Difference between revisions of "Ინდივიდუალურად რეგისტრირებული ცხოველები"

From NAITS
Jump to navigation Jump to search
Line 1: Line 1:
'''I თავი - ახალი ცხოველის შექმნა'''
'''I თავი - ახალი ცხოველის შექმნა'''
=== CHAPTER 1 – Creating a new animal ===
----
----
----
----
Line 92: Line 90:
|-
|-
|[[File:In10.png|left|frameless]]
|[[File:In10.png|left|frameless]]
|<span style="color:#FF0000"> '''ნაბიჯი 9''' <s/span>
|<span style="color:#FF0000"> '''ნაბიჯი 9''' </span>





Revision as of 04:14, 13 December 2021

I თავი - ახალი ცხოველის შექმნა



In1.png
ნაბიჯი 1: იპოვეთ ის სადგომი, რომელშიც ცხოველი უნდა შეიქმნას

ახალი ცხოველის დასამატებლად, პირველ რიგში, უნდა იპოვოთ ან შექმნათ ის ჰოლდინგი, რომელშიც უნდა დარეგისტრირდეს ცხოველი.

ეკრანულ მენიუში დააწკაპუნეთ სადგომების ღილაკზე.


შენიშვნა: სადგომის პოვნის ან შექმნის გზა იხილეთ ინსტრუქციაში სადგომების შესახებ.

In2.png
ნაბიჯი 2: სადგომის ეკრანზე გადადით ცხოველების განყოფილებაში


სადგომის მთავარ ეკრანზე დაინახავთ ცხოველის თითოეული ტიპის ან ფარის თუ ნახირის რაოდენობას.


ინდივიდუალურად რეგისტრირებული სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველები“ და გახსენით მენიუ.

In3.png
ნაბიჯი3: ცხოველების განყოფილება


განყოფილებაში, ეკრანის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში მოცემულია აქტიური (ვალიდური) და არააქტიური (სხვადასხვა სტატუსის მქონე) ცხოველების ჩამონათვალი.

In4.png
ნაბიჯი 4: დაამატეთ ახალი ცხოველი


ცხოველის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამატება“. ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც აუცილებელი მონაცემები უნდა შეიტანოთ.

In5.png
ნაბიჯი 5


ახალი ცხოველის ფორმა რომ გაიხსნება, იქ უკვე არჩეული იქნება მისი რეგისტრაციის ქვეყანა - საქართველო.


თუ ცხოველი ევროკავშირის ქვეყნიდანაა და მის მფლობელს სურს, მასზე უკვე გაცემული საყურე ნიშანი შეინარჩუნოს, მონიშნეთ წარმოშობის შესაბამისი ქვეყანა.

In6.png
ნაბიჯი 6: დაამატეთ ცხოველის ნომერი


შესაბამის გრაფაში შეიყვანეთ ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი.


ქართული საყურე ნიშნის იდენტიფიკატორი 8 ციფრიანია. თქვენ მიერ შეყვანილი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ რეგიონში ან მუნიციპალიტეტში რეესტრში არსებულ ნომრებს.

In7.png
ნაბიჯი 6ა


თუ გრაფაში არარსებულ ნომერს შეიყვანთ, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

In8.png
ნაბიჯი 7


თუ გრაფაში შეიყვანეთ ცხოველის უკვე არსებული ნომერი და ტიპი, სისტემა ეკრანზე გამოგიტანთ ცხოველსა და მისი სადგომის ნომერს.


სისტემა გკითხავთ, ხომ არ გსურთ ცხოველის გადაყვანა (პირდაპირ გადაყვანა) ამ სადგომში.


გააუქმეთ ქმედება და შეამოწმეთ შეყვანილი ნომერი.


შეტყობინების დაბრუნება იმის მაჩვენებელია, რომ ცხოველი უკვე შექმნილია. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით ადმინისტრატორს.


