Ცხოველზე,ცხოველთა ჯგუფზე ჩატარებული ჯანდაცვითი ღონისძიებები
I თავი - ცხოველზე კამპანიის ფარგლებში შესრულებული ქმედების დამატება.
| ნაბიჯი 1:
იპოვეთ სადგომი, სადაც განთავსებულია ცხოველი. შენიშვნა: სადგომის პოვნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ. | |
| ნაბიჯი 2:
სადგომის ეკრანზე მარჯვენა მხარეს დაინახავთ იქ განთავსებული ცხოველების მიმოხილვას და ასევე მარცხენა მხარეს განლაგებული მენიუდან უნდა ამოვირჩიოთ ღილაკი "ცხოველი". | |
| ნაბიჯი 3:
აქტიური ცხოველების განყოფილებაში მონიშნეთ ის ცხოველები, რომლებზეც უნდა განხორციელდეს აქტივობა და კურსორი გადაიტანეთ აქტივობის ღილაკზე, იქიდან - ჩამოშლილ მენიუში - აქტივობის ტიპზე და აირჩიეთ სასურველი კამპანია. | |
| ნაბიჯი 4:
გთხოვთ, სტატუსის განახლების ფორმის მიხედვით, მიუთითოთ თარიღი, როდესაც განხორციელდა აქტივობა ცხოველზე. თუ ღილაკზე „განხორციელება“ თარიღის მიუთითებლად დააწკაპუნებთ, სისტემა ავტომატურად მიუთითებს მიმდინარე თარიღს. შენიშვნა: გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ჯანმრთელობის კამპანია ვრცელდება მოცემული ცხოველის სახეობაზე. | |
| ნაბიჯი 5:
აქტივობის ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას ინფორმაციის წარმატებით შენახვაზე. შენიშვნა: თუ შეცდომით ისეთი კამპანია აირჩიეთ, რომელიც სხვა სამიზნე ცხოველებზე ვრცელდება, სისტემა ეკრანზე გამოიტანს შეცდომის შეტყობინებას. |
II თავი - ცხოველზე ცალკეული ინტერვენციის დამატება ცხოველის ეკრანიდან
| ნაბიჯი 1: გადადით სასურველი ცხოველის მენიუში
შენიშვნა: ცხოველის ეკრანზე გადასვლის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველების შესახებ. | |
| ნაბიჯი 2:აირჩიეთ სხოველის ჯანმრთელობის წიგნი და აქტივობის დასამატებლად დააჭირეთ ღილსკ "დამატება"-ს. | |
| ნაბიჯი 3:
გთხოვთ, სტატუსის განახლების ფორმის მიხედვით, მიუთითოთ თარიღი, როდესაც განხორციელდა მოცემული ცხოველზე მანიპულაცია. | |
ნაბიჯი 4:ჩამონათვალიდან აირჩიეთ რა ტიპის ღონისძიებას ატარებთ
| |
|
|
ნაბიჯი 5:
თუ აქტივობის/ქმედების ტიპი არის ვაქცინაცია, დაამატეთ პრეპარატის მონაცემი. ფანჯარაში პრეპარატის სახელი-ში დაჭერით გამოვა ფანჯარა სადაც მოცემულია ყველა რეგისტრირებული პრეპარატი და უნდა ავარჩიოთ ის რომელსაც ვიყენებთ.
იმისთვის რომ სასურველი პრეპარატი ვიპოვოთ სიაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ძიების ღილაკი და შესაბამის ველში ინფორმაციის ჩაწერით გავფილტროთ სია. პრეპარატზე დაჭერით მისი ინფორმაცია როგორიცაა: ერთეული, რაოდენობა და აკრძალვის პერიოდი ავტომატურად შეივსება. თუ ეს არ მოხდა ხელით შეავსეთ ფანჯარა აკრძალვის პერიოდი სადაც უნდა მიუთითოთ პრეპარატის ანოტაციაში მოცემული პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსვლის, ლოდინის პერიოდი. |
| ნაბიჯი 6:
იმ შემთხვევაში თუ ვიღებთ ნიმუშს, ვაჭერთ აღნიშნულ ფანჯარას საქმიანობის ქვეტიპი (მხოლოდ ნიმუშებისთვის) და ვირჩევთ შესაბამის ნიმუშს | |
| ნაბიჯი 7:
აღნიშნულ მონაკვეთში განლაგებულ ფანჯრებში შესაძლებელია ვაქცინაზე დამატებითი ინფორმაციის შეტანა | |
| ნაბიჯი 8:
საჭიროების შემთხვევაში შენიშვნების შეტანის შემდეგ ინფორმაციის დასამახსოვრებლად დააჭირეთ ღილაკს შენახვა | |
| ნაბიჯი 9: აქტივობის ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას ინფორმაციის წარმატებით შენახვაზე. |
III თავი - ცხოველთა ჯგუფზე კამპანიური ინტერვენციის დამატება სწრაფი მენიუდან
| ნაბიჯი 1:
იპოვეთ სადგომი, სადაც განთავსებულია ცხოველთა ჯგუფი. შენიშვნა: სადგომის პოვნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ. | |
| ნაბიჯი 2:
სადგომის ეკრანზე აირჩიეთ ცხოველთა სასურველი ჯგუფი. | |
| ნაბიჯი 3:
აქტიური ცხოველთა ჯგუფების განყოფილებაში მონიშნეთ ის ჯგუფები, რომლებიც უნდა განხორციელდეს აქტივობა და კურსორი გადაიტანეთ აქტივობის ღილაკზე, იქიდან - ჩამოშლილ მენიუში შევდივართ - "აქტივობის ტიპი" -ში და აირჩიეთ ის კამპანია, რომელიც მოცემულ ცხოველებზე ვრცელდება. | |
| ნაბიჯი 4:
გთხოვთ, სტატუსის განახლების ფორმის მიხედვით, მიუთითოთ თარიღი, როდესაც მოხდა აცტივობის განხორციელება. თუ ღილაკზე „განხორციელება“ თარიღის მიუთითებლად დააწკაპუნებთ, სისტემა ავტომატურად მიუთითებს მიმდინარე თარიღს. შენიშვნა: გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ჯანმრთელობის კამპანია ვრცელდება მოცემული ცხოველის სახეობაზე. | |
