Იდენტიფიკატორების ინვენტარიზაცია

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - რეესტრის ძირითადი პრინციპები - საიდენტიფიკაციო ნიშნების სახეობები და რეესტრის მიმოხილვა



Inventory 1.png
ნაბიჯი 1: რეესტრი

ცირე სისტემაში ცხოველთა საყურე ნიშნების რეესტრში შესვლა შესაძლებელია რეესტრის მართვის ღილაკის მეშვეობით.

Inventory 2.png
ნაბიჯი 2: აირჩიეთ საორგანიზაციო ერთეული

რეესტრის მართვა ხდება სეს-ის საორგანიზაციო ერთეულის დონეზე, როგორიცაა, მაგალითად, სათაო ოფისი, რეგიონი, მუნიციპალიტეტი, თემი და სოფელი. საორგანიზაციო ერთეულის შერჩევა შესაძლებელია შემდეგნაირად:

1. აირჩიეთ სეს-ის ოფისის საორგანიზაციო ერთეულის სახეობა ⇒ ძებნა;

2. ჩაბეჭდეთ და მოძებნეთ ოფისის დასახელება; ან

3. ჩაბეჭდეთ და მოძებნეთ ოფისის ჯეოსტატის კოდი.

Inventory 3.png
ნაბიჯი 3: შედით სეს-ის შერჩეული ოფისის რეესტრში

მას შემდეგ, რაც ეკრანზე შერჩეული ოფისების სია გამოვა, დააწკაპუნეთ სასურველი ოფისის სტრიქონში.

შენიშვნა: სწრაფად მოსაძებნად შეგიძლიათ ფილტრის გამოყენებით შეამციროთ ეკრანზე გამოტანილი ოფისების რაოდენობა.

Inventory 4.png
ნაბიჯი 4: დაათვალიერეთ რეესტრი

ზედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება საორგანიზაციო ერთეულის დონე და პასუხისმგებელი პირი. მოცემულ საორგანიზაციო ერთეულში რეესტრში საძებნელად დააწკაპუნეთ რეესტრის ერთეულის ღილაკზე და გახსენით დიალოგის ფანჯარა.


ამის შემდეგ:

1. კონკრეტული ცხოველის საყურე ნიშნის მოსაძებნად აირჩიეთ და ჩაბეჭდეთ საყურე ნიშნის ნომერი ⇒ ძებნა; ან

2. კონკრეტული შეკვეთის ნომრის მოსაძებნად შეიყვანეთ ნომერი ⇒ ძებნა.

შენიშვნა: ეკრანზე გამოვა ათი ათასამდე საყურე ნიშანი, თუმცა, რეესტრში შეიძლება უფრო მეტი იყოს. ერთდროულად მეტი ნიშნის ეკრანზე გამოტანა პროგრამულად შეზღუდულია.

Inventory 5.png
ნაბიჯი 5: მოძებნეთ ერთეული რეესტრში

საყურე ნიშნის ტიპით მოსაძებნად აირჩიეთ ნიშნის ტიპი ⇒ ძებნა.

ამის შემდეგ შერჩეული ფილტრები დაავიწროვებს ეკრანზე გამოტანილ სიმრავლეს. ამ დროს ეკრანზე შეიძლება ჩანდეს არა უმეტეს 100 ნიშნისა. ნიშნები, რომლებიც ამ რაოდენობაში არ მოხვდა, არ გამოჩნდება.

Inventory 6.png
ნაბიჯი 6: მოძებნეთ ერთეული სიმრავლეში

4. ძებნის დაწყება ან დაზუსტება შეიძლება საყურე ნიშნების სიმრავლის შეყვანითა და ღილაკზე ძებნა დაწკაპუნებით.


შენიშვნა: სიმრავლეში ძებნა შემოიფარგლება 100 საყურე ნიშნით. თუ ამ სიმრავლიდან რომელიმე ნიშანი არ არსებობს, გამოტანილი ნიშნების რაოდენობა 100 ნიშანზე ნაკლები იქნება.

არარსებული ნიშნების გათვალისწინებით სიმრავლის დასადასტურებლად გამოიყენეთ ღილაკი „სიმრავლის დადასტურება“.

Step 1.7 Chapter 1.png
ნაბიჯი 7: სიმრავლის დადასტურება

მონიშნეთ საყურე ნიშნების დასადასტურებელი სიმრავლე და დააწკაპუნეთ ღილაკზე „სიმრავლის დადასტურება“.

თუ რომელიმე საყურე ნიშანი სიმრავლეში არ იძებნება, სისტემა ამის შესახებ გამოიტანს გაფრთხილებას და ჩამოგითვლით ნაკლულ ნომრებს.

