.1.5 SH.png
ნაბიჯი 5:

ამოიბეჭდება ერთი, ფურცლის ცენტრში განთავსებული ეტიკეტი.

თითოეულ შერჩეულ ცხოველზე ეტიკეტი ამოიბეჭდება ცალკე ფურცელზე.

Light bulb.png

რჩევა: ერთზე მეტი ეტიკეტის დასაბეჭდად, ბეჭდვის მენიუში გაზარდეთ დასაბეჭდი ასლების რაოდენობა.



სასაკლაოს ყოველდღიური ანგარიშების ამობეჭდვა



Ი37.png
ნაბიჯი 1: ყოველდღიური ანგარიშების ამობეჭდვა

ყოველდღიური ანგარიშები იბეჭდება ცირე სისტემის / სასაკლაოს ვეტერინარული სამსახურის საქმიანობის დოკუმენტურად ასახვის მიზნით.

ყოველდღიური ანგარიშის ამოსაბეჭდად, სადგომის ზოგადი ეკრანიდან დააწკაპუნეთ ღილაკზე „ბეჭდვა“.

Ი38.png
ნაბიჯი 2: ანგარიშის თარიღის მითითება

სისტემის შეკითხვის პასუხად აირჩიეთ ის თარიღი, რომლის ანგარიშის ამობეჭდვაც გსურთ.

4.2.3 SH.png
ნაბიჯი 3:

დაათვალიერეთ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია.