Ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიები
I თავი - მარაგები - ეტიკეტის სახეობები და მარაგების დათვალიერება
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიის ინსტრუმენტზე ეკრანზე აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით გადახვალთ ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კამპანიების ინსტრუმენტზე. | |
| ნაბიჯი 2: ძებნა და გაფილტვრა
ეკრანზე ჩამოთვლილია სისტემაში შექმნილი ცხოველთა ჯანმრთელობის ყველა კამპანია. კონკრეტული კამპანიის მოძებნა შეგიძლიათ შემდეგნაირად: · ძებნა - აქტივობის ტიპით, კამპანიის დასახელებით, კამპანიის ფარგლებით, ცხოველთა კლასითა და შენიშვნაში მითითებული ტექსტით; · შედეგების გაფილტვრა. | |
| ნაბიჯი 3: ინფორმაცია კამპანიის შესახებ არსებულ კამპანიაზე დაწკაპუნებით გაიხსნება ფანჯარა რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კამპანიის შესახებ. | |
| ნაბიჯი 4: იმუნიზაცია-დაყოვნების პერიოდები
მკურნალობისა და ვაქცინაციების შემთხვევაში: იმუნიზაციის პერიოდი არის იმ დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. აქტიური იმუნიზაციის პერიოდში (მაგ. 10 დღე) ცხოველების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია. დაყოვნების პერიოდი არის იმ დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა ცხოველის ორგანიზმიდან სამედიცინო პროდუქტების გამოსადევნად. დაყოვნების პერიოდში (მაგ. 10 დღე) მყოფი ცხოველების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია. | |
| ნაბიჯი 5: კამპანიის პერიოდი
მიუთითეთ კამპანიის განხორციელების პერიოდის დაწყებისა და დასრულების დღე. შენიშვნა: კამპანია საველე ოპერატორებთან გამოჩნდება ან ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოცემული პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა კამპანიის პერიოდის გაგრძელება ან შემოკლება, მოგვიანებით შეგიძლიათ დაწყებისა და დასრულების თარიღის შეცვლა. ფანჯრის დახურვამდე შეინახეთ კამპანია. |
II თავი - კამპანიის შექმნა შედეგების დამატება
| ნაბიჯი 1: კამპანიის შექმნაკამპანიის შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს დამატება | |
ნაბიჯი 2: კამპანიის შექმნაგამოსულ ფანჯარაში უნდა შევავსოთ შესაბამისი ველები.
| |
| ნაბიჯი 1: კამპანიის შედეგების დამატებაკამპანიის შედეგების სადამატებლად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ღილაკ დამატება | |
| ნაბიჯი 1: კამპანიის დეტალები
|
III თავი - კამპანიის შედეგები
კამპანიის შედეგების ამობეჭდვა
| ნაბიჯი 1: კამპანიის შედეგები
არჩეულ კამპანიაში შესვლის შემდეგ დააწკაპუნეთ ამობეჭდვის ღილაკზე და აირჩიეთ „კამპანიის ანგარიშის გენერირება“. გახსნილ ფანჯარაში „აირჩიეთ მუნიციპალიტეტი“ და „აირჩიეთ თვე“. შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „გენერირება“. | |
| ნაბიჯი 2: კამპანიის ანგარიში
კამპანიის ანგარიშში მოცემულია კამპანიის დეტალური შედეგები. შემდგომი დათვალიერების მიზნით შესაძლებელია ანგარიშის შენახვა. |
არასპეციფიკური კამპანიის შედეგები
| ნაბიჯი 1: არასპეციფიკური კამპანიის შედეგები
ისეთი არასპეციფიკური კამპანიების შემთხვევაში, რომლებიც არ ეფუძნება სისტემაში მონაცემების დათვლას, როგორიცაა, მაგალითად, ვეტერინარულ-სანიტარულ წერტილებში მცირე ზომის მცოხნელების დეზინფექცია, შედეგების დამატება შეგიძლიათ ხელით.
ამისათვის აირჩიეთ „კამპანიის შედეგი“ და ახალი ჩანაწერის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. შესაძლებელია ერთზე მეტი ჩანაწერის შექმნა, რომლებიც ამ ფანჯარაზე სიის სახით გამოვა. | |
| ნაბიჯი 2: შეიყვანეთ შედეგები
შეგიძლიათ შეიყვანოთ სამიზნე წერტილში დამუშავებული იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული ცხოველების რაოდენობა. |