Ნიმუშის გადაგზავნა ლაბორატორიაში

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - აღებული ნიმუშების დათვალიერება, ტესტების განსაზღვრა და მათი ლაბორატორიის მითითება (სეს-ის რეგიონული ოფისებისათვის)



ნიმუშების პოვნა და დათვალიერება


E1.png
ნაბიჯი 1: დაათვალიერეთ ნიმუშების ჩამონათვალი

სეს-ის რეგიონულ ოფიცერს მთავარ ფანჯარაში სისტემა უჩვენებს ღილაკს „ლაბორატორიული ნიმუშები“. მასზე დაწკაპუნება გადაგიყვანთ ნიმუშების სიაზე.

E2.png
ნაბიჯი 2: მოძებნეთ სასურველი ნიმუშები ჩამონათვალში

კონკრეტულ ადგილას აღებული ყველა ნიმუშის სიაზე გადასვლა შესაძლებელია შესაბამისი რეგიონის არჩევითა და ძებნის ღილაკზე დაწკაპუნებით. ძებნის დასავიწროებლად აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო მუნიციპალიტეტი, თემი ან სოფელი.

E3.png
ნაბიჯი 3: მოძებნეთ კონკრეტული ნიმუში

ცალკეული ნიმუშების მოსაძებნად შეიყვანეთ ნიმუშის, სადგომის ან ცხოველის ნომერი და დააწკაპუნეთ ძებნის ღილაკზე.


ნიმუშის სტატუსი



E4.png
ნაბიჯი 1: ნიმუშის სტატუსი

სიაში ნიმუშს შეიძლება ჰქონდეს ხუთი ტიპის სტატუსი:

1. აღებული – ნიმუში დარეგისტრირებულია, მაგრამ ლაბორატორიაზე გადაცემული არ არის.

2. გზაში – ნიმუში გადაცემულია, მაგრამ ლაბორატორიას ის ჯერ არ მიუღია.

3. მიღებული – ნიმუში ლაბორატორიამ მიიღო.

4. გაუქმებული – ნიმუში ლაბორატორიამ არ მიიღო. დამუშავებული - ნიმუშზე პასუხი დაბრუნებულია.


ლაბორატორიაზე ნიმუშის გადაცემა და ტესტის სახეობა


E5.png
ნაბიჯი 1: განსაზღვრეთ კამპანიის ნიმუშების სასურველი ტესტის ტიპი

ლაბორატორიაზე გადასაცემ ნიმუშებს ენიჭება სტატუსი „აღებული“.


ნიმუშს სტანდარტულად არ ენიჭება „ტესტის სახეობა“, რომლის შეცვლაც შესაძლებელია ნიმუშის ლაბორატორიაზე გადაცემამდე.

ტესტის სახეობის დასამატებლად დააწკაპუნეთ მოცემული ნიმუშის ჩანაწერზე, შემდეგ ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშის რედაქტირება“ და შეიტანეთ სასურველი ცვლილება. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“.

E6.png
ნაბიჯი 2: გადაეცით ნიმუშები ლაბორატორიას

შეარჩიეთ ლაბორატორიაზე გადასაცემი ნიმუშები და დააწკაპუნეთ ღილაკზე „ნიმუშის ლაბორატორიაზე გადაცემა“.

Iu66.png
ნაბიჯი 3: შეარჩიეთ ლაბორატორია

ახალ ფანჯარაში ლაბორატორიის ძებნა შეგიძლიათ ლაბორატორიის ნომრით, მისამართით ან დასახელებით.

სურვილისებრ, სასურველი ლაბორატორიის მოძებნის გასამარტივებლად აგრეთვე შეგიძლიათ ძებნის შედეგების გაფილტვრა.

დააწკაპუნეთ მოძებნილ ლაბორატორიაზე.

E8.png
ნაბიჯი 4: დაათვალიერეთ შედეგები

ლაბორატორიაზე გადაცემულ ნიმუშს მიენიჭება სტატუსი „რიგში“ და ეკრანზე გამოჩნდება შერჩეული ლაბორატორია.

თუ გსურთ, შერჩეული ლაბორატორია შეცვალოთ, გაიმეორეთ შერჩევის პროცესი და აირჩიეთ სხვა ლაბორატორია.



ლაბორატორიაზე გადაცემა ლაბორატორიული ნიმუშების ფანჯრიდან


E9.png
ნაბიჯი 1: ნიმუშები ლაბორატორიას გადაეცით სადგომის ეკრანიდან

შენიშვნა: ამ ვარიანტზე ხელი მიუწვდება მხოლოდ რეგიონულ ოფისებს.

თუ გსურთ, ნიმუში ლაბორატორიას გადასცეთ სადგომიდან, გადადით ლაბორატორიული ნიმუშების ფანჯარაში.

აირჩიეთ გადასაცემი ნიმუში ან ნიმუშები.

აირჩიეთ ღილაკი „ქმედება“, დააწკაპუნეთ ღილაკებზე „გადაცემა“ და „ლაბორატორია“. 1.3 ქვეთავში აღწერილი წესით აირჩიეთ ლაბორატორია.

E10.png
ნაბიჯი 2: ნიმუშები ლაბორატორიას გადაეცით ცხოველების ეკრანიდან

შენიშვნა: ამ ვარიანტზე ხელი მიუწვდება მხოლოდ რეგიონულ ოფისებს.

თუ გსურთ, ნიმუში ლაბორატორიას გადასცეთ ცხოველების ეკრანიდან, გადადით ლაბორატორიული ნიმუშების ფანჯარაში.

აირჩიეთ გადასაცემი ნიმუში ან ნიმუშები.

აირჩიეთ ღილაკი „ქმედება“, დააწკაპუნეთ ღილაკებზე „გადაცემა“ და „ლაბორატორია“. 1.3 ქვეთავში აღწერილი წესით აირჩიეთ ლაბორატორია.