Ცხოველების და მათთან დაკავშირებული ქმედებების ჯგუფური რეგისტრაცია

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - ძირითადი პრინციპები



K 1.png
ნაბიჯი 1:
ცირე სისტემა აღჭურვილია ქმედებათა ჯგუფური რეგისტრაციის ფუნქციითა და ცხოველთა რეგისტრაციის მოდულით, რომლის მუშაობა რეგისტრირებული ცხოველების ან დაურეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრების ისეთ სიებს ეფუძნება, რომლებიც მასობრივი წამკითხველებით, მაგალითად, რადიოსიხშირული იდენტიფიკატორებით (RFID) მიიღება. თუმცა, ქმედებათა განხორციელება ჯგუფურად აგრეთვე შესაძლებელია აღნიშნული ნომრების ნებისმიერ სიაზე, ეს სია ჩაკოპირებული ან იმპორტირებული რომც იყოს.


ჯგუფური ქმედებების ფუნქციაზე წვდომა შესაძლებელია მთავარ ეკრანზე რადიოსიხშირული იდენტიფიკატორის ღილაკზე დაწკაპუნებით.

K 2.png
ნაბიჯი 2:

მოდულში მონაცემთა წაკითხვის ეპიზოდები სესიებად აღირიცხება. უკვე აღრიცხული სესიების ნახვა შესაძლებელია მისი მოძებნით. წაკითხვის ახალი სესია ფიქსირდება ღილაკით „დამატება“.

K 3.png
ნაბიჯი 3:

წაკითხვის სესიების რაოდენობა ავტომატურად განისაზღვრება.


მონაცემთა წაკითხვის სესიის დასაწყებად ჯერ მიუთითეთ, საიდან უნდა მიიღოს სისტემამ დასამუშავებელი საიდენტიფიკაციო ნომრები - სისტემაში ჩასაკოპირებელი ფორმიდან თუ წამკითხველი მოწყობილობებიდან მოპოვებული ფაილიდან იმპორტირებით.

K 4.png
ნაბიჯი 4:

ამის შემდეგ აირჩიეთ დასამუშავებელი ცხოველების ტიპი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სისტემა მონაცემთა ბაზაში ძებნას დაიწყებს მხოლოდ ცხოველთა მოცემული სახეობის ფარგლებში. გარდა ამისა, რეგისტრაციისას დაშვებული იქნება მხოლოდ იმ ჯიშების შერჩევა, რომლებიც ცხოველთა წინასწარ მითითებულ სახეობებს უკავშირდება.

K 5.png
ნაბიჯი 5:

თუ მიუთითებთ, რომ მონაცემების მიღება ფაილიდან უნდა მოხდეს, სისტემა საშუალებას მოგცემთ, იპოვოთ ეს ფაილი კომპიუტერში და მოახდინოთ მისი იმპორტირება წამკითხველი მოწყობილობიდან.

K 6.png
ნაბიჯი 6:

თუ მონაცემთა მიღებას ფორმიდან აპირებთ, ხელით ან კოპირებით შეიყვანეთ წამკითხველიდან მიღებული ნორმები ველში „ტექსტის არე იმპორტირებული იდენტიფიკატორებისთვის“.


ველში ნომრები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს მძიმით.


მონაცემთა შეყვანის დასრულების შემდეგ სესია შეინახეთ.

K 7.png
ნაბიჯი 7:

დააწკაპუნეთ და გადადით ახლად დარეგისტრირებულ სესიაზე. მოგვიანებით სესიის მოძებნა და დათვალიერება ადვილად რომ შეძლოთ, დაიმახსოვრეთ მისი ნომერი.

K 8.png
ნაბიჯი 8:

აღსანიშნავია, რომ ახლად რეგისტრირებულ სესიაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მანამდე, სანამ სესიას წინასწარ დამუშავებაზე გაუშვებთ. ამის შემდეგ პარამეტრები ჩაიკეტება.

K 9.png
ნაბიჯი 9:

როდესაც ჩანართზე „RFID წინასწარ დამუშავებული იდენტიფიკატორები“ გადახვალთ, ეკრანზე გამოჩნდება იმპორტირებული ნომრები და მათი სტატუსი.


