Ანგარიშები

From NAITS
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to navigation Jump to search

I თავი - ზოგადი ანგარიშები



Q1.png
ნაბიჯი 1: გადადით ანგარიშებზე

ეკრანის მარჯვენა ნაწილში დააწკაპუნეთ ღილაკზე „ანგარიშები“.

Q2.png
ნაბიჯი 2: გადადით ზოგად ანგარიშებზე

ზოგადი ანგარიშები წარმოადგენს სპეციალურ ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია ეროვნულ დონეზე NAITS-ის სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის არჩეული სტატუსის მონაცემების საჩვენებლად.

გაითვალისწინეთ, რომ PDF ანგარიშში შესაძლებელია მაქსიმუმ 5,000 ჩანაწერის ჩვენება. თუ აღნიშნული სტატუსის მქონე ჩანაწერების რაოდენობა ძალიან დიდია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ანგარიშის გენერირებაზე — როგორც სიჩქარის, ასევე სერვერის მიერ მოთხოვნის დამუშავებისთვის გამოყოფილი დროის ლიმიტის (timeout) თვალსაზრისით.

Q3.png
ნაბიჯი 3: ზოგადი ანგარიშები

სისტემა ქმნის შემდეგი სახის ანგარიშებს:

  1. სადგომის ინფორმაცია - ანგარიშში მოცემულია ქვეყანაში არსებული ყველა სადგომი, რომელთაც პასუხისმგებელი პირი მინიჭებული არ ჰყავს;
  2. დაინფიცირებული ზონა - ანგარიშში მოცემულია ის ზონები, რომლებსაც მინიჭებული აქვს ეპიდემიოლოგიური რისკი დაავადების მიხედვით;
  3. რეგისტრირებული საყურე ნიშნების დიაპაზონები - ანგარიშში მოცემულია NAITS სისტემაში ჩატვირთული რეესტრის ნომრების დიაპაზონები.



II თავი - ცარიელი ანგარიშები



Q4.png
ნაბიჯი 1: გადადით ცარიელ ანგარიშებზე

დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცარიელი ანგარიშები“.

ცარიელი ანგარიშები არის ფორმები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო იყენებს ისეთი ინფორმაციის აღსარიცხად, რომელიც ცირე სისტემაში არ იწერება, მაგრამ გამოიყენება სისტემის მომხმარებელთა მიერ.

Q5.png
ნაბიჯი 2: ცარიელი ანგარიშები

სისტემაში არსებობს შემდეგი სახის ცარიელი ანგარიშები:

  1. ცხოველის რეგისტრაციის ფორმა (ცრფ) გამოიყენება ახალი ცხოველების რეგისტრაციისათვის ახლად დაფუძნებული სადგომებისა და აგრეთვე იმ დროებითი სადგომებისთვის;
  2. სადგომის რეგისტრაციის ფორმა (სრს) გამოიყენება ახალი სადგომის თავდაპირველი რეგისტრაციისა და ცირე სისტემისათვის აუცილებელი ყველა მონაცემის შესაგროვებლად;
  3. სტატუსის განახლების ფორმა (სგფ) გამოიყენება სადგომის სტატუსის განსაახლებლად და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, აღრიცხოს სადგომის ყველა აუცილებელი მონაცემი. მისი გამოყენება შეიძლება სისტემის მიერ ავტომატურად წინასწარ შევსებული ან ცარიელი სახით;
  4. ცხოველის ნიმუშის ფორმა (ცნფ) გამოიყენება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების რეგისტრაციისათვის. ეს ფორმაც გამოიყენება წინასწარ შევსებული ან ცარიელი სახით.



III თავი - კონკრეტული სოფლის ანგარიშები



Q7.png
ნაბიჯი 1: გადადით კონკრეტული სოფლის ანგარიშებზე

კონკრეტული სოფლის ანგარიშები იქმნება სოფლის დონეზე. პანელზე გადასასვლელად საჭიროა შესაბამისი სოფლის არჩევა.

სოფლის არჩევის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „არჩეული სოფლისთვის ანგარიშების გამოტანა“.

