Ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიები
I თავი - მარაგები - ეტიკეტის სახეობები და მარაგების დათვალიერება
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიის ინსტრუმენტზე ეკრანზე აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით გადახვალთ ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კამპანიების ინსტრუმენტზე. | |
| ნაბიჯი 2: ძებნა და გაფილტვრა
ეკრანზე ჩამოთვლილია სისტემაში შექმნილი ცხოველთა ჯანმრთელობის ყველა კამპანია. კონკრეტული კამპანიის მოძებნა შეგიძლიათ შემდეგნაირად: · ძებნა - აქტივობის ტიპით, კამპანიის დასახელებით, კამპანიის ფარგლებით, ცხოველთა კლასითა და შენიშვნაში მითითებული ტექსტით; · შედეგების გაფილტვრა. | |
| ნაბიჯი 3: ინფორმაცია კამპანიის შესახებ არსებულ კამპანიაზე დაწკაპუნებით გაიხსნება ფანჯარა რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კამპანიის შესახებ.
მოცემულ ველებში შეგვიძლია შევიყვანოთ კამპანიის შესახებ ინფორმაცია:
დაყოვნების პერიოდი არის იმ დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა ცხოველის ორგანიზმიდან სამედიცინო პროდუქტების გამოსადევნად. დაყოვნების პერიოდში (მაგ. 14 დღე) მყოფი ცხოველების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია. |
II თავი - კამპანიის შექმნა შედეგების დამატება
| ნაბიჯი 1: კამპანიის შექმნა
| |
| ნაბიჯი 2: კამპანიის შექმნა
|
III თავი - კამპანიის შედეგები
კამპანიის შედეგების ამობეჭდვა
| ნაბიჯი 1: კამპანიის შედეგები
არჩეულ კამპანიაში შესვლის შემდეგ დააწკაპუნეთ ამობეჭდვის ღილაკზე და აირჩიეთ „კამპანიის ანგარიშის გენერირება“. გახსნილ ფანჯარაში „აირჩიეთ მუნიციპალიტეტი“ და „აირჩიეთ თვე“. შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „გენერირება“. | |
| ნაბიჯი 2: კამპანიის ანგარიში
კამპანიის ანგარიშში მოცემულია კამპანიის დეტალური შედეგები. შემდგომი დათვალიერების მიზნით შესაძლებელია ანგარიშის შენახვა. |
არასპეციფიკური კამპანიის შედეგები
| ნაბიჯი 1: არასპეციფიკური კამპანიის შედეგები
ისეთი არასპეციფიკური კამპანიების შემთხვევაში, რომლებიც არ ეფუძნება სისტემაში მონაცემების დათვლას, როგორიცაა, მაგალითად, ვეტერინარულ-სანიტარულ წერტილებში მცირე ზომის მცოხნელების დეზინფექცია, შედეგების დამატება შეგიძლიათ ხელით.
ამისათვის აირჩიეთ „კამპანიის შედეგი“ და ახალი ჩანაწერის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. შესაძლებელია ერთზე მეტი ჩანაწერის შექმნა, რომლებიც ამ ფანჯარაზე სიის სახით გამოვა. | |
| ნაბიჯი 2: შეიყვანეთ შედეგები
შეგიძლიათ შეიყვანოთ დამუშავებული იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული ცხოველების რაოდენობა. |