Difference between revisions of "Ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიები"

From NAITS
Jump to navigation Jump to search
Line 54: Line 54:
<br/>
<br/>
----
----
=== თავი II - კამპანიის შედეგები ===
=== II თავი - კამპანიის შედეგები ===
----
----
==== კამპანიის შედეგების ამობეჭდვა ====
==== კამპანიის შედეგების ამობეჭდვა ====

Revision as of 05:27, 13 December 2021

I თავი - მარაგები - ეტიკეტის სახეობები და მარაგების დათვალიერება



001.png
ნაბიჯი 1: გადადით ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანიის ინსტრუმენტზე
002 AHC.png
ნაბიჯი 2: ძებნა და გაფილტვრა

ეკრანზე ჩამოთვლილია სისტემაში შექმნილი ცხოველთა ჯანმრთელობის ყველა კამპანია.


კონკრეტული კამპანიის მოძებნა შეგიძლიათ შემდეგნაირად:

·         ძებნა - აქტივობის ტიპით, კამპანიის დასახელებით, კამპანიის ფარგლებით, ცხოველთა კლასითა და შენიშვნაში მითითებული ტექსტით;

·         შედეგების გაფილტვრა.

ახალი კამპანიის დამატება შესაძლებელია ღილაკზე „დამატება“ დაწკაპუნებით.

003.png
ნაბიჯი 3: ინფორმაცია კამპანიის შესახებ

შეიყვანეთ ინფორმაცია კამპანიის შესახებ.


გრაფა „ცხოველთა კლასი“ საშუალებას გაძლევთ, შეიყვანოთ კამპანიით მოცული ერთზე მეტი კლასი. მაგ. ძროხა და კამეჩი ან ცხვარი და თხა.

შენიშვნა: კამპანიით გათვალისწინებული აქტივობა ვერ შესრულდება იმ კლასებზე, რომლებიც  გრაფაში მითითებული არ არის. თუ აქტივობის ტიპად არჩეულია „შერჩევა“, აუცილებლად განსაზღვრეთ ნიმუშის ტიპიც.

004.png
ნაბიჯი 4: იმუნიზაცია-დაყოვნების პერიოდები

მკურნალობისა და ვაქცინაციების შემთხვევაში: იმუნიზაციის პერიოდი არის იმ დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. აქტიური იმუნიზაციის პერიოდში (მაგ. 10 დღე) ცხოველების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.

დაყოვნების პერიოდი არის იმ დღეების რაოდენობა, რაც საჭიროა ცხოველის ორგანიზმიდან სამედიცინო პროდუქტების გამოსადევნად. დაყოვნების პერიოდში (მაგ. 10 დღე) მყოფი ცხოველების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.

005.png
ნაბიჯი 5: კამპანიის პერიოდი

მიუთითეთ კამპანიის განხორციელების პერიოდის დაწყებისა და დასრულების დღე.

შენიშვნა: კამპანია საველე ოპერატორებთან გამოჩნდება ან ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოცემული პერიოდის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა კამპანიის პერიოდის გაგრძელება ან შემოკლება, მოგვიანებით შეგიძლიათ დაწყებისა და დასრულების თარიღის შეცვლა.

ფანჯრის დახურვამდე შეინახეთ კამპანია.



II თავი - კამპანიის შედეგები


კამპანიის შედეგების ამობეჭდვა



006.png
007.png
ნაბიჯი 1: კამპანიის შედეგები

არჩეულ კამპანიაში შესვლის შემდეგ დააწკაპუნეთ ამობეჭდვის ღილაკზე და აირჩიეთ „კამპანიის ანგარიშის გენერირება“.

გახსნილ ფანჯარაში „აირჩიეთ მუნიციპალიტეტი“ და „აირჩიეთ თვე“. შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „გენერირება“.

2.2 NEW AHC.png
ნაბიჯი 2: კამპანიის ანგარიში

კამპანიის ანგარიშში მოცემულია კამპანიის დეტალური შედეგები.

შემდგომი დათვალიერების მიზნით შესაძლებელია ანგარიშის შენახვა.



არასპეციფიკური კამპანიის შედეგები



009.png
ნაბიჯი 1: არასპეციფიკური კამპანიის შედეგები

ისეთი არასპეციფიკური კამპანიების შემთხვევაში, რომლებიც არ ეფუძნება სისტემაში მონაცემების დათვლას, როგორიცაა, მაგალითად, ვეტერინარულ-სანიტარულ წერტილებში მცირე ზომის მცოხნელების დეზინფექცია, შედეგების დამატება შეგიძლიათ ხელით.


ამისათვის აირჩიეთ „კამპანიის შედეგი“ და ახალი ჩანაწერის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

შესაძლებელია ერთზე მეტი ჩანაწერის შექმნა, რომლებიც ამ ფანჯარაზე სიის სახით გამოვა.

0010.png
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ შედეგები

შეგიძლიათ შეიყვანოთ სამიზნე წერტილში დამუშავებული იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული ცხოველების რაოდენობა.