პირდაპირ გადაყვანა გამოიყენეთ მხოლოდ ზემდგომის ნებართვით.

In9.png
ნაბიჯი 8


არა-ევროკავშირის ქვეყნიდან შემოყვანილი ცხოველის შემთხვევაში, მისი საყურე ნიშანი და ნომერი უნდა ჩანაცვლდეს ქართულით.


მფლობელის სურვილით, ქართულით შეიძლება, აგრეთვე, ჩანაცვლდეს ევროკავშირის საყურე ნიშნები ან ნომრები.


ახალი, ქართული ნომრის დამატების შემდეგ, აგრეთვე, დაამატეთ თავდაპირველი ნომერი და მიუთითეთ წარმოშობის ქვეყანა.

In10.png
ნაბიჯი 9


შეიყვანეთ ცხოველის რეგისტრაციის თარიღი და ცხოველის გარეგნობის აღწერილობა (ტიპი, სქესი, შეფერილობა, ჯიში).

In11.png
ნაბიჯი 10: დაამატეთ ცხოველის დაბადების თარიღი


თუ დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, გრაფა დატოვეთ ცარიელი. სამაგიეროდ, მითითებულ გრაფაში შეიყვანეთ ცხოველის სავარაუდო ასაკი წლებში ან თვეებში. დააწკაპუნეთ ღილაკზე „ასაკის გამოთვლა“ და სისტემა დაბადების მიახლოებით თარიღს ავტომატურად ჩასვამს.


თუ ასაკის შეყვანისას შეცდომა დაუშვით, დააწკაპუნეთ ღილაკს „ასაკის ჩამოყრა“.

In12.png
ნაბიჯი 11: შეიყვანეთ ცხოველის იდენტიფიკაციის თარიღი


დაამატეთ ცხოველზე საიდენტიფიკაციო ნიშნის დამაგრების თარიღი, რომელიც მითითებულია სტატუსის განახლების ფორმაში.

In13.png
ნაბიჯი 12: ცხოველის სიკვდილის თარიღი


როდესაც სადგომში ან სასაკლაოზე ცხოველის სტატუსი იცვლება და ხდება „მკვდარი“, „განადგურებული“ ან „დაკლული“, ეს გრაფა ავტომატურად ივსება.

In14.png
ნაბიჯი 13: დაამატეთ ცხოველის მშობლების ნომრები


თუ ცხოველის მშობლების საიდენტიფიკაციო ნომრები ცნობილია, უნდა მოხდეს მათი მითითება ეკრანის ძირში განთავსებულ გრაფებში (ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში უნდა მიეთითოს პარტიის ნომერი).


შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ დედის ნომრად მამრობითი სქესის ცხოველის ნომრის ან პირიქით მითითებისას, სისტემა ნომერს არ მიიღებს.


სამუშაოს დასრულების შემდეგ მონაცემები შეინახეთ.

In15.png
In16.png
ნაბიჯი 14: ამობეჭდეთ ცხოველის ჩანაწერი / პასპორტი


ცხოველის ჩანაწერში შესასვლელად დააწკაპუნეთ მოცემული ცხოველის შემცველ მწკრივზე.


ცხოველის ჩანაწერში შესულებმა ცხოველის ჩანაწერის / პასპორტის ამოსაბეჭდად დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაბეჭდვა“⇒ „ცხოველის ჩანაწერი“.



II თავი - არსებული ცხოველის პოვნა

CHAPTER 2 – Finding an existing animal



In17.png
ნაბიჯი 1ა: ცხოველის პოვნა სწრაფი ძებნით


მთავარ ეკრანზე ცხოველის ნომერი შეიყვანეთ სწრაფი ძებნის ველში და დააწკაპუნეთ გამადიდებელ შუშაზე.


ამის შემდეგ დააწკაპუნეთ ეკრანზე გამოტანილ შესაბამის ნომერზე და გადადით ცხოველის ჩანაწერებში.