Q8.png
ნაბიჯი 2: დროის პერიოდი

კონკრეტული სოფლის ანგარიშები ინფორმაციას იძლევა თქვენ მიერ შერჩეული დროით პერიოდში მომხდარი მოვლენების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ PDF ფორმატის ანგარიშში წარმოდგენილი შეიძლება იყოს არა უმეტეს 5,000 ჩანაწერისა. თუ მონიშნული პერიოდი მეტისმეტად ხანგრძლივია და ანგარიშში ზედმეტად ბევრი მოვლენა უნდა შევიდეს, ანგარიშის შექმნის პროცესი შეიძლება შენელდეს.

Q9.png
ნაბიჯი 3: სტატუსის განახლების ფორმა

კონკრეტული სოფლის სტატუსის განახლების ფორმაზე დაწკაპუნებით ხდება მითითებული პერიოდის მითითებული სოფლის სტატუსის განახლების შევსებული ფორმის ამობეჭდვა.

ეს ფორმა ჩვეულებრივ გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვითი კამპანიების დროს სადგომში ვიზიტის საშუალებით ინფორმაციის განსაახლებლად.

სგფ-ის სათანადოდ დასასათაურებლად მის ამობეჭდვამდე შეარჩიეთ კამპანიის დასახელება აქტიურ კამპანიათა სიიდან.

3.4 RM.png
ნაბიჯი 4: სტატუსის განახლების ფორმის სარჩევი

სტატუსის განახლების ანგარიშში ანბანური თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი მითითებულ პერიოდში მოცემულ სოფელში რეგისტრირებული ყველა სადგომი. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული სადგომის რიგითი ნომერი ასევე მეორდება ამ სადგომის გვერდზე და საშუალებას გაძლევთ, ადვილად გადახვიდეთ იმ გვერდზე, რომელზეც მოცემულია ინფორმაცია ამ სადგომის შესახებ.

3.5 RM.png
ნაბიჯი 5: სტატუსის განახლების ფორმის სია

სადგომები ჩამოთვლილია წინასწარ შევსებული ყველა შესაბამისი მონაცემის მითითებით. ეს საშუალებას იძლევა, რომ მისი ვალიდურობა ადვილად გადამოწმდეს და მოხდეს რეალურად არსებული ცხოველების რიცხვის შედარება NAITS სისტემის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ცხოველების რაოდენობასთან.

გაითვალისწინოთ, რომ სადგომის რიგითი ნომერი მოცემულია საკუთრივ სადგომის გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში.

Q10.png
ნაბიჯი 6: სადგომის რიგითი ნომერი ცირე სისტემაში

სიაში წინა ან შემდეგ სადგომზე გადასვლა შესაძლებელია ეკრანზე მოცემული მარცხენა და მარჯვენა ისრებით.

Q11.png
ნაბიჯი 7: დანარჩენი კონკრეტული სოფლის ანგარიშები

გარდა ამისა, სოფლის დონეზე შესაძლებელია შემდეგი სახის ანგარიშების ამობეჭდვა:

  • მოცემულ პერიოდში დაბადებული ცხოველების სია;
  • მოცემულ პერიოდში დაღუპული ცხოველების სია;
  • მოცემულ პერიოდში გასული ცხოველების სია;
  • მოცემულ პერიოდში შემოსული ცხოველების სია;
  • მოცემულ პერიოდში დაკარგული ან მოპარული ცხოველების სია.



IV თავი - ინვოისები



Q12.png
ნაბიჯი 1: გადადით ზედნადების შექმნაზე

ზედნადების ანგარიშებზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ზედნადების შექმნა“.

ინვოისი არის ანგარიშის სახეობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სისტემაში მიაკვლიოთ რეგისტრირებულ დროით და სივრცულ აქტივობებს. ინვოისებში მოცემულია ცირე სისტემაში სადგომებზე და ცხოველებზე განხორციელებული ქმედებების შედეგები და გამოიყენება ცხოველის ჯანდაცვის კამპანიების დროს საველე ვეტერინარების მიერ ჩატარებული საქმიანობისა და მისი შედეგების მოსაძებნად.