შენიშვნა: შესაძლებელია ერთდროულად 2,000-მდე საყურე ნიშნის შემცველი სიმრავლის დადასტურება.

Uun1.png
ნაბიჯი 7: შემომავალი ტრანსფერები


შემომავალი ტრანსფერების დეტალების სანახავად უნდა დავაჭიროთ ღილაკს შემომავალი ტრანსფერები

Uun2.png
ნაბიჯი 8: მონაცემი ფანჯარაშიგამოსულ ფანჯარაში ჩვენ დავინახავთ მხოლოდ ბოლო 100 მონაცემს
Uun3.png
ნაბიჯი 9: მონაცემის ძიებათუ გვესაჭიროება უფრო ადრეული ან რაიმე კონკრეტული დროის მონაკვეთში მიღეული მონაცემის მოძიება შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პერიოდი.
Uun4.png
ნაბიჯი 10: გამავალი ტრანსფერები


გამავალი ტრანსფერების დეტალების სანახავად უნდა დავაჭიროთ ღილაკს გამავალი ტრანსფერები

Uun5.png
ნაბიჯი 11: მონაცემის ძიებათუ გვესაჭიროება უფრო ადრეული ან რაიმე კონკრეტული დროის მონაკვეთში მიღეული მონაცემის მოძიება შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პერიოდი.
Uun6.png
ნაბიჯი 12: მონაცემის ძიებათუ გვესაჭიროება უფრო ადრეული პერიოდის ან რაიმე კონკრეტული დროის მონაკვეთში მიღეული მონაცემის მოძიება შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პერიოდი.




II თავი - ცხოველის საყურე ნიშნების ახალი შეკვეთის დამატება და აქტივაცია (მხოლოდ სათაო ოფისის დონეზე)



2 - 1.png
ნაბიჯი 1: გადადით შეკვეთების ეკრანზე

შეკვეთების ეკრანზე გადასვლა შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი ორგანიზაციული ერთეულის ეკრანიდან.

ეკრანზე გამოისახება დასრულებული შეკვეთების ნუსხა, შეკვეთის სტატუსის მითითებით.

სტატუსის ტიპები და მათი შინაარსი:

  • „მოქმედი“ ნიშნავს, რომ შეკვეთა გაფორმებულია და შესრულების პროცესშია.
  • „მიწოდებული“ ნიშნავს, რომ შეკვეთა ოფისმა მიიღო, მაგრამ საყურე ნიშნები ჯერ ცირკულირებაში არ არის.

ახალი შეკვეთის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

2 - 2.png
ნაბიჯი 2: დაამატეთ შეკვეთის ზოგადი მონაცემები

1. აირჩიეთ შემკვეთი ორგანიზაციული ერთეული;

2. შეიყვანეთ პასუხისმგებელი პირი;

3. შეიყვანეთ შეკვეთის ნომერი;

4. შეიყვანეთ შესყიდვის ნომერი; და

5. შეკვეთას შექმნის თარიღი ავტომატურად დაემატება.

შეინახეთ შეკვეთა, რომელიც ახლა შეკვეთების ეკრანზე გამოსულ სიაში გამოჩნდება.

აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკვეთის დეტალების რედაქტირება. ამისათვის უნდა გადახვიდეთ შეკვეთის „ზოგად“ ფანჯარაზე.

2 - 3.png
ნაბიჯი 3: შეიყვანეთ შეკვეთის მახასიათებლები

შექმნილ შეკვეთაში შესვლა შეიძლება მის დასახელებაზე დაწკაპუნებით.

შეკვეთის ფანჯარაში შესაძლებელია:

1. ადრე შეყვანილი ზოგადი ინფორმაციის რედაქტირება;

2. მომწოდებლის დეტალების შეყვანა; და

3. შეკვეთის სიმრავლის მითითება.

ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“.

2 - 4.png
ნაბიჯი 4: დაამატეთ ინფორმაცია მომწოდებლის შესახებ

მომწოდებლის მონაცემები უჩვენებს შეკვეთის შემსრულებელი მომწოდებელი კომპანიის ძირითად და საკონტაქტო ინფორმაციას ⇒ შენახვა.

2 - 5.png
ნაბიჯი 5: საყურე ნიშნების სიმრავლე

საყურე ნიშნების სიმრავლის შესაყვანად აირჩიეთ ნახატი „სიმრავლე“ და დააწკაპუნეთ ღილაკზე „ახალი სიმრავლის დამატება“.