თუ ფაილი იმპორტით შემოიტანეთ, ნომრები ფაილის დასახელებასთან ერთად მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება.



II თავი - ახალი ცხოველების დარეგისტრირება



K 10.png
ნაბიჯი 1:

ცხოველებისათვის ახალი ნიშნების დამაგრებისა და მათი რეგისტრაციისას მონიშნეთ ცხოველები და შემდეგ „ჯგუფური აქტივობის“ მენიუდან მიუთითეთ „რეგისტრაცია“ და „ცხოველის დარეგისტრირება“.

K 11.png
ნაბიჯი 2:

დაამატეთ ცხოველების ჯიში და სქესი და მოძებნეთ და მიუთითეთ იმ სადგომის ნომერი, რომელშიც უნდა მოხდეს ცხოველების რეგისტრაცია.


შესაძლებელია, ჯიშისა და სქესის ველები ცარიელიც დატოვოთ. თუმცა, მაშინ სისტემას ეს ჩანაწერები არ ექნება და მოგვიანებით ხელით უნდა დაემატოს.


ბოლოს მიუთითეთ „ცხოველების რეგისტრაცია“ და სისტემის შეკითხვის საპასუხოდ, დაუმატეთ რეგისტრაციის თარიღი.

K 12.png
ნაბიჯი 3:

სისტემის ალგორითმი მხედველობაში მიიღებს მხოლოდ RFID-ის ან სიაში აღრიცხული სხვა ნომრის ბოლო 8 ციფრს და ეცდება, ეს ნომრები მარაგებში არსებულ, გამოუყენებელ საიდენტიფიკაციო ნომრებს შეუსაბამოს.


სისტემა არ დაარეგისტრირებს ცხოველის ისეთ ნომერს, რომელსაც მარაგებში თავისუფალი საყურე ნიშნის ნომერი არ მოეპოვება. ამის შემდეგ სისტემა გამოიტანს შედეგს - სადგომის ნომერს, RFID ნომერს და სტანდარტულ, 8 ციფრიან ვიზუალურ საყურე ნიშნის ნომერს, რომელიც ალგორითმის კონვერსიით მიიღება.



III თავი - უკვე რეგისტრირებულ ცხოველებთან მუშაობა



K 13.png
ნაბიჯი 1:

თუ გსურთ, უკვე რეგისტრირებულ ცხოველებთან იმუშაოთ, მათი ნომრების იმპორტირების შემდეგ მონიშნეთ ცხოველები და დააწკაპუნეთ ღილაკზე „RFID იმპორტის წინაპროცედურა“.


სისტემის ალგორითმი მხედველობაში მიიღებს მხოლოდ RFID-ის ან სიაში აღრიცხული სხვა ნომრის ბოლო 8 ციფრს და ეცდება, ეს ნომრები მარაგებში არსებულ, გამოუყენებელ საიდენტიფიკაციო ნომრებს შეუსაბამოს.

K 14.png
ნაბიჯი 2:

თუ რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ნომრების ერთობლიობაზე RFID იმპორტის წინა პროცედურას ჩაატარებთ, სისტემა რეგისტრირებულ ცხოველებს ამოიცნობს, მაგრამ ახალ ნომრებს - ვერა, რადგან ისინი დაურეგისტრირებელია.


სანამ ამ ცხოველებზე რაიმე ჯგუფურ ქმედებას განახორციელებთ, მათი დარეგისტრირება შეგიძლიათ II თავში აღწერილი გზით.



IV თავი - ჯგუფური ქმედებები



K 15.png
ნაბიჯი 1:

მას შემდეგ, რაც მოხდება ყველა ცხოველის წარმატებით იმპორტირება და იდენტიფიცირება, უკვე შეგიძლიათ, მათზე მუშაობა ჯგუფურად ანუ სხვადასხვა ჯგუფური ქმედების განხორციელება შესაბამისი მენიუდან.


