Ცხოველიდან/სადგომიდან აღებული ნიმუშის რეგისტრაცია (სახელმწიფო ინსპექტორებისთვის)
I თავი - ცხოველის ან სადგომის ნიმუშის შექმნა
| ნაბიჯი 1: იპოვეთ ცხოველი ან სადგომი
სწრაფი ან დეტალური ძებნის საშუალებით გადადით იმ ცხოველზე ან სადგომზე, რომლისგანაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება. ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის სადგომი.
|
1.1 - ნიმუშის დარეგისტრირება სადგომიდან
| ნაბიჯი 1: შექმენით ნიმუში სადგომის საფუძველზე
კამპანიის ნიმუშების რეგისტრაცია შესაძლებელია ისეთი ნიმუშების შემთხვევაში, რომლებიც აღებულია სადგომიდან (ნაცხი, ნიადაგი, საკვები, ა.შ.) ან ცხოველისგან.
| |
| ნაბიჯი 2: დაამატეთ ახალი ნიმუში
ნიმუშების ფანჯარაში ჩამოთვლილია ყველა ის ნიმუში, რომლებიც აღებულია სადგომის დონეზე; მათ შორის, უკვე დამუშავებული ნიმუშები (პასუხებით)- მარჯვნივ და დასამუშავებელი ნიმუშები - მარცხნივ.
| |
| ნაბიჯი 3: დაამატეთ მონაცემები ახლადშექმნილ ნიმუშს
რეგიონული ოფიცრის მითითების შესაბამისად, დაამატეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
2. ნიმუშის სახეობა.
4. ნიმუშის აღების თარიღი.
| |
| ნაბიჯი 4: დაათვალიერეთ ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ სადგომის დონეზე ეკრანზე „ლაბორატორიული ნიმუშები“ გამოვა მოცემული სადგომიდან როგორც ცხოველის, აგრეთვე სადგომის დონეზე აღებული ყველა ნიმუში. |
1.2 - ცალკეული ცხოველის დარეგისტრირება დარეგისტრირება
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველის ეკრანზე
ცხოველის ეკრანზე გადასვლა შესაძლებელია ეკრანზე „სადგომი“ „ცხოველის“ განყოფილებიდან ან ცხოველის სწრაფი ან ჩვეულებრივი ძებნით. მარცხენა პანელზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშები“. | |
| ნაბიჯი 2: დაამატეთ ახალი ნიმუში
ნიმუშების ფანჯარაში ჩამოთვლილია ყველა ის ნიმუში, რომლებიც აღებულია სადგომის დონეზე; მათ შორის, უკვე დამუშავებული ნიმუშები (პასუხებით)- მარჯვნივ და დასამუშავებელი ნიმუშები - მარცხნივ.
| |
| ნაბიჯი 3: დაამატეთ მონაცემები ახლადშექმნილ ნიმუშს
რეგიონული ოფიცრის მითითების შესაბამისად, დაამატეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
2. ნიმუშის სახეობა.
4. ნიმუშის აღების თარიღი.
|
1.3 - ცხოველის ნიმუშის დარეგისტრირება კამპანიის ფარგლებში
| ნაბიჯი 1: გადადით ცხოველების ეკრანზე
ცხოველების ეკრანზე მონიშნეთ ის ცხოველები, რომლებისგანაც ნიმუშები უკვე აღებულია კამპანიის ინსტრუქციის შესაბამისად. | |
| ნაბიჯი 2: დაამატეთ ქმედება
დაამატეთ ქმედების თარიღი. ამის შემდეგ ქმედების მენიუდან აირჩიეთ აქტივობათა ქვემენიუ და დააწკაპუნეთ ნიმუშების იმ კამპანიაზე, რომელიც განსაზღვრულია ინსტრუქციით. აირჩიეთ ნიმუშის არების თარიღი და დაარეგისტრირეთ ნიმუშები. | |
| ნაბიჯი 3: შეამოწმეთ ნიმუშის შექმნის შედეგი
დაბრუნდით სადგომის ეკრანზე ან ცალკეული ცხოველის ეკრანზე (ამისათვის დააწკაპუნეთ ცხოველის უჯრაში) და ნიმუშების ფანჯარაში გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკებზე „სხვა“⇒ „ლაბორატორიული ნიმუშები“. მარცხენა პანელზე სტატუსით „აღებული“ გამოჩნდება კამპანიის ფარგლებში აღებული ნიმუში ყველა შეყვანილ მონაცემთან ერთად.
| |
| ნაბიჯი 4: დაარედაქტირეთ ნიმუშის მონაცემები
თუ გსურთ, ნიმუშზე შეყვანილი ინფორმაცია შეცვალოთ, დააწკაპუნეთ ნიმუშის ჩანაწერზე, შემდეგ კი - ღილაკზე „ლაბორატორიული ნიმუშის რედაქტირება“ და შეიტანეთ სასურველი ცვლილებები. ფანჯრის დახურვამდე დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. |