Გეოგრაფიული ობიექტის რუკაზე დატანა

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - რუკაზე სადგომის ჩვენება



Წ51.png
ნაბიჯი 1: სადგომზე წვდომა

რუკაზე გამოსატან სადგომზე გადასვლის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ.

Წ52.png
ნაბიჯი 2: სადგომის რუკის ეკრანზე გამოტანა

ეკრანზე სადგომის რუკის გამოსატანად დააწკაპუნეთ ღილაკზე „რუკა“.



II თავი - შერჩეულ სადგომში შემომავალი გადაადგილებების ჩვენება და ეკრანზე გამოტანილი გადაადგილებების ცხრილზე გადასვლა


Წ53.png
Წ54.png
ნაბიჯი 1: სადგომის რუკა


რუკაზე ნაჩვენებია მხოლოდ დასრულებული შემომავალი გადაადგილებები.


რუკაზე გამოჩნდება რეგულარული და პირდაპირი გადაადგილებები სადგომებს შორის და სადგომიდან სასაკლაოზე.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რუკაზე გამოვა მხოლოდ 2020 წლის ივნისის შემდეგ აღრიცხული სრული მონაცემთა ნაკადები. სეს-ის მონაცემთა ბაზიდან იმპორტირებულ მონაცემებში გადაადგილებათა საჩვენებლად საჭირო მთელი ინფორმაცია შესული არ არის.

Წ55.png
ნაბიჯი 2: შემომავალი გადაადგილებების ცხრილზე გადასვლა რუკიდან

შემომავალი გადაადგილებების ცხრილზე გადასასვლელად მონიშნეთ სადგომი და დააწკაპუნეთ ორ ისარზე, რომლებიც ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეშია განთავსებული და მარცხნივ მიუთითებს. რუკა როგორც შემომავალ, ასევე გამავალ გადაადგილებებს გიჩვენებთ. გის სისტემის მოდულში მოცემული ცხრილი მხოლოდ შემომავალ გადაადგილებებს მოიცავს.

2.3 GIS.png
ნაბიჯი 3: ისტორიის ფილტრი

მოცემულ დროით პერიოდში აღრიცხული გადაადგილებების სანახავად მიუთითეთ გასვლისა და შემოსვლის თარიღები და დააწკაპუნეთ გადაადგილებების გაფილტვრის ღილაკზე. გადაადგილებათა გაფილტვრა ცხრილში ნაჩვენებ ჩანაწერებზე არ იმოქმედებს. გადაადგილებათა გაფილტვრით სარგებლობა სამნაირადაა შესაძლებელი:

  1. გასვლის თარიღად მიუთითეთ წარსულის რაიმე მომენტი, შემოსვლის თარიღი კი ზუსტად დააფიქსირეთ;
  2. გასვლის თარიღი ზუსტად დააფიქსირეთ, შემოსვლის თარიღად კი მომავლის რაიმე მომენტი მიუთითეთ;
  3. გასვლის თარიღად მიუთითეთ წარსულის რაიმე მომენტი, შემოსვლის თარიღად კი - მომავლის რაიმე მომენტი.


თუ რომელიმე ან ორივე თარიღის ველი ცარიელია, გადაადგილებები რუკაზე მაინც გამოჩნდება.


III თავი - ცხოველის გამოტანა რუკაზე


Წ58.png
ნაბიჯი 1: გადადგით ცხოველზე

სასურველ ცხოველზე გადასვლის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველების შესახებ.

Წ59.png
ნაბიჯი 2: ცხოველის რუკის გამოტანა ეკრანზე

დააწკაპუნეთ რუკის ღილაკზე.

Წ60.png
ნაბიჯი 3: გადაადგილების ისტორია რუქაზე

რუკაზე ნაჩვენებია ცხოველის ისტორიული გადაადგილებები ორ სადგომს შორის. თუ ცხოველის გადაადგილება არ მომხდარა, რუკაზე გამოჩნდება ის სოფელი, სადაც ამჟამად ცხოველი იმყოფება.


