|
|
ნაბიჯი 1: იპოვეთ ის სადგომი, რომელშიც ცხოველი უნდა შეიქმნას
ახალი ცხოველის დასამატებლად, პირველ რიგში, უნდა იპოვოთ ან შექმნათ ის ჰოლდინგი, რომელშიც უნდა დარეგისტრირდეს ცხოველი.
ეკრანულ მენიუში დააწკაპუნეთ სადგომების ღილაკზე.
შენიშვნა: სადგომის პოვნის ან შექმნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ.
|
|
|
ნაბიჯი 2: სადგომის ეკრანზე გადადით ცხოველების განყოფილებაში
სადგომის მთავარ ეკრანზე დაინახავთ ცხოველის თითოეული ტიპის ან ფარის თუ ნახირის რაოდენობას.
ინდივიდუალურად რეგისტრირებული სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველები“ და გახსენით მენიუ.
|
|
|
ნაბიჯი 3: ცხოველების განყოფილება
განყოფილებაში, ეკრანის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში მოცემულია აქტიური (ვალიდური) და არააქტიური (სხვადასხვა სტატუსის მქონე) ცხოველების ჩამონათვალი.
|
|
|
ნაბიჯი 4: დაამატეთ ახალი ცხოველი
ცხოველის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც აუცილებელი მონაცემები უნდა შეიტანოთ.
|
|
|
ნაბიჯი 5:
ახალი ცხოველის ფორმა რომ გაიხსნება, იქ უკვე არჩეული იქნება მისი რეგისტრაციის ქვეყანა - საქართველო.
თუ ცხოველი ევროკავშირის ქვეყნიდანაა და მის მფლობელს სურს, მასზე უკვე გაცემული საყურე ნიშანი შეინარჩუნოს, მონიშნეთ წარმოშობის შესაბამისი ქვეყანა.
|
|
|
ნაბიჯი 6: დაამატეთ ცხოველის ნომერი
შესაბამის გრაფაში შეიყვანეთ ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი.
ქართული საყურე ნიშნის იდენტიფიკატორი 8 ციფრიანია. თქვენ მიერ შეყვანილი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ რეგიონში ან მუნიციპალიტეტში რეესტრში არსებულ ნომრებს.
|
|
|
ნაბიჯი 6ა:
თუ გრაფაში არარსებულ ნომერს შეიყვანთ, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
|
|
|
ნაბიჯი 7:
თუ გრაფაში შეიყვანეთ ცხოველის უკვე არსებული ნომერი და ტიპი, სისტემა ეკრანზე გამოგიტანთ ცხოველსა და მისი სადგომის ნომერს.
სისტემა გკითხავთ, ხომ არ გსურთ ცხოველის გადაყვანა (პირდაპირ გადაყვანა) ამ სადგომში.
გააუქმეთ ქმედება და შეამოწმეთ შეყვანილი ნომერი.
შეტყობინების დაბრუნება იმის მაჩვენებელია, რომ ცხოველი უკვე შექმნილია. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით ადმინისტრატორს.
პირდაპირ გადაყვანა გამოიყენეთ მხოლოდ ზემდგომის ნებართვით.
|
|
|
ნაბიჯი 8:
არა-ევროკავშირის ქვეყნიდან შემოყვანილი ცხოველის შემთხვევაში, მისი საყურე ნიშანი და ნომერი უნდა ჩანაცვლდეს ქართულით.
მფლობელის სურვილით, ქართულით შეიძლება, აგრეთვე, ჩანაცვლდეს ევროკავშირის საყურე ნიშნები ან ნომრები.
ახალი, ქართული ნომრის დამატების შემდეგ, აგრეთვე, დაამატეთ თავდაპირველი ნომერი და მიუთითეთ წარმოშობის ქვეყანა.
|
|
|
ნაბიჯი 9:
შეიყვანეთ ცხოველის რეგისტრაციის თარიღი და ცხოველის გარეგნობის აღწერილობა (ტიპი, სქესი, შეფერილობა, ჯიში).
|
|
|
ნაბიჯი 10: დაამატეთ ცხოველის დაბადების თარიღი
თუ დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, გრაფა დატოვეთ ცარიელი. სამაგიეროდ, მითითებულ გრაფაში შეიყვანეთ ცხოველის სავარაუდო ასაკი წლებში ან თვეებში. დააწკაპუნეთ ღილაკზე „ასაკის გამოთვლა“ და სისტემა დაბადების მიახლოებით თარიღს ავტომატურად ჩასვამს.
თუ ასაკის შეყვანისას შეცდომა დაუშვით, დააწკაპუნეთ ღილაკს „ასაკის ჩამოყრა“.
|
|
|
ნაბიჯი 11: შეიყვანეთ ცხოველის იდენტიფიკაციის თარიღი
დაამატეთ ცხოველზე საიდენტიფიკაციო ნიშნის დამაგრების თარიღი, რომელიც მითითებულია სტატუსის განახლების ფორმაში.
|
|
|
ნაბიჯი 12: ცხოველის სიკვდილის თარიღი
როდესაც სადგომში ან სასაკლაოზე ცხოველის სტატუსი იცვლება და ხდება „მკვდარი“, „განადგურებული“ ან „დაკლული“, ეს გრაფა ავტომატურად ივსება.
|
|
|
ნაბიჯი 13: დაამატეთ ცხოველის მშობლების ნომრები
თუ ცხოველის მშობლების საიდენტიფიკაციო ნომრები ცნობილია, უნდა მოხდეს მათი მითითება ეკრანის ძირში განთავსებულ გრაფებში (ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში უნდა მიეთითოს პარტიის ნომერი).
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ დედის ნომრად მამრობითი სქესის ცხოველის ნომრის ან პირიქით მითითებისას, სისტემა ნომერს არ მიიღებს.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მონაცემები შეინახეთ.
|
|
|
ნაბიჯი 14: ამობეჭდეთ ცხოველის ჩანაწერი / პასპორტი
ცხოველის ჩანაწერში შესასვლელად დააწკაპუნეთ მოცემული ცხოველის შემცველ მწკრივზე.
ცხოველის ჩანაწერში შესულებმა ცხოველის ჩანაწერის / პასპორტის ამოსაბეჭდად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაბეჭდვა“⇒ „ცხოველის ჩანაწერი“.
|