Step 1a: Finding an animal through quick search

In the main screen, enter the animal’s number in the Quick search field and click on the magnifying glass button.

Then click on the resulting number to access the animal records.

In18.png
ნაბიჯი 1ბ: ცხოველის პოვნა ცხოველთა რეესტრიდან


ცხოველის ძებნა შეიძლება, აგრეთვე, ცხოველთა რეესტრში.


Step 1b: Finding an animal through Animal register

You can also search for an animal through the animal registry.

In19.png
In20.png
ნაბიჯი 2: ძიება ცხოველთა რეესტრში


ცხოველის მოძებნა შეგიძლიათ ერთერთი ჩამოთვლილი ინდიკატორით ან მახასიათებლით.


ეკრანზე გამოსული სია შეგიძლიათ დაავიწროოთ ფილტრის გამოყენებით.


საბოლოო სიაში დააწკაპუნეთ მოცემული ცხოველის მწკრივზე და შედით მის ჩანაწერში.

Step 2: Search the Animal register

You can search for an animal by using one of the listed indicators/characteristics.

In the resulting list of animals, you can refine your search by using the filter options.

Finally click on the row of the animal to enter its records.

In21.png
ნაბიჯი 2: ინდივიდუალური ცხოველის ეკრანი


ცხოველის ეკრანზე შესულს შეგიძლიათ ცხოველის ჩანაწერი პირდაპირ დაარედაქტიროთ ან გადახვიდეთ ცხოველის განყოფილებაში, რომელიც სადგომშია მოცემული. ამისათვის დააწკაპუნეთ სადგომის საიდენტიფიკაციო კოდზე.

Step 3: Individual Animal screen

Once you have accessed the animal screen, pending on the action needed, you may edit the animal directly, or you may want to navigate to the Animal Section in the HOLDING by clicking on the Holding Identification Code.

In22.png
ნაბიჯი 4: ცხოველთა გაფილტვრა სადგომის ეკრანზე მოცემულ ცხოველთა განყოფილებაში


მას შემდეგ, რაც სადგომში მოცემულ ცხოველთა განყოფილებაში გადახვალთ, კვლავ შეგიძლიათ ძებნა დაავიწროოთ მოცემული ფილტრების საშუალებით. ფილტრები თან ახლავს როგორც აქტიური, აგრეთვე არააქტიური ცხოველების ეკრანებს.

Step 4: Filtering animals in the Animals section of the holding screen

Once you enter the animal section of the holding, you can additionally refine your search through the filtering options. The filters are available both for the Valid and Invalid animal screens.



III თავი - არსებული ცხოველისა და სტატუსის რედაქტირება

CHAPTER 3 – Editing an existing animal and animal statuses



In23.png
ნაბიჯი 1: მონაცემთა რედაქტირება ინდივიდუალური ცხოველის ეკრანზე და მონაცემთა შენახვა


ცხოველის საბაზისო მონაცემების რედაქტირებისათვის მის ჩანაწერში შესასვლელად ცხოველთა ეკრანზე დააწკაპუნეთ მოცემული ცხოველის მწკრივში.


მას შემდეგ, რაც ცხოველის ჩანაწერი გაიხსნება, სარეგისტრაციო მონაცემებში შესასვლელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველის ინფორმაციის რედაქტირება“.


არ დაგავიწყდეთ ცვლილებების შენახვა.


შენიშვნა: ცხოველის ნომრის რედაქტირება შეუძლებელია. თუ ცხოველს შეცდომით მცდარი საიდენტიფიკაციო ნომერი მიანიჭეთ, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაუკავშირდით თქვენს ადმინისტრატორს. ამისათვის გამოიყენეთ ფუნქცია „საყურე ნიშნის ჩანაცვლება“.

Step 1: Editing data in the individual animal screen and saving

To edit the basic animal data, click on the animal row from the animal screen in order to access its records.

