Სამუშაო პროცესის ასისტენტი

From NAITS
Jump to navigation Jump to search
Y1.png
ნაბიჯი 1:

მთავარ ეკრანზე ჩანს თქვენ მიერ მიღებული წაუკითხავი შეტყობინებების რაოდენობა. დააწკაპუნეთ შეტყობინებების ღილაკზე და გადადით სამუშაო პროცესის ასისტენტზე.

Y2.png
ნაბიჯი 2:

სამუშაო პროცესის ასისტენტი არის ცირე სისტემის შეტყობინებათა პლატფორმა, რომელიც ელექტრონული ფოსტით პრინციპით მუშაობს. მთავარ ეკრანზე დაინახავთ სტანდარტულ ძებნას, ახალი შეტყობინების შექმნის ღილაკს, შემომავალ საფოსტო ყუთს, გაგზავნილი და არქივირებული შეტყობინებების საქაღალდეებს.

Y3.png
ნაბიჯი 3:

ძებნის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, სისტემაში რეგისტრირებულ ყველა შეტყობინებაში მოძებნოთ ის კონკრეტული შეტყობინებები, რომლის სხვადასხვა სეგმენტში მოცემულია კონკრეტული ტექსტური მნიშვნელობა.


შეტყობინების პოვნის შემდეგ დააწკაპუნეთ და გახსენით იგი.

Y4.png
ნაბიჯი 4:

ღილაკი „ახალი შეტყობინების შექმნა“ საშუალებას გაძლევთ, წამოიწყოთ ახალი გზავნილის შექმნა.

Y5.png
ნაბიჯი 5:

ადრესატების დამატება შესაძლებელია სტანდარტული ადრესატის, დამატებითი ადრესატებისა და უხილავი ადრესატების ფორმატით. დასამატებელი ადრესატები ირჩევა სისტემის მომხმარებლებიდან. სახელის ჩაბეჭდვის პარალელურად სისტემა თავად ფილტრავს მსგავს მონაცემებს.

Y6.png
ნაბიჯი 6:

თუ გსურთ, შეტყობინება გაუგზავნოთ სეს-ის ოფიცერს, რომელიც კონკრეტულ რეგიონზე ან მუნიციპალიტეტზეა პასუხისმგებელი, შეარჩიეთ სასურველი ადგილი რეგიონების ან მუნიციპალიტეტების სიიდან. ორივეს მონიშვნა შეუძლებელია.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დასახელებულია ადმინისტრატორის მოდულში. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ოფიცრები ავტომატურად ემატებიან ადრესატად ნებისმიერ შეტყობინებას, რომელშიც მოიხსენიება მათ ზონაში არსებული სადგომის ნომერი ან ამავე ადგილას მყოფი ცხოველი.

Y7.png
ნაბიჯი 7:

დაამატეთ შეტყობინების ან საკითხის დამატებითი იდენტიფიკაციის საშუალებები, მაგალითად, თემა, კატეგორია (შეტყობინების სახეობა), მითითება ცირე სისტემის ნებისმიერ მოდულზე (მოდულის დასახელება) და პრიორიტეტულობა. ბოლოს ჩაბეჭდეთ საკუთრივ შეტყობინების ტექსტი.

Y8.png
ნაბიჯი 8:

დააწკაპუნეთ საკანცელარიო სამაგრზე და გადადით მისაბმელ ფაილებზე. შეტყობინებას შეიძლება მიემაგროს ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი, სადგომის ნომერი ან სადგომზე პასუხისმგებელი პირის ნომერი.

Y9.png
ნაბიჯი 9:

ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი, სადგომის ნომერი ან სადგომზე პასუხისმგებელი პირის ნომერი შეგიძლიათ მონახოთ და შეტყობინებას მიაბათ სტანდარტული ძებნის საშუალებით.

Y10.png
ნაბიჯი 10:

შეტყობინებას შეგიძლიათ მიამაგროთ ერთი ან რამდენიმე ტიპის ერთზე მეტი ნომერი ან ფაილი.

გამზადებული შეტყობინება გააგზავნეთ გაგზავნის ღილაკით.

Y11.png
ნაბიჯი 11:

გაგზავნილი შეტყობინება გადადის გაგზავნილ შეტყობინებათა საქაღალდეში, სადაც წერილები მოცემულია ქრონოლოგიურად.

Y12.png
ნაბიჯი 12:

შეტყობინების გასახსნელად და დეტალური ინფორმაციის სანახავად დააწკაპუნეთ მასზე.

სტანდარტული ჩატის მსგავსად საპასუხო შეტყობინებების დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „პასუხი“, რომელსაც გაგზავნის შემდგომ მიიღებს ყველა მომხმარებელი, დამატებითი და უხილავი ადრესატების ჩათვლით.

Y13.png
ნაბიჯი 13:

მიღებული შეტყობინებების სანახავად დააწკაპუნეთ შემომავალ საფოსტო ყუთზე. აქაც შეტყობინებები ქრონოლოგიურადაა დალაგებული.


წაკითხული შეტყობინებები და შესრულებული დავალებები შეიძლება დაარქივდეს. ამისათვის დააწკაპუნეთ ყუთის ამსახველ ღილაკზე.

შენიშვნა: გამგზავნი და დამატებითი და უხილავი ადრესატები მიიღებენ გზავნილს, რომ შეტყობინება დაარქივდა.

Y14.png
ნაბიჯი 14:

შეტყობინების გასახსნელად და დეტალური ინფორმაციის სანახავად დააწკაპუნეთ მასზე.

ყველა დამატებითი შეტყობინება ეკრანზე ჩანს სტანდარტული ჩატის მსგავსად. კომენტარის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „პასუხი“.

Y15.png
ნაბიჯი 15:

თუ შეტყობინებაზე მიმაგრებულ ცხოველზე, სადგომზე ან პასუხისმგებელ პირზე დააწკაპუნებთ, დასათვალიერებლად გაიხსნება მათ შესახებ ჩამოთვლილი ინფორმაციის შემცველი ფანჯარა.

Y16.png
ნაბიჯი 16:

არქივირებული შეტყობინებების სანახავად გახსენით არქივის საქაღალდე.

შეტყობინებას აქტიური სტატუსი შეიძლება დაუბრუნდეს ღილაკზე „განარქივება“ დაწკაპუნებით.

Y17.png
ნაბიჯი 17:

შეტყობინების გასახსნელად და დეტალური ინფორმაციის სანახავად დააწკაპუნეთ მასზე.

ყველა დამატებითი შეტყობინება ეკრანზე ჩანს სტანდარტული ჩატის მსგავსად. კომენტარის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „პასუხი“.