ასე შეგიძლიათ აირჩიოთ ცხოველთა ჯანმრთელობის კამპანია.

შენიშვნა: კამპანიის მონაცემები, მათ შორის, ცხოველთა სახეობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ცხოველთა სახეობას, რომლებზეც გსურთ, ეს კამპანია გავრცელდეს.

K 16.png
ნაბიჯი 2:

სხვა ფუნქციებს შორის ჯგუფურად შეიძლება დამუშავდეს ექსპორტი.


ღილაკი „სერტიფიკატის გადატანა“ გამოიყენება უკვე არსებულ ექსპორტის კარანტინზე მისი მიმდინარეობის ბოლო დღეს, როდესაც სისტემა გაძლევთ უფლებას, ცხოველი ექსპორტის სერტიფიკატში შეიტანოთ ანუ მისი ექსპორტით გაყვანა დაიწყოთ.


„სერტიფიცირებული ცხოველების ექსპორტი“ არის ოფცია, რომელსაც მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საბაჟოს მუშაკები იყენებენ ექსპორტის სერტიფიკატზე წარმოდგენილი ცხოველების სტატუსის „ექსპორტირებულით“ შესაცვლელად.

K 17.png
ნაბიჯი 3:

თუ ოფცია „სერტიფიკატის გადატანა“ აირჩიეთ, სისტემა შეგახსენებთ, რომ საჭიროა ექსპორტის იმ სერტიფიკატის ნომრის დამატება, რომელზეც ცხოველები გადაგყავთ.

შენიშვნა: ექსპორტის სერტიფიკატი ამ დროს სისტემაში უკვე რეგისტრირებული და შევსებული უნდა იყოს. ის საშუალებას გაძლევთ, ცხოველები მათი სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისას გადააადგილოთ.

K 18.png
ნაბიჯი 4:

ოფცია „გადატანა“ და შემდეგ „პირდაპირი გადაყვანა“ გამოიყენება სასურველ სადგომში ცხოველების გადასაყვანად. მაგალითად, ის ცხოველები, რომელთა წაკითხვა ვეტერინარულ სანიტარულ წერტილში შესვლისას მოხდა, შეიძლება გადაადგილდნენ დეზინფექციის ან ვაქცინაციის აღრიცხვის მიზნით.

K 19.png
ნაბიჯი 5:

თუ „გადატანა“ და „პირდაპირი გადაყვანა“ აირჩიეთ, სისტემა შეგახსენებთ, რომ საჭიროა სამიზნე სადგომის ნომრის დამატება, სადგომის სტანდარტული მოძიების გზით.


მას შემდეგ, რაც სადგომის იდენტიფიცირება მოხდება, შეგიძლიათ გააგრძელოთ გადაყვანა ღილაკზე „ცხოველების გადაყვანა“ დაწკაპუნებით.

K 20.png
ნაბიჯი 6:

შერჩეული ცხოველების სტატუსის შეცვლა საჭიროებისამებრ ასევე შეიძლება სტატუსის შეცვლის სტანდარტული გზით.


გარდა ამისა, შესაძლებელია სასაკლაოზე მიღებული ან „დაკლული“ სტატუსის მქონე ცხოველების დაკვლისწინა ან დაკვლის შემდგომი შემოწმების გენერირება. სისტემა დაარეგისტრირებს მხოლოდ იმ შედეგებს, სადაც მითითებული იქნება „მოსახსენებელი არაფერია“. ამიტომ ამ ოფციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებზეც არ არის მიღებული ისეთი შედეგები, რომლებსაც ანგარიშში მოხსენიება ესაჭიროება.


შენიშვნა: თითოეულ ცხოველზე განხორციელებული ქმედება, ადვილად მოსაძებნად, ჩამოთვლილი იქნება სვეტში „განხორციელებული ქმედებები“.

K 21.png
ნაბიჯი 7:

შესაძლებელია მოდულში განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიური ისტორიის დათვალიერება განყოფილებაში „RFID იმპორტის შედეგები“. ისტორიაში მოცემული იქნება, აგრეთვე, მიღებული სტატუსი და აღწერა.