Once the animal records are open, selected the EDIN ANIMAL INFO button to open the registration data.

Remember to SAVE your changes.

Note: The Animal Number cannot be edited. If you have generated an animal with a wrong ID number by mistake, please use the REPLACE EAR TAG function to contact your administrator to correct the issue.

In25.png
ნაბიჯი 2: ცხოველის სტატუსის შეცვლა


აირჩიეთ ის ცხოველი ან ცხოველები, რომელთა სტატუსის შეცვლასაც გეგმავთ.


ჩამოშალეთ „აქტივობების“ მენიუ, აირჩიეთ „სტატუსის შეცვლა“ და მიუთითეთ სასურველი სტატუსი.

Step 2: Changing the status of the Animal

Select the animal/s of which you would like to change the status.

Select the ACTONS menu, select RETIRE and click on the status of your choice.

In26.png
2022021.png
ნაბიჯი 3: შეცდომით დამატებული სტატუსის შეცვლა


შეცდომით დამატებული სტატუსის გასწორება შესაძლებელია ცხოველის ჩანაწერში შესვლის. ამისათვის მარჯვენა ფანჯარაში დააწკაპუნეთ ცხოველის მწკრივზე.


ჩანაწერში შესვლის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველის სტატუსის შეცვლა“ და გაატარეთ ქმედება.


ცხოველს აქტიური სტატუსი დაუბრუნდება.


შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ სტატუსების „გაყიდული“ და „დაკარგული“ შეცვლა შეუძლია მხოლოდ ადმინისტრატორს. აღნიშნული სტატუსები აგრეთვე მოქმედებს ცხოველის გადაყვანისა და სასაკლაოზე მის დაშვებაზე.

Step 3: Changing of wrongly added status

A wrongly added status can be corrected by clicking on the row of the animal in the right screen, to access its records.

Once in the records, click on the UNDO ANIMAL RETIREMENT button and Execute the action.

The animal will be reverted to valid status.

Note: Please note that the SOLD and LOST status can be reverted only by the administrator. The status SOLD and LOST also affects the animal movement and admission to the slaughterhouse.



IV თავი - ცხოველების ჯგუფური რეგისტრაცია

CHAPTER 4 – Mass generation of animals



In28.png
ნაბიჯი 1


შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ცხოველის დამატება საყურე ნიშნების მიმდევრობით. ამისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველების ჯგუფური რეგისტრაცია“.

Step 1: To generate multiple animals at once with a sequence of ear tags, select the GENERATE MASS ANIMALS button.
In29.png
In30.png
ნაბიჯი 2


შეიყვანეთ ცხოველის ტიპი და დაამატეთ საყურე ნიშნების მიმდევრობა.


ქმედების დასასრულებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „ცხოველების ჯგუფური რეგისტრაცია“.


შენიშვნა: ცხოველების ჯგუფური რეგისტრაციისას ინდივიდუალური ინფორმაცია, მაგალითად, ჯიში, შეფერილობა, მშობლები, დაბადების თარიღი და ა.შ., არ იწერება. ამ მონაცემების დამატება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

Step 2: Fill in the animal type and add the sequence of the ear tag numbers.

Press the GENERATE MASS ANIMAL button to finish the action.

Note: The mass generated animals will not have individual information such as breed, color, parental information, birth date etc., which have to be added individually.



V თავი - საყურე ნიშნის ჩანაცვლება და ჩანაცვლებული საყურე ნიშნების ძებნა

CHAPTER 5 – Replacement of Ear Tag and Searching of replaced ear tags



The Many.png
ნაბიჯი 1: მონიშნეთ ცხოველი


თუ საყურე ნიშანი დაიკარგა ან დაზიანდა, ან შეცდომა დაუშვით და საყურე ნიშნის ნომერი არასწორად მიუთითეთ, გთხოვთ, შეცვალოთ ნომერი „საყურე ნიშნის ჩანაცვლება“. ამგვარად შეცდომით დამატებული საყურე ნიშანი დაბრუნდება რეესტრში.