IV თავი - კარანტინის შექმნა რუკიდან


Წ61.png
Წ56.png
Წ57.png
ნაბიჯი 1: სადგომის რუკა


რუკიდან კარანტინის შექმნა შესაძლებელია ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეში მოცემულ ღილაკზე „კარანტინის გამოცხადება“ დაწკაპუნებით.


კარანტინის შესანახად მიუთითეთ მისი დაწყებისა და დასრულების თარიღი.


თუ მომხმარებლის მიერ დახაზული კარანტინის ფარგლები მუნიციპალიტეტის საზღვრებს სცდება, კარანტინში მონიშნული საზღვრები ავტომატურად კორექტირდება მუნიციპალიტეტის საზღვრების მიხედვით.

Წ62.png
Წ63.png
ნაბიჯი 2: კარანტინში მყოფი სადგომები

დააწკაპუნეთ კარანტინზე, შემდეგ კი ღილაკზე „მოცემულ ზონაში კარანტინში მყოფი სადგომების ჩვენება“. ეკრანზე გამოვა ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება კარანტინით მოცული ყველა რეგისტრირებული სადგომი.

Წ64.png
ნაბიჯი 3: კარანტინის რუკის რედაქტირება


კარანტინის ფიზიკური ფარგლების რედაქტირებისათვის დააწკაპუნეთ მასზე და ხაზებზე მონიშნული წერტილები აამოძრავეთ ნებისმიერი მიმართულებით.

მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ კარანტინის დასრულების თარიღისა და მიზეზის რედაქტირება. კარანტინის დაწყების თარიღის ცვლილება შეუძლებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება კონკრეტულ ვალიდაციას.


V თავი - შენახული კარანტინის პოვნა და ეკრანზე გამოტანა


Წ65.png
ნაბიჯი 1: რუკაზე მოცემული კარანტინები

NAITS სისტემაში მოცემულ რუკაზე გადასვლა შეგიძლიათ კარანტინის ღილაკზე დაწკაპუნებით.

კარანტინის მოძებნის გზა იხილეთ ინსტრუქცია კარანტინის შესახებ.

Წ66.png
Წ62.png
ნაბიჯი 2: კარანტინის რუკისა და ცხოველის გადაადგილებების ეკრანზე გამოტანა

კარანტინის ეკრანზე გამოსატანად დააწკაპუნეთ რუკის ღილაკზე.

ეკრანზე გამოისახება ცხოველისა და ცხოველის ჯგუფის გადაადგილებები კარანტინის ზონიდან.

შენიშვნა: კარანტინის საზღვრები გამოისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარანტინი გის სისტემის მოდულითაა შექმნილი. |-


VI თავი - სივრცული სადგომის შექმნა


Წ51.png
ნაბიჯი 1: სადგომი
Წ67.png
Წ68.png
Წ69.png
ნაბიჯი 2: სადგომის შენახვა კოორდინატებით

სადგომის კოორდინატებით შესანახად ჩამოშალეთ ადგილმდებარეობის მენიუ და შეიყვანეთ ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემის (აგგს) ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ველები.

ორივე ველის მნიშვნელობები საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში უნდა მიუთითებდეს. სხვაგვარად კოორდინატებს ვერ შეინახავთ.~

აგსს ველებში მითითებულ ინფორმაციას ადგილმდებარეობის მისათითებელ ველებში მოცემულ მონაცემებზე უპირატესი ძალა გააჩნია.

მაგალითად, თუ აგსს ველებში მოცემული კოორდინატები ქვეყნის ერთ კუთხეზე მიუთითებს, ჩამოსაშლელ ველში მითითებული ინფორმაცია კი - სხვაზე, სისტემაში სადგომი დაფიქსირდება აგსს ველებში ნაჩვენებ კოორდინატებზე.