Პასუხისმგებელი პირები
I თავი - პასუხისმგებელი პირის რეგისრაცია
| ნაბიჯი 1:
სადგომის პასუხისმგებელი პირის დასარეგისტრირებლად გახსენით პიროვნების მოდული. | |
| ნაბიჯი 2:
დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“ გაიხსნება ახალი ფანჯარა. | |
| ნაბიჯი 3: გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები დასარეგისტრირებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის შესახებ.
| |
| ნაბიჯი 4: პირის რეგისტრაციის ღილაკი „დამატება“ აგრეთვე ხელმისაწვდომია სადგომის ეკრანზე, კერძოდ, ფანჯარაში „სადგომის მფლობელი, მომვლელი და სადგომთან ასოცირებული პირი“. |
II თავი - პასუხისმგებელი პირის პოვნა და დათვალიერება
| ნაბიჯი 1: პიროვნების საპოვნელად გახსენით განყოფილება "პიროვნება". | |
| ნაბიჯი 2: პიროვნების ძებნა შეიძლება სხვადასხვა მონაცემით. საჭიროების შემთხვევაში, თუ მხოლოდ მონაცემის ნაწილით მოხდა ძიება და სია დიდია, შესაძლებელია მიღებული შედეგების გაფილტვრა. | |
| ნაბიჯი 3: პირზე ჩაწერილი ინფორმაციის დათვალიერება-რედაქტირებისათვის დააწკაპუნეთ შესაბამის ველზე. რედაქტირების შედეგების შესანახად დააწკაპუნეთ ღილაკ "შენახვა"-ზე. | |
| ნაბიჯი 4:
იმ სადგომების სანახავად, რომელთანაც მოცემული პიროვნებაა დაკავშირებული, შევდივართ პიროვნების მენიუში და შემდეგ ვხსნით სადგომის განყოფილებას. პიროვნებასთან სადმომის დასაკავშირებლად გამოიყენეთ ღილაკი „არსებულის პოვნა“ და შესარჩევად გახსენით სადგომების რეესტრი სადაც აარცევთ სასურველ სადგომს. ამგვარადვე შესაძლებელია სადგომის დათვალიერება და მასზე მომვლელისა და ასოცირებული პირების მიბმა. | |
| ნაბიჯი 5: მოცემული პიროვნების „მფლობელის სერტიფიკატის“ ამობეჭდვა შესაძლებელია ღილაკის „ბეჭდვა“ გამოყენებით. | |
| ნაბიჯი 6: მფლობელის სერტიფიკატში მოცემულია პიროვნების შესახებ მონაცემები და ყველა ის სადგომი, შესაბამისი ფუნქციების მითითებით, რომლებთანაც ის დაკავშირებულია. |
III თავი - სადგომზე პასუხისმგებელი პირის რეგისტრაცია და რედაქტირება
| ნაბიჯი 1: სადგომზე პასუხისმგებელი პირის დასარეგისტრირებლად გადადით მოცემული სადგომის ეკრანზე. | |
| ნაბიჯი 2: სადგომში რეგისტრირებული პირების სანახავად გახსენით „პასუხისმგებელი პირების“ განყოფილება. | |
| ნაბიჯი 3: თუ სადგომზე მფლობელად დასამატებელი პიროვნება სისტემაში უკვე რეგისტრირებულია, მისი სადგომზე მიბმა შესაძლებელია ღილაკით „არსებულის პოვნა“. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი „დამატება“ და დაარეგისტრიროთ ახალი პიროვნება, რომელიც ავტომატურად მიებმება სადგომს. საჭიროების შემთხვევაში, მფლობელის წაშლა შეიძლება მისი მონიშვნითა და ღილაკის „მფლობელის წაშლა“ გამოყენებით. | |
| ნაბიჯი 4: უკვე რეგისტრირებული პირის მომვლელად დამატება შესაძლებელია ღილაკის „იპოვეთ არსებული“ გამოყენებით. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი „დამატება“ და დაარეგისტრიროთ ახალი პირი, რომელიც ავტომატურად მიებმება სადგომს. საჭიროების შემთხვევაში, მომვლელის წაშლა შეიძლება მისი მონიშვნითა და ღილაკის „მომვლელის წაშლა“ გამოყენებით. | |
| ნაბიჯი 5: სადგომთან ასოცირებული პირი არის ისეთი პირი, რომელიც ცხოვრობს სადგომის რეგისტრაციის ადგილას და დაკავშირებულია (მათ შორის ნათესაობით) მფლობელთან, მაგრამ პირდაპირ არ არის პასუხისმგებელი ცხოველებზე. ასოცირებულმა პირმა შეიძლება შეასრულოს სადგომის ალტერნატიული საკონტაქტო პირის მოვალეობა.თუ სადგომზე ასოცირებულ პირად დასამატებელი ადამიანი სისტემაში უკვე რეგისტრირებულია, მისი სადგომზე მიბმა შესაძლებელია ღილაკით „არსებულის პოვნა“.
საჭიროების შემთხვევაში, მისი წაშლა შეიძლება მისი მონიშვნითა და ღილაკის „ასოცირებული პირის წაშლა“ გამოყენებით. |