ჯერ სადგომში არსებული ცხოველების სიიდან აირჩიეთ ცხოველი. ამისათვის დააწკაპუნეთ მის მწკრივში.

Step 1: Selecting of animal

If an ear tag is lost, or damaged or if you would have made a mistake in registering a wrong number of ear tag, please replace the number through the REPLACE EAR TAG action that ensures that the wrongly added ear tag is returned to the inventory.

First select the animal from the ANIMAL list in the Holding, by clicking on the row.

In31.png
ნაბიჯი 2: გამოიყენეთ ღილაკი „საყურე ნიშნის ჩანაცვლება“


ცხოველის ჩანაწერის ეკრანზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „საყურე ნიშნის ჩანაცვლება“.

Step 2: Select the replace ear tag button

In the animal record’s screen, select the REPLACE EAR TAG button.

In32.png
ნაბიჯი 3: დაამატეთ ახალი საყურე ნიშანი და შეინახეთ მონაცემები.


დაამატეთ ახალი ანუ სწორი საყურე ნიშნის ნომერი.


მიუთითეთ ჩანაცვლების მიზეზი. ამისათვის შეარჩიეთ ერთერთი: „შეცვლილი“, „დაზიანებული“, „დაკარგული“, „გაუმართავი“ ან „არასწორი ჩანაწერი“ და ჩანაცვლების თარიღი.


ეს მნიშვნელოვანია!


თუ შეცდომით საყურე ნიშნის არასწორი ნომერია დამატებული, მისი ჩანაცვლების მიზეზად აირჩიეთ „არასწორი ჩანაწერი“.


არასწორად შეყვანილი საყურე ნიშანი ახლად დამატებული ნიშნით ჩანაცვლდება, ხოლო შეცდომით დამატებული საყურე ნიშანი გამოჩნდება რეესტრში სათაო ოფისის დონეზე, როგორც გამოუყენებელი და აქტიური.


ყველა სხვა შემთხვევაში, როგორც ახალი, აგრეთვე ძველი საყურე ნიშანი წაიშლება რეესტრიდან, როგორც უკვე გამოყენებული.


შეიქმნება და შეინახება შესაბამისი ჩანაწერი.

Step 3: Add the replacement ear tag and save

Add the new/ correct ear tag number.

Add the reason for replacing, by selecting one of the following: Replaced, Damaged, Lost, Faulty and Wrong entry and select the date of replacement.


IMPORTANT!

If you have by mistake added the number of a wrong ear tag replace it by selecting “Wrong entry” as reason.

The wrongly entered ear tag will be changed with the newly added and the wrongly entered ear tag will reappear in the INVENTORY at HQ level as unused/valid .

For all other scenarios both the old and the new ear tag will be spent and removed from the inventory.

Appropriate record will be kept.

In33.png
ნაბიჯი 4: დაადასტურეთ ცვლილება და ნომერი


თუ ღილაკით „საყურე ნიშნის ჩანაცვლება“ ისარგებლეთ, შეიქმნება ამ ქმედების ჩანაწერი, სადაც გამოჩნდება საყურე ნიშნის ახალი და ძველი ნომერი.

Step 4: Confirmation of the change and numbers

If you select the EAR TAG REPLACEMENT button, the record of the action will be available, showing both the new and the old number of the ear tag.

ნაბიჯი 5: იპოვეთ ჩანაცვლებული საყურე ნიშანი


ჩანაცვლებული საყურე ნიშნები დეაქტივირდება და როგორც ასეთი, აქტიურ საყურე ნიშნებში სტანდარტული ძიებისას აღარ ჩანს.

Step 5: Searching for an replaced ear tag

Replaced animal tags are deactivated and as such are not found in the standard search options for valid ear tags.

In34.png
ნაბიჯი 6