Კარანტინი

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - კარანტინისა და კარანტინის ანგარიშის ძებნა



O1.png
ნაბიჯი 1: კარანტინის მოდული

მთავარი მენიუდან გახსენით კარანტინის მოდული.

Წ45.png
ნაბიჯი 2: მოძებნა და გახსნა


კარანტინის მთავარ ეკრანზე რამდენიმე პარამეტრის გამოყენებით შეგვიძლია მოვძებნოთ სასურველი კარანტინი.

ზედა ჩამოსაშლელ მენიუში ვირჩევთ ექსპორტ კარანტინს ან დაავადების კარანტინს, ხოლო ქვედაში შემდეგ იმ დეტალებს რომლების მიხედითაც უნდა მოვიძიოთ სასურველი კარანტინი.

ბევრი მონაცემის ამოყრის შემთხვევაში, გასაფილტრად ვიყენებთ ღილაკს "ძებნა"


კარანტინის პოვნის შემდეგ დააწკაპუნეთ მასზე.

O3.png
ნაბიჯი 3: ინფორმაციის დათვალიერება

მეტი ინფორმაციის სანახავად დაათვალიერეთ კარანტინის განყოფილებები. ასევე შეგიძლიათ კარანტინის ანგარიშის ამობეჭდვა.

1.4 QM.png
1.4b QM.png
ნაბიჯი 4: კარანტინის ანგარიშები


დაავადების კარანტინში - მოცემულია ინფორმაცია დაავადების გავრცელების ზონაზე, საკუთრივ დაავადებაზე, აგრეთვე კარანტინით მოცულ ცხოველებსა და სადგომებზე.

ექსპორტ კარანტინში - მოცემულია ინფორმაცია საკუთრივ კარანტინის, შექმნილი საექსპორტო სერტიფიკატებისა და სერტიფიცირებული ცხოველების შესახებ.



II თავი - დაავადების კარანტინის შექმნა მთავარი მენიუდან



O5.png
ნაბიჯი 1: კარანტინის მოდული

მთავარი მენიუდან გახსენით კარანტინის მოდული.

O6.png
ნაბიჯი 2: ახალი კარანტინი

ახალი კარანტინის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

Წ46.png
ნაბიჯი 3: შეიყვანეთ კარანტინის მონაცემები


კარანტინის ტიპად აირჩიეთ „დაავადების კარანტინი“ და დაამატეთ კარანტინის დაწყებისა და დასრულების თარიღები.

საჭიროების შემთხვევაში შეიყვანეთ დამატებითი კომენტარი და შეინახეთ ჩანაწერი.

O8.png
ნაბიჯი 4: მოძებნა და გახსნა


კარანტინის მთავარ ეკრანზე რომელიმე პარამეტრის გამოყენებით მოძებნეთ თქვენ მიერ შექმნილი კარანტინი.


ამის შემდეგ კარანტინის მთავარი ძებნის ველში კარანტინის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ნომერი.

თქვენ მიერ შექმნილი კარანტინის პოვნის შემდეგ დააწკაპუნეთ მასზე.

O9.png
ნაბიჯი 5: დაამატეთ დაავადება

ღილაკის „იპოვეთ არსებული“-ს გამოყენებით გახსენით დაავადების ძებნის მენიუ.

Წ47.png
ნაბიჯი 6: მონიშნეთ დაავადება


ძებნის მენიუში იპოვეთ და მონიშნეთ ის დაავადება, რომლის გამოც გსურთ კარანტინის შექმნა.

ეკრანზე აგრეთვე გამოვა დაავადებასთან დაკავშირებული აკრძალვები.

Წ48.png
ნაბიჯი 7:

თუ მონაცემების დასამატებლად ან შესაცვლელად ან კიდევ დაავადების წასაშლელად დაავადების ფანჯრის გახსნა გსურთ, დაავადების მწკრივზე დაწკაპუნებით გაიხსნებე ნაჩვენები ფანჯარა სადაც შეძლებთ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.

O12.png
ნაბიჯი 8: სადგომის მონიშვნა

გახსენით სადგომის განყოფილება და სადგომის ძებნის მენიუს ეკრანზე გამოსატანად გამოიყენეთ ღილაკი „იპოვეთ არსებული“.

Წ49.png
ნაბიჯი 9: იპოვეთ სადგომი


სადგომების ძებნის სტანდარტული ველი საშუალებას გაძლევთ, იპოვოთ სასურველი სადგომი ჩამონათვალში.


სადგომს საპოვნელად შეიყვანეთ მისი ინფორმაცია ერთ ერთ ველში.

სადგომტან კავშირის დასაფიქსირებლად დააწკაპუნეთ მასზე და შეიქმნება კავშირი.


საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კარანტინზე რამდენიმე სადგომის დამატება.

O14.png
ნაბიჯი 10: მიმდინარე გადაადგილებები


გაითვალისწინეთ, რომ თუ სისტემაში დაფიქსირებულია მიმდინარე გადაადგილების დავალება  კარანტინში მყოფი სადგომიდან ან კარანტინში მყოფ სადგომში, კარანტინის შექმნამდე გადაადგილება უნდა დასრულდეს ან გაუქმდეს.

O15.png
ნაბიჯი 11: სადგომი დამატებულია


ბმულის შექმნის შემდეგ კარანტინი გააქტიურდება და სამიზნე სადგომზე კარანტინის ყველა წესი გავრცელდება.



III თავი - დაავადების კარანტინის შექმნა სადგომის მენიუდან



O16.png
ნაბიჯი 1: გადადით სადგომში

გადადით სასურველ სადგომში, დააწკაპუნეთ ღილაკ "სხვა"-ზე და მის ქვემენიუში დააწკაპუნეთ ღილაკზე „კარანტინი“.

Light bulb.png

რჩევა: სამიზნე სადგომის მოძებნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ.

Წ50.png
ნაბიჯი 2:


კარანტინის მონაცემების შესაყვანი ფანჯრის გასახსნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ სანამ კარანტინი შეიქმნება, სადგომის ყვალა გადაადგილება უნდა დამტავრდეს.

O18.png
ნაბიჯი 3: შეიყვანე კარანტინის მონაცემები


კარანტინის ტიპად აირჩიეთ „დაავადების კარანტინი“ და დაამატეთ კარანტინის დაწყებისა და დასრულების თარიღები.


საჭიროების შემთხვევაში შეიყვანეთ დამატებითი კომენტარი და შეინახეთ ჩანაწერი.

შენიშვნა: ექსპორტის კარანტინის შექმნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ექსპორტის შესახებ.

O19.png
ნაბიჯი 4: დაამატეთ დაავადება

ღილაკის „იპოვეთ არსებული“ გამოყენებით გახსენით დაავადების ძებნის მენიუ.

O20.png
ნაბიჯი 5: მონიშნეთ დაავადება


ძებნის მენიუში იპოვეთ და მონიშნეთ ის დაავადება, რომლის გამოც გსურთ კარანტინის შექმნა.


ეკრანზე აგრეთვე გამოვა დაავადებასთან დაკავშირებული აკრძალვები.


ბმულის შექმნის შემდეგ კარანტინი გააქტიურდება და სამიზნე სადგომზე კარანტინის ყველა წესი გავრცელდება.


რუკის გამოყენებით კარანტინის შექმნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში გეოგრაფიული ობიექტების რუკაზე დატანის შესახებ.