ეკრანზე გაიხსნება ახალი ფანჯარა. დაამატეთ:


1. საყურე ნიშნის სახეობა;

2. სიმრავლეში შემავალი ნიშნების პირველი და ბოლო ნომრები;

3. რაოდენობა (მხოლოდ ფარის / ნახირის ნიშნების შემთხვევაში);

4. საყურე ნიშნების ერთეულები;

5. მწარმოებელი;

6. მოდელი

და ⇒ შენახვა

2 - 6.png
ნაბიჯი 6: სიმრავლის დათვალიერება

ეკრანზე გამოისახება უკვე შექმნილი სიმრავლეები. აქ შესაძლებელია რამდენიმე ცხოველზე სხვადასხვა ნიშნის რამდენიმე სიმრავლის ერთდროულად დამატება.

2 - 7.png
ნაბიჯი 7: დაადასტურეთ შეკვეთის მოწოდება

შეკვეთის მოტანის შემდეგ შეკვეთების ნუსხიდან აირჩიეთ მოცემული შეკვეთა და დააწკაპუნეთ ღილაკებზე ქმედება ⇒ სტატუსის ცვლილება ⇒ მოწოდებული. შეკვეთას მიენიჭება სტატუსი „მოწოდებული“.

2 - 8.png
ნაბიჯი 8: შეკვეთის გადატანა რეესტრში

მონიშნეთ „მოწოდებული“ სტატუსის მქონე შეკვეთა და მოცემული სიმრავლე.


ღილაკებით: ქმედება ⇒ რეესტრის ერთეულის გენერირება ⇒ რეესტრის ერთეულის გენერირება, მოხდება საყურე ნიშნების გენერირება და ისინი რეესტრის მთავარ ჩამონათვალში აისახება.



III თავი - საყურე ნიშნების გაგზავნა ქვემდგომ ოფისებში




ცალკეული საყურე ნიშნის გაგზავნა



3 - 1.png
ნაბიჯი 1: ცალკეული საყურე ნიშნის გადატანა ქვემდგომ ოფისებში

გახსენით ორგანიზაციული ერთეულის რეესტრის ეკრანი, მოძებნეთ და მონიშნეთ ის საყურე ნიშნები, რომლებიც გსურთ, ორგანიზაციის ქვედა დონეს გადასცეთ.


დააწკაპუნეთ ღილაკზე „ერთეულების გადატანა ორგანიზაციულ ერთეულზე“.

3 - 2.png
ნაბიჯი 2: შეარჩიეთ ორგანიზაციული დონე

სისტემა ეკრანზე გამოიტანს ერთი დონით ქვემდგომი ერთეულების ჩამონათვალს. მაგ. ეკრანზე გამოვა მოცემულ რეგიონულ ოფისს ქვემდგომი ყველა მუნიციპალიტეტი.


დადასტურების შემდეგ საყურე ნიშნები გადავა არჩეულ ერთეულში და აისახება გამავალი საყურე ნიშნების სიმრავლედ.



საყურე ნიშნების სიმრავლის გაგზავნა


4 - 1.png
ნაბიჯი 1: საყურე ნიშნების სიმრავლის განაწილება

ორგანიზაციული ერთეულის მთავარ ეკრანზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „ერთეულთა სიმრავლის გადატანა“.

4 - 2.png
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ ინფორმაცია გადატანის დავალების შესახებ

დაამატეთ:

1. სიმრავლის პირველი და ბოლო ნომრები;

2. საყურე ნიშნების სახეობა;

3. რაოდენობა (მხოლოდ ფარის შემთხვევაში);

4. ჩატანის ადგილი (ახლად გახსნილი სიიდან);

5. მიზეზი / შენიშვნა.

დააწკაპუნეთ ღილაკზე „საყურე ნიშნების სიმრავლის გადატანა“

4 - 3.png
ნაბიჯი 3: შეამოწმეთ გადატანის დავალება

დადასტურების შემდეგ საყურე ნიშნები გადავა არჩეულ ერთეულში და აისახება გამავალი საყურე ნიშნების სიმრავლედ.

გადატანის დავალებების გაფილტვრა შეგიძლიათ ღილაკით „გადატანის დავალებების გაფილტვრა სიმრავლის მიხედვით“.



გადაზიდვის ანგარიში


5 - 1.png
ნაბიჯი 1: გადაზიდვის ანგარიში

გადაზიდვის ანგარიშის დაბეჭდვა შესაძლებელია „რეესტრის მოდულის ანგარიშზე“ დაწკაპუნებით.

Step 3.3.2 Chapter 3.png
ნაბიჯი 2: გადაზიდვის ანგარიში

გადაზიდვის ანგარიში ასახავს ორგანიზაციულ ერთეულებს შორის საყურე ნიშნების გადატანის ისტორიას.



