Ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიები

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - მარაგები - ეტიკეტის სახეობები და მარაგების დათვალიერება



001.png
ნაბიჯი 1: გადადით ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიის ინსტრუმენტზე ეკრანზე აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით გადახვალთ ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კამპანიების ინსტრუმენტზე.
002 AHC.png
ნაბიჯი 2: ძებნა და გაფილტვრა

ეკრანზე ჩამოთვლილია სისტემაში შექმნილი ცხოველთა ჯანმრთელობის ყველა კამპანია.

კონკრეტული კამპანიის მოძებნა შეგიძლიათ შემდეგნაირად:

·         ძებნა - აქტივობის ტიპით, კამპანიის დასახელებით, კამპანიის ფარგლებით, ცხოველთა კლასითა და შენიშვნაში მითითებული ტექსტით;

·         შედეგების გაფილტვრა.

Წ19.png
ნაბიჯი 3: ინფორმაცია კამპანიის შესახებ არსებულ კამპანიაზე დაწკაპუნებით გაიხსნება ფანჯარა რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კამპანიის შესახებ.

მოცემულ ველებში შეგვიძლია შევიყვანოთ კამპანიის შესახებ ინფორმაცია:

  • აქტივობის ტიპი - თუ რა სახისაა კამპანია: პრევენცია/ვაქცინაცია, დიაგნოსტიკა, იმუნიზაცია, ნიმუშების შეგროვება.
  • კამპანიის დასახელება
  • კამპანიის ფარგლები. - თუ რასა ხის ცხოველებში ტარედბა კამპანია.
  • კამპანიის რეგისტრაციის ტარიღი
  • სახეობები - შესაძლებელია ყველა იმ სახეობების არჩევა რომლებსაც შეეხება კამპანია.
  • დაავადება - თუ რა დაავადების საწინააღმდეგოდ ტარდება კამპანია.


შემდეგი ველები ივსება ნიმუშების შეგროვების კამპანიის განმავლობაში


კამპანიის თარიღები - ივსება კამპანიის დაწყებისა და დამთავრების თარიღი.


იმუნიზაციის/დაყოვნები - იმუნიზაციის პერიოდი არის იმ დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. აქტიური იმუნიზაციის პერიოდში (მაგ. 10 დღე) ცხოველების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.

დაყოვნების პერიოდი არის იმ დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა ცხოველის ორგანიზმიდან სამედიცინო პროდუქტების გამოსადევნად. დაყოვნების პერიოდში (მაგ. 14 დღე) მყოფი ცხოველების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.


II თავი - კამპანიის შექმნა შედეგების დამატება

Imageდფჰტფდ6.png
ნაბიჯი 1: კამპანიის შექმნა


კამპანიის შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს დამატება

Imageგჰჯ878.png
ნაბიჯი 2: კამპანიის შექმნა


გამოსულ ფანჯარაში უნდა შევავსოთ შესაბამისი ველები.

  1. ჩასატარებელი აქტივობის ტიპი.
  2. კამპანიის დასახელება.
  3. კამპანიის ფარგლები თუ სად/რაზე ტარდება ღონისძიება.
  4. კამპანიის რეგისტრაციის თარიღი.
  5. ასარჩევია სახეობა თუ ტარდება ცხოველებზე.
  6. შესაძლებელია სამიზნე დაავადების მითითება.
  7. ნიმუშების შემთხვევაში უნდა მივუთითოთ ნიმუშის სახეობა.
  8. ნიმუშების შემთხვევაში შეგვიძლია დავაწყაპუნოთ აგნიშნულ ველზე და გამოსულ ფანჯარაში ავარჩიოთ ლაბორატორია სადაც გვინდა რომ ნიმუშები გადაიგზავნოს.
  9. ლაბორატორიის დასახელება ჩაჯდება ავტომატურად 8 პუნქტის არჩევის შემდეგ.
  10. მისათითებელია თუ რა სახის ტესტები უნდა ჩატარდეს კამპანიის ფარგლებში აღებულ ნიმუშებზე.
  11. კამპანიის დაწყების თარიღი.
  12. კამპანიის დამთავრების თარიღი.
  13. მისათითებელია იმუნიზაციის პერიოდი.
  14. აკრძალვის პერიოდი - თუ რამდენ ხანში გამოვა პრეპარატი ორგანიზმიდან.
  15. კომენტარების ჩასაწერი ადგილი
  16. ფორმის შევსების შემდეგ იმისათვის რომ კამპანია შეიქმნას უნდა დავაჭიროთდამახსოვრების ღილაკს.

III თავი - კამპანიის შედეგები


კამპანიის შედეგების ამობეჭდვა



006.png
007.png
ნაბიჯი 1: კამპანიის შედეგები

არჩეულ კამპანიაში შესვლის შემდეგ დააწკაპუნეთ ამობეჭდვის ღილაკზე და აირჩიეთ „კამპანიის ანგარიშის გენერირება“.

გახსნილ ფანჯარაში „აირჩიეთ მუნიციპალიტეტი“ და „აირჩიეთ თვე“. შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „გენერირება“.

2.2 NEW AHC.png
ნაბიჯი 2: კამპანიის ანგარიში

კამპანიის ანგარიშში მოცემულია კამპანიის დეტალური შედეგები.

შემდგომი დათვალიერების მიზნით შესაძლებელია ანგარიშის შენახვა.



არასპეციფიკური კამპანიის შედეგები



009.png
ნაბიჯი 1: არასპეციფიკური კამპანიის შედეგები

ისეთი არასპეციფიკური კამპანიების შემთხვევაში, რომლებიც არ ეფუძნება სისტემაში მონაცემების დათვლას, როგორიცაა, მაგალითად, ვეტერინარულ-სანიტარულ წერტილებში მცირე ზომის მცოხნელების დეზინფექცია, შედეგების დამატება შეგიძლიათ ხელით.


ამისათვის აირჩიეთ „კამპანიის შედეგი“ და ახალი ჩანაწერის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

შესაძლებელია ერთზე მეტი ჩანაწერის შექმნა, რომლებიც ამ ფანჯარაზე სიის სახით გამოვა.

0010.png
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ შედეგები

შეგიძლიათ შეიყვანოთ დამუშავებული იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული ცხოველების რაოდენობა.