Ანალიზის შედეგის დამატება (მხოლოდ ლაბორატორიებისთვის)
1.1 ტესტის შედეგების მოდულში შესვლა
ნაბიჯი 1: ლაბორატორიაზე წვდომა
ლაბორატორიის ღილაკი ფანჯარაში გამოჩნდება, თუ სისტემაში შეხვალთ ისეთი მომხმარებლის სახელით, რომელსაც აქვს ლაბორატორიის ფუნქცია. დააწკაპუნეთ ღილაკზე და შედით ლაბორატორიის მოდულში. | |
ნაბიჯი 2: შედით ლაბორატორიაში
ფანჯარაში გამოვა იმ ლაბორატორიების სია, რომლებსაც თქვენი მომხმარებლის სახელი ეკუთვნის და სადაც ამ მომხმარებელს შესვლა შეუძლია.
კონკრეტული ლაბორატორიის მოძებნა შეგიძლიათ ეკრანის მარცხენა პანელზე ძებნის ველში ლაბორატორიის ნომრით, დასახელებითა და მისამართით. ეკრანზე გამოტანილ ნებისმიერ ლაბორატორიაში შესვლა შესაძლებელია მის ჩანაწერზე დაწკაპუნებით. | |
ნაბიჯი 3: ნიმუშებზე წვდომა
ნიმუშების ეკრანზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშები“. ლაბორატორიის ინფორმაციის რედაქტირებისათვის აირჩიეთ „ლაბორატორია“. | |
ნაბიჯი 4: შეიტანეთ ცვლილებები ლაბორატორიის ინფორმაციაში
ლაბორატორიის ინფორმაციის შესაცვლელად შეიყვანეთ სასურველი ინფორმაცია და დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. |
ლაბორატორიული ნიმუში
ნაბიჯი 1: დაათვალიერეთ ლაბორატორიული ნიმუშები
ნიმუშების დამუშავების ეკრანის მარცხენა პანელზე ჩამოთვლილია აქტიური ნიმუშები (მათ შორის, რომელთა სტატუსია „გზაში“ ან „მიღებული“), მარჯვენა მხარეს კი ნაჩვენებია უკვე დამუშავებული ნიმუშები („გაუქმებული“ და „დამუშავებული“). | |
ნაბიჯი 2: მიიღეთ ლაბორატორიული ნიმუში
შედეგების დამატებამდე აირჩიეთ ფიზიკურად მიღებული ის ნიმუშები, რომელთა სტატუსია „გზაში“ და მენიუდან „ქმედება“ და „სტატუსის შეცვლა“ შეუცვალეთ ნიმუშს სტატუსი ქვემოთ მოცემულთაგან ერთერთით:
1. მიღებული - თუ ნიმუში სტანდარტის შესაბამისია და მისი ტესტირება შესაძლებელია; ან 2. გაუქმებული - თუ ნიმუში სტანდარტის შეუსაბამოა და მისი ტესტირება შეუძლებელია. შენიშვნა: გაუქმებული ნიმუშები სტატუსით „გაუქმებული“ გადავა ეკრანის მარჯვენა ნაწილში. | |
ნაბიჯი 3: დაამატეთ ტესტის შედეგი
ტესტზე შედეგის დასამატებლად აირჩიეთ ნიმუში ან ნიმუშები, გახსენით მენიუ „ქმედება“, აირჩიეთ „ტესტის შედეგზე სტატუსის მითითება“ და აირჩიეთ ერთერთი სამი შედეგიდან (უარყოფითი, დადებითი, არასრული). შენიშვნა: ნიმუშები, რომელთაც შედეგი უკვე განესაზღვრათ, გადავა ეკრანის მარჯვენა ნაწილში სტატუსით „დამუშავებული“. |
ნიმუშის ინფორმაციის რედაქტირება
ნაბიჯი 1: შეიტანეთ ცვლილებები ნიმუშის ინფორმაციაში
შესაძლებელია ნიმუშის ინფორმაციაში დაშვებული შეცდომების გასწორება. ამისათვის აირჩიეთ ნებისმიერი სტატუსის მქონე ნიმუში ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშის რედაქტირება“. რედაქტირების შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“ |