IV თავი - საყურე ნიშნების დაბრუნება ზემდგომ ოფისებზე (არ ეხება სათაო ოფისს)



6 - 1.png
ნაბიჯი 1: მიწოდებული საყურე ნიშნების დაბრუნება

შესაძლებელია რეგიონულ ან ქვემდგომ ოფისზე უკვე მიწოდებული საყურე ნიშნების მთელი პარტიის დაბრუნება ზემდგომ ოფისში.


ამისათვის გახსენით ფანჯარა „შემომავალი საყურე ნიშნები“. აირჩიეთ პარტია და დააწკაპუნეთ ღილაკზე „რეესტრის ერთეულების დაბრუნება“.


დადასტურების შემდეგ გადატანილი პარტია დაბრუნდება.



V თავი - საყურე ნიშნების ძებნა ეროვნულ დონეზე



7 - 1.png
ნაბიჯი 1: გახსენით რეესტრში ძებნის ფანჯარა


მთავარი პარამეტრების ეკრანზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატებით ძებნა“

7 - 2.png
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ რეესტრის ნომერი

საყურე ნიშნის ნომრის მოსაძებნად აირჩიეთ „ძებნა ყველა საყურე ნიშანში“ (ღილაკი „რეესტრის ერთეული“) და შემდეგ ეკრანზე შეიყვანეთ და მოძებნეთ საყურე ნიშნის ნომერი.

დააწკაპუნეთ მწკრივზე. მარცხენა ზედა კუთხეში გამოვა ის ორგანიზაციული ერთეული, სადაც ამჟამად მოცემული საყურე ნიშანი იძებნება.



VI თავი - საყურე ნიშნების მართვა სადგომის დონეზე




რეესტრის მიმოხილვა


8 - 1.png
ნაბიჯი 1: გადადით სადგომზე

კონკრეტულ სადგომზე გადასვლის გზა იხილეთ „ინსტრუქციაში სადგომების შესახებ“.

Step 6.1.2 Chapter 6.png
ნაბიჯი 2: საყურე ნიშნების სადგომისეულ რეესტრში შესვლა

რეესტრის პარამეტრების დიალოგური ფანჯრის გასახსნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „რეესტრის ერთეული“.

8 - 3.png
ნაბიჯი 3: რეესტრის დათვალიერება

რეესტრში შესაძლებელია:


1. კონკრეტული საყურე ნიშნის მოძებნა საყურე ნიშნის ნომრით. ამისათვის შეიყვანეთ ნომერი ⇒ ძებნა;

2. კონკრეტული შეკვეთის ნომრის მოძებნა. ამისათვის შეიყვანეთ ნომერი ⇒ ძებნა;

3. საყურე ნიშნის სახეობით ძებნა.

8 - 4.png
ნაბიჯი 4: სიმრავლის ძებნა

შესაძლებელია საყურე ნიშნის სახეობით ძებნის წამოწყება ან დავიწროება. ამისათვის შეიყვანეთ საყურე ნიშნების სიმრავლე და დააწკაპუნეთ ღილაკზე „ძებნა“.

შენიშვნა: სიმრავლის ძებნისას საყურე ნიშნების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა 1,000. თუ მოცემული სიმრავლის რომელიმე საყურე ნიშანი არ იძებნება, ეკრანზე გამოვა 1,000-ზე ნაკლები საყურე ნიშანი.



საყურე ნიშნების დაბრუნება



8 - 5.png
ნაბიჯი 1: მიწოდებული საყურე ნიშნების სიმრავლის დაბრუნება

შესაძლებელია სადგომზე უკვე მიწოდებული საყურე ნიშნების მთელი პარტიის დაბრუნება ზემდგომ ოფისში.


ამისათვის გახსენით ფანჯარა „შემომავალი საყურე ნიშნები“. აირჩიეთ პარტია და დააწკაპუნეთ ღილაკზე „რეესტრის ერთეულების დაბრუნება“.


დადასტურების შემდეგ გადატანილი პარტია დაბრუნდება.

8 - 7.png
ნაბიჯი 2: მიწოდებული ცალკეული საყურე ნიშნების დაბრუნება

შესაძლებელია სადგომზე უკვე მიწოდებული ცალკეული მონიშნული საყურე ნიშნების დაბრუნება ზემდგომ ოფისში.


ამისათვის გახსენით ფანჯარა „შემომავალი საყურე ნიშნები“. აირჩიეთ სასურველი ერთეულები და დააწკაპუნეთ ღილაკზე „რეესტრის ერთეულების დაბრუნება“.

დადასტურების შემდეგ გადატანილი საყურე ნიშნები დაბრუნდება.