Ცხოველიდან,სადგომიდან აღებული ნიმუშის რეგისტრაცია (სახელმწიფო ინსპექტორებისთვის)
I თავი - ცხოველის ან სადგომის ნიმუშის შექმნა
| ნაბიჯი 1: იპოვეთ ცხოველი ან სადგომი
სწრაფი ან დეტალური ძებნის საშუალებით გადადით იმ ცხოველზე ან სადგომზე, რომლისგანაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება. ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის სადგომი. სადგომზე გადასვლის დეტალური გზა იხილეთ ინსტრუქციაში „სადგომი“. |
ნიმუშის დარეგისტრირება სადგომიდან
| ნაბიჯი 1: შექმენით ნიმუში სადგომის საფუძველზე
კამპანიის ნიმუშების რეგისტრაცია შესაძლებელია ისეთი ნიმუშების შემთხვევაში, რომლებიც აღებულია სადგომიდან (ნაცხი, ნიადაგი, საკვები, ა.შ.) ან ცხოველისგან.
| |
| ნაბიჯი 2: დაამატეთ ახალი ნიმუში
ნიმუშების ფანჯარაში ჩამოთვლილია ყველა ის ნიმუში, რომლებიც აღებულია სადგომის დონეზე; მათ შორის, უკვე დამუშავებული ნიმუშები (პასუხებით)- მარჯვნივ და დასამუშავებელი ნიმუშები - მარცხნივ.
| |
| ნაბიჯი 3: დაამატეთ მონაცემები ახლადშექმნილ ნიმუშს
რეგიონული ოფიცრის მითითების შესაბამისად, დაამატეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
2. ნიმუშის სახეობა.
4. ნიმუშის აღების თარიღი.
| |
| ნაბიჯი 4: დაათვალიერეთ ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ სადგომის დონეზე ეკრანზე „ლაბორატორიული ნიმუშები“ გამოვა მოცემული სადგომიდან როგორც ცხოველის, აგრეთვე სადგომის დონეზე აღებული ყველა ნიმუში. |
ცალკეული ცხოველის დარეგისტრირება დარეგისტრირება
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველის ეკრანზე
ცხოველის ეკრანზე გადასვლა შესაძლებელია ეკრანზე „სადგომი“ „ცხოველის“ განყოფილებიდან ან ცხოველის სწრაფი ან ჩვეულებრივი ძებნით. მარცხენა პანელზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშები“. | |
| ნაბიჯი 2: დაამატეთ ახალი ნიმუში
ნიმუშების ფანჯარაში ჩამოთვლილია ყველა ის ნიმუში, რომლებიც აღებულია სადგომის დონეზე; მათ შორის, უკვე დამუშავებული ნიმუშები (პასუხებით)- მარჯვნივ და დასამუშავებელი ნიმუშები - მარცხნივ.
| |
| ნაბიჯი 3: დაამატეთ მონაცემები ახლადშექმნილ ნიმუშს
რეგიონული ოფიცრის მითითების შესაბამისად, დაამატეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
2. ნიმუშის სახეობა.
4. ნიმუშის აღების თარიღი.
|
ცხოველის ნიმუშის დარეგისტრირება კამპანიის ფარგლებში
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველების ეკრანზე
ცხოველების ეკრანზე მონიშნეთ ის ცხოველები, რომლებისგანაც ნიმუშები უკვე აღებულია კამპანიის ინსტრუქციის შესაბამისად. | |
| ნაბიჯი 2: დაამატეთ ქმედება
დაამატეთ ქმედების თარიღი. ამის შემდეგ ქმედების მენიუდან აირჩიეთ აქტივობათა ქვემენიუ და დააწკაპუნეთ ნიმუშების იმ კამპანიაზე, რომელიც განსაზღვრულია ინსტრუქციით. აირჩიეთ ნიმუშის არების თარიღი და დაარეგისტრირეთ ნიმუშები. | |
| ნაბიჯი 3: შეამოწმეთ ნიმუშის შექმნის შედეგი
დაბრუნდით სადგომის ეკრანზე ან ცალკეული ცხოველის ეკრანზე (ამისათვის დააწკაპუნეთ ცხოველის უჯრაში) და ნიმუშების ფანჯარაში გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკებზე „სხვა“⇒ „ლაბორატორიული ნიმუშები“. მარცხენა პანელზე სტატუსით „აღებული“ გამოჩნდება კამპანიის ფარგლებში აღებული ნიმუში ყველა შეყვანილ მონაცემთან ერთად.
| |
| ნაბიჯი 4: დაარედაქტირეთ ნიმუშის მონაცემები
თუ გსურთ, ნიმუშზე შეყვანილი ინფორმაცია შეცვალოთ, დააწკაპუნეთ ნიმუშის ჩანაწერზე, შემდეგ კი - ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშის რედაქტირება“ და შეიტანეთ სასურველი ცვლილებები. ფანჯრის დახურვამდე დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. |