Ძირითადი ინტერფეისი

From NAITS
Jump to navigation Jump to search

I თავი - ავტორიზაცია


M1.png
ნაბიჯი 1: გაიარეთ ავტორიზაცია

შეიყვანეთ თქვენთვის სეს-ის მიერ მონიჭებული მომხმარებლის სახელი (ზედა ველი) და პაროლი (ქვედა ველი) და დააწკაპუნეთ ღილაკზე „ავტორიზაცია“.

ავტორიზაციის ფანჯრის ენის შესაცვლელად აირჩიეთ შესაბამისი ენის აბრევიატურა EN (ინგლისური) ან KA (ქართული).

თუ პაროლი დაგავიწყდათ, დააწკაპუნეთ ღილაკზე „პაროლის აღდგენა“.

M2.png
ნაბიჯი 2: პაროლის შეცვლა

პირველად შესვლისას სისტემა მოგთხოვთ პაროლის შეცვლას.

შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და დააწკაპუნეთ ღილაკზე „პაროლის აღდგენა“.

თქვენს მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოიგზავნება აქტივაციის წერილი. შეამოწმეთ ფოსტა და მიჰყევით ეკრანზე გამოტანილ ინსტრუქციას.



II თავი - მთავარი ინტერფეისი



2.1 MI.png
ნაბიჯი 1: მთავარი ინტერფეისი

მთავარი ინტერფეისი სამ ნაწილად: მარცხენა, მარჯვენა და შუა განყოფილებადაა წარმოდგენილი. აქ მოცემულია პროგრამის ნავიგაციისა და ფუნქციების მართვის ყველა ხელსაწყო.

ისრით მონიშნულია ძირიტადი მენიუს ღილაკი.

2.2 MI.png
ნაბიჯი 2: მარცხენა განყოფილება

მარცხენა მხარეს ხუთი ხატულა არის აღნიშნული (ქვემოდან ზემოთ):

  1. სისტემიდან გასვლა;
  2. შეტყობინებები;
  3. მომხმარებლის პროფილი;
  4. სპეციალიზებული ძებნა;
  5. მთავარი მენიუს მოდულების ჩამონათვალი.

სისტემიდან გამოსვლის ღილაკი (გამომრთველი) გამოიყენება სამუშაოს დასრულების შემდეგ პროგრამიდან გასასვლელად. მასზე დაწკაპუნების შემთხვევაში, პროგრამაში შემდეგი შესვლისას პროგრამა ავტორიზაციას მოითხოვს.

2.3 MI.png
ნაბიჯი 3: მარცხენა განყოფილება - შეტყობინებები

შეტყობინებების ღილაკით იხსნება ფანჯარა, სადაც გამოჩნდება მიღებული შეტყობინებები.

ყოველთვის ყურადღებით გაეცანით შეტყობინებებს და მიჰყევით ინსტრუქციებს.

M6.png
ნაბიჯი 4: მარცხენა განყოფილება - მომხმარებლის პროფილი

მომხმარებლის პროფილის ფანჯარაში ეკრანზე გამოდის მომხმარებლის მონაცემები, სადაც შეგიძლიათ მომხმარებლის პროფილის შესახებ მონაცემების დამატება და შეცვლა.

ამავე ფანჯარაში შეიძლება პაროლისა და პაროლის აღსადგენად ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლა.

M7.png
ნაბიჯი 5: მარცხენა განყოფილება - მოდულების ჩამონათვალი

NAITS სისტემის ტავარი მენიუს ღილაკზე დაწკაპუნებით ეკრანზე გამოვა მენიუ ტექსტის სახით ხატულების გარეშე. ეს ღილაკი ასრულებს ცენტრალური სანავიგაციო მოდულის ფუნქციას.