Q13.png
ნაბიჯი 2: ზედნადების ტიპები

სისტემა ქმნის შემდეგი სახის ზედნადებებს:

  1. კონკრეტული მომხმარებლის - ასეთ დროს სისტემა იძლევა მოხსენებას მოცემულ პერიოდსა და ადგილზე შერჩეული მომხმარებლის განხორციელებული აქტივობის შესახებ;
  2. საერთო ზედნადები - ასეთ დროს სისტემა იძლევა მოხსენებას მოცემულ პერიოდსა და ადგილზე ყველა მომხმარებლის განხორციელებული აქტივობების შესახებ.
Q14.png
ნაბიჯი 3: კონკრეტული მომხმარებლის ინვოისები
  1. მომხმარებელთა ჩამოსაშლელ სიაში შეარჩიეთ სასურველი მომხმარებელი;
  2. მიუთითეთ ანგარიშის პერიოდი;
  3. მიუთითეთ ადმინისტრაციის დონე, რომელზეც გსურთ ანგარიშის შექმნა;
  4. შეარჩიეთ ინვოისის ტიპი.


რეკომენდებულია, რომ მუნიციპალიტეტზე უფრო დაბალ დონეზე ანგარიშები არ მომზადდეს ერთ კალენდარულ თვეზე მეტი პერიოდისთვის.

თუ ანგარიში არ გენერირდება, შეამცირეთ გეოგრაფიული არეალი და დროის პერიოდი და სცადეთ ხელახლა.

Q20.png
ნაბიჯი 4: ანგარიში ინვოისების შესახებ

ანგარიში ინვოისების შესახებ არის კრებითი ანგარიში, რომელშიც მოკლედ არის მოცემული ერთ ადგილას და კონკრეტულ დღეებში ჩატარებული ქმედებები. ამ ანგარიშის გამოყენება შეიძლება სისტემაში რეგისტრირებული ქმედებების მთლიანი რიცხვის სწრაფად სანახავად.

Q21.png
ნაბიჯი 5: დეტალური ანგარიში ინვოისების შესახებ

დეტალურ ანგარიშში ისეთივე მონაცემები შედის, რაც ზედა, ჯამურ ინვოისში. თუმცა, თითოეულ ქმედებას ცალკე მწკრივი ეთმობა და აგრეთვე შესაძლებელია ანგარიშში შესული თითოეული ქმედების დეტალური ჩაშლის ნახვაც.

Q22.png
ნაბიჯი 6: საერთო ინვოისი

საერთო ინვოისი ისევე მუშაობს, როგორც კონკრეტული მომხმარებლის ინვოისი, შემდეგი განსხვავებით:

  1. მომხმარებლის შერჩევის ინსტრუმენტი გათიშულია;
  2. მუნიციპალიტეტის ან უფრო დაბალ დონეზე შესაძლებელია ერთი კალენდარული თვის ან უფრო მოკლე პერიოდის ქმედებების შეჯამება.


თუ ანგარიშის ამობეჭდვა არ მოხდა, შეამცირეთ სივრცული ან დროითი დიაპაზონი და კვლავ სცადეთ.



V თავი - სტატისტიკური ანგარიშები




Q16.png
ნაბიჯი 1: სტატისტიკურ ანგარიშებზე წვდომა

სტატისტიკურ ანგარიშებზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სტატისტიკური ანგარიშის შექმნა“.

სტატისტიკური ანგარიშები მოიცავს სპეციალიზებულ ანგარიშებს სოფლის, მუნიციპალიტეტის, რეგიონის და ცენტრალურ დონეზე სხვადასხვა მდგომარეობის შესახებ.

Q17.png
Q23.png
ნაბიჯი 2: სტატისტიკური ანგარიშები

სისტემა ქმნის რამდენიმე სახის სტატისტიკურ ანგარიშს.

ანგარიშების უმეტესობა მათზე დაწკაპუნებისას გამოიტანს დამატებით ველებს, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული ადგილი, თარიღი ან ჯანდაცვითი ღონისძიებების კამპანია.

ანგარიშის პარამეტრების დადგენის შემდეგ შესაძლებელია ანგარიშის ექსპორტირება და კომპიუტერში „ექსელის“ ფაილად შენახვა.

5.3 RM.png
ნაბიჯი 3: სტატისტიკური ანგარიშები

დაათვალიერეთ „ექსელის“ ფორმატის ჩამოტვირთული ანგარიში, რომელიც თქვენ მიერ მითითებულ საქაღალდეში იქნება შენახული.