Ცხოველიდან,სადგომიდან აღებული ნიმუშის რეგისტრაცია (სახელმწიფო ინსპექტორებისთვის)
I თავი - ცხოველის ან სადგომის ნიმუშის შექმნა
ნაბიჯი 1: იპოვეთ ცხოველი ან სადგომი
სწრაფი ან დეტალური ძებნის საშუალებით გადადით იმ ცხოველზე ან სადგომზე, რომლისგანაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება. ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის სადგომი. სადგომზე გადასვლის დეტალური გზა იხილეთ ინსტრუქციაში „სადგომი“. |
ნიმუშის დარეგისტრირება სადგომიდან
ნაბიჯი 1: შექმენით ნიმუში სადგომის საფუძველზე
კამპანიის ნიმუშების რეგისტრაცია შესაძლებელია ისეთი ნიმუშების შემთხვევაში, რომლებიც აღებულია სადგომიდან (ნაცხი, ნიადაგი, საკვები, ა.შ.) ან ცხოველისგან.
| |
ნაბიჯი 2: დაამატეთ ახალი ნიმუში
ნიმუშების ფანჯარაში ჩამოთვლილია ყველა ის ნიმუში, რომლებიც აღებულია სადგომის დონეზე; მათ შორის, უკვე დამუშავებული ნიმუშები (პასუხებით)- მარჯვნივ და დასამუშავებელი ნიმუშები - მარცხნივ. ახალი ნიმუშის დასარეგისტრირებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. შენიშვნა: ლაბორატორიული ნიმუშების ნომრები გენერირდება სადგომის ან ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომრის საფუძველზე (ნომერს ემატება /1, /2, და ა.შ.). | |
ნაბიჯი 3: დაამატეთ მონაცემები ახლადშექმნილ ნიმუშს
რეგიონული ოფიცრის მითითების შესაბამისად, დაამატეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. შესამოწმებელი დაავადება; 2. ნიმუშის სახეობა. შენიშვნა: ნიმუშის სახეობასა და დაავადებას შორის არსებობს გარკვეული კორელაცია. 3. ტესტის სახეობა - ამით ლაბორატორიას ავალებთ გარკვეული სახეობის ტესტის გამოყენებას. სტანდარტულად ფანჯარაში მითითებულია „ანტისხეულების განსაზღვრა“, რადგან ამ ტიპის ტესტი ყველაზე ხშირად გამოიყენება, მაგრამ მისი შეცვლა შესაძლებელია. 4. ნიმუშის აღების თარიღი. დანარჩენი ველები ივსება ავტომატურად. დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. აღებული ნიმუში გამოჩნდება ეკრანის მარცხენა ნაწილში სტატუსით „აღებული“. | |
ნაბიჯი 4: დაათვალიერეთ ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ სადგომის დონეზე ეკრანზე „ლაბორატორიული ნიმუშები“ გამოვა მოცემული სადგომიდან როგორც ცხოველის, აგრეთვე სადგომის დონეზე აღებული ყველა ნიმუში. |
ცალკეული ცხოველის ნიმუშის დარეგისტრირება
ნაბიჯი 1: გადადით ცხოველის ეკრანზე
ცხოველის ეკრანზე გადასვლა შესაძლებელია ეკრანზე „სადგომი“ „ცხოველის“ განყოფილებიდან ან ცხოველის სწრაფი ან ჩვეულებრივი ძებნით. მარცხენა პანელზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშები“. | |
ნაბიჯი 2: დაამატეთ ახალი ნიმუში
ნიმუშების ფანჯარაში ჩამოთვლილია ყველა ის ნიმუში, რომლებიც აღებულია სადგომის დონეზე; მათ შორის, უკვე დამუშავებული ნიმუშები (პასუხებით)- მარჯვნივ და დასამუშავებელი ნიმუშები - მარცხნივ.