2.6 MI.png
2026-06-15 17 31 53-საერთო - Wordაა.png
ნაბიჯი 6:შეტყობინენიბი

აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით მოხვდებით შეტყობინებების მართვის ფანჯარაში სადაც შესაძლებლობა გაქვთ:

  1. შეტყობინებების ძებნა.
  2. ახალი შეტყობინებების გაგზავნა.
  3. თქვენთვის განკუთვნილი შეტყობინებების ნახვა.
  4. თქვენი შექმნილი შეტყობინებების ნახვა.
  5. არქივირებული შეტყობინებების ნახვა.
2026-06-15 17 49 28-Sticky Notesგფ.png
ნაბიჯი 7: ცენტრალური განყოფილება - მოდულების ჩამონათვალი

მოცემული ღილაკების უკან არის დასახელების შესაბამისი სისტემის სხვადასხვა ფუნქციონალი:

  1. ცხოველი;
  2. გაჯანმრთელობის სტატუსი;
  3. სადგომი;
  4. პიროვნება;
  5. ლაბორატორიული ნიმუში;
  6. შ.ბ. ცხოველები;
  7. პოპულაცია;
  8. კარანტინი;
  9. RFID იმპორტის მექანიზმი;
  10. ორგანიზაციული ერთეული;
  11. ვაქცინაციის კამპანია;

ცენტრალურ ნაწილში მოცემულ მოდულების ჩამონათვალში მოქცეული ღილაკების გამოყენება განმარტებულია თემების მიხედვით.

2.8 MI.png
ნაბიჯი 8: ცენტრალური განყოფილება - აქტიური მოდულები

მოდულების ამსახველი, ეკრანზე გამოტანილი ღილაკების აქტიური/ხილული სტატუსი დამოკიდებულია იმაზე, თუ წვდომის რა უფლებები გაქვთ მონიჭებული სისტემაში.

2.12 MI.png
ნაბიჯი 12: ცენტრალური განყოფილება - სწრაფი ძებნა

სწრაფი ძებნა საშუალებას გაძლევთ, იოლად იპოვოთ ცხოველები, სადგომები და სადგომზე პასუხისმგებელი პირები საკვანძო პარამეტრებით - უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრითა და სახელით.

ძებნის დასაწყებად ველში შეიყვანეთ სულ მცირე ოთხი სიმბოლო.

2.13 MI.png
ნაბიჯი 13: მარჯვენა განყოფილება - ინფორმაცია

მარჯვენა განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია სისტემაში შესული მომხმარებლის, მიმდინარე თარიღისა და დროის შესახებ.

ავტორიზაციის ფანჯრის ენის შესაცვლელად აირჩიეთ შესაბამისი ენის აბრევიატურა EN (ინგლისური) ან KA (ქართული).

2.14 MI.png
ნაბიჯი 14: მარჯვენა განყოფილება - ღილაკები

მარჯვენა განყოფილებაში სამი ღილაკია (ქვემოდან ზემოთ):

  1. ადმინისტრატორის მოდული;
  2. გამოყენების ინსტრუქცია;
  3. ანგარიშების მოდული.

დეტალური ინფორმაცია ადმინისტრატორისა და ანგარიშების მოდულების შესახებ იხილეთ წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამის თავებში.

M9.png
ნაბიჯი 15: მარჯვენა განყოფილება - გამოყენების ინსტრუქცია

„გამოყენების ინსტრუქციის“ ღილაკზე დაწკაპუნებით იხსნება მენიუ, რომლიდანაც შეიძლება წინამდებარე ინსტრუქციის გახსნა და ჩამოტვირთვა.

2.16a MI.png
ნაბიჯი 16: სპეციალიზებული ძებნა 1

მენიუს გასახსნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სპეციალიზებული ძებნა“.

M10.png
ნაბიჯი 17: სპეციალიზებული ძებნა 2

ღილაკზე „საექსპორტო სერტიფიკატების ძებნა“ დაწკაპუნებით შესაძლებელია მოცმული დოკუმენტების მოძიება და დათვალიერება. ღილაკზე „ინვენტარის ძიება“ დაწკაპუნებით შესაძლებელია გაუნაწილებელ ინვენტარში ინდივიდუალური საყურე ნიშნის ძებნა ყველა დონეზე.