| ნაბიჯი 5:
თარიღის არჩევის შემდეგ სისტემა შეგახსენებთ, რომ დაამატოთ აგრეთვე დამუშავებული ცხოველების რაოდენობა. ეს რიცხვი გამოიყენება მაშინ, როდესაც ღონისძიება უტარდება არა მთლიანად ცხოველთა ჯგუფს, არამედ მის ნაწილს და დამუშავებულ ცხოველთა რაოდენობა ჯგუფში შემავალი ცხოველების რიცხვზე ნაკლებია. შენიშვნა: თუ დამუშავებას ექვემდებარება ცხოველთა მთელი ჯგუფი, ღილაკზე „განხორციელება“ დაწკაპუნება შეგიძლიათ რაოდენობის მითითების გარეშე. | |
| ნაბიჯი 6: აქტივობის ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას ინფორმაციის წარმატებით შენახვაზე. |
IV თავი - ცხოველთა ჯგუფზე კამპანიური ავტივობის ღონისძიების დამატება ცხოველთა ჯგუფის ეკრანიდან
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე
გადადით ცხოველთა ჯგუფის ინდივიდუალურ მენიუში. შენიშვნა: ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე გადასვლის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველთა ჯგუფების შესახებ. | |
| ნაბიჯი 2:
აირჩიეთ ცხოველის ჯანმრთელობის წიგნაკი და დაამატეთ ახალი ინტერვენცია. | |
| ნაბიჯი 3: მიუთითეთ ცხოველთა ჯგუფზე განხორციელებული აქტივობის თარიღი. გთხოვთ, სტატუსის განახლების ფორმის მიხედვით, მიუთითოთ თარიღი, როდესაც განხორციელდა აქტივობა. | |
| ნაბიჯი 4:
დაამატეთ დამუშავებული ცხოველების რაოდენობა. თუ დამუშავებას ექვემდებარება ცხოველთა მთელი ჯგუფი, ეს ველი დატოვეთ ცარიელი და აირჩიეთ კამპანიის დასახელება. | |
| ნაბიჯი 5:
ცხოველთა ჯგუფს დაუმატეთ ახალი კამპანიური ინტერვენციული ღონისძიება და შეინახეთ ჩანაწერი. შენიშვნა: გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ჯანმრთელობის კამპანია ვრცელდება მოცემული ცხოველის სახეობაზე. | |
| ნაბიჯი 6: აქტივობის ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას ინფორმაციის წარმატებით შენახვაზე. |
V თავი - ცხოველთა ჯგუფზე ცალკეული აცტივობის დამატება ცხოველთა ჯგუფის ეკრანიდან
| ნაბიჯი 1:
შენიშვნა: ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე გადასვლის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველთა ჯგუფების შესახებ. | |
| ნაბიჯი 2:
აირჩიეთ ცხოველის ჯანმრთელობის წიგნაკი და დაამატეთ ახალი აქტივობა. | |
| ნაბიჯი 3:
| |
| ნაბიჯი 4:
თუ აქტივობის / ქმედების ტიპი არის ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ ვაქცინის კოდი. შენიშვნა: თუ რეგისტრირებული აქტივობა არის სავალდებულო კონტროლს დაქვემდებარებული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, სიიდან მიუთითეთ შესაბამისი პრეპარატი.
| |
| ნაბიჯი 5:
დაამატეთ იმუნიზაციის პერიოდი და დაყოვნების პერიოდი (მხოლოდ პრევენციული ღონისძიების ან ვაქცინაციის შემთხვევაში).
| |
| ნაბიჯი 6:
ნიმუშების აღების შემთხვევაში, აქტივობის ტიპში აირჩიეთ ნიმუშების აღება და დაამატეთ აღებული ნიმუშის სახეობა.
| |
| ნაბიჯი 7: დაამატეთ დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული ინტერვენციის შესახებ და დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. | |
| ნაბიჯი 8:აქტივობის ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას ინფორმაციის წარმატებით შენახვაზე. |
VI თავი - აქტივობების ისტორიის დათვალიერება, რედაქტირება ან წაშლა
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე
შენიშვნა: ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ეკრანზე გადასვლის გზა იხილეთ ინსტრუქციაში ცხოველების შესახებ ან ინსტრუქციაში ცხოველთა ჯგუფების შესახებ. | |
| ნაბიჯი 2:
გამოყენებული ინტერვენციების დასათვალიერებლად აირჩიეთ ცხოველის ჯანმრთელობის წიგნაკი. წიგნაკში მოცემული იქნება ყველა განხორციელებული აქტივობა და მათთან დაკავშირებული ყველა დეტალი. რომელიმე აქტივობის რედაქტირების ან წაშლის მიზნით, დააწკაპუნეთ მის ჩანაწერზე. | |
| ნაბიჯი 3:
შეიტანეთ ცვლილებები აქტივობის მონაცემებში და შეინახეთ ჩანაწერი. სისტემა დააფიქსირებს რედაქტირების თარიღს და მომხმარებელს, რომელმაც ჩანაწერში ცვლილებები გააკეთა. | |
| ნაბიჯი 4:
|