| |
ნაბიჯი 3: დაამატეთ მონაცემები ახლადშექმნილ ნიმუშს
რეგიონული ოფიცრის მითითების შესაბამისად, დაამატეთ შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. შესამოწმებელი დაავადება; 2. ნიმუშის სახეობა. შენიშვნა: ნიმუშის სახეობასა და დაავადებას შორის არსებობს გარკვეული კორელაცია. 3. ტესტის სახეობა - ამით ლაბორატორიას ავალებთ გარკვეული სახეობის ტესტის გამოყენებას. სტანდარტულად ფანჯარაში მითითებულია „ანტისხეულების განსაზღვრა“, რადგან ამ ტიპის ტესტი ყველაზე ხშირად გამოიყენება, მაგრამ მისი შეცვლა შესაძლებელია. 4. ნიმუშის აღების თარიღი. დანარჩენი ველები ივსება ავტომატურად. დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. აღებული ნიმუში გამოჩნდება ეკრანის მარცხენა ნაწილში სტატუსით „აღებული“. |
ცხოველის ნიმუშის დარეგისტრირება კამპანიის ფარგლებში
ნაბიჯი 1: გადადით ცხოველების ეკრანზე
ცხოველების ეკრანზე მონიშნეთ ის ცხოველები, რომლებისგანაც ნიმუშები უკვე აღებულია კამპანიის ინსტრუქციის შესაბამისად. | |
ნაბიჯი 2: დაამატეთ ქმედება
დაამატეთ ქმედების თარიღი. ამის შემდეგ ქმედების მენიუდან აირჩიეთ აქტივობათა ქვემენიუ და დააწკაპუნეთ ნიმუშების იმ კამპანიაზე, რომელიც განსაზღვრულია ინსტრუქციით. აირჩიეთ ნიმუშის არების თარიღი და დაარეგისტრირეთ ნიმუშები. | |
ნაბიჯი 3: შეამოწმეთ ნიმუშის შექმნის შედეგი
დაბრუნდით სადგომის ეკრანზე ან ცალკეული ცხოველის ეკრანზე (ამისათვის დააწკაპუნეთ ცხოველის უჯრაში) და ნიმუშების ფანჯარაში გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკებზე „სხვა“⇒ „ლაბორატორიული ნიმუშები“. მარცხენა პანელზე სტატუსით „აღებული“ გამოჩნდება კამპანიის ფარგლებში აღებული ნიმუში ყველა შეყვანილ მონაცემთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ „ტესტის სახეობა“ სტანდარტულად დგას სახეობაზე „ანტისხეულების განსაზღვრა“ და საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა შესაძლებელია. | |
ნაბიჯი 4: დაარედაქტირეთ ნიმუშის მონაცემები
თუ გსურთ, ნიმუშზე შეყვანილი ინფორმაცია შეცვალოთ, დააწკაპუნეთ ნიმუშის ჩანაწერზე, შემდეგ კი - ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშის რედაქტირება“ და შეიტანეთ სასურველი ცვლილებები. ფანჯრის დახურვამდე დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. |
ტუბერკულოზის ნიმუშის რეგისტრაცია და შედეგი
ტუბერკულიზის სინჯების ასაღებად საჭიროა შევიდეთ სადგომის ცხოველების განყოფილებაში და მოვნიშნოთ სასურველი ცხოველები | |
---|---|
შემდეგ ვაჭერთ ღილაკს აქტივობა, ვირჩევთ აქტივობის ტიპს, შემდეგ ტუბერკულოზის კამპანიას და ვაჭერთ მასზე.
ამ მოქმედებით სისტემაში შეიქმნება შესაბამისი ნიმუშ(ებ)ი. | |
ნიმუშების სანახავად შევდივართ იმ სადგომში სადაც შექმნილია ნიმუშები. ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეში ვირჩევთ ღილაკს სხვა, შემდეგ ვაწვებით ღილაკს ლაბორატირიაში გადასაგზავნი ნიმუშები, რის შედეგადაც ეკრანზე გამოჩნდება ის ცხოველები რომლებზეც განხორციელდა ტუბერკულინიზაცია ,შემდეგ ვაწვებით სასურველ ცხოველს. | |
ნიმუშის სტატუსის შესაცვლელად, შევდივართ სასურველ სადგომზე, ვაწვებით ღილაკს ლაბორატორიაში გადასაგზავნი ნიმუშები და ვირჩევთ სასურველ ცხოველს | |
გაიხსნება ცხოველის ნიმუშის მენიუ სადაც ვაწვებით ღილაკს ლაბორატორიული ნიმუშის შეცვლა, შემდეგ მოვიძიებთ და გავხსნით ფანჯარას შედეგის სტატუსი და ავირჩევთ ტუბერკულინიზაციის წაკითხვის შედეგს.
· არასაკმარისი/არაგადამწყვეტი · ნეგატიური · პოზიტიური სტატუსის შეცვლის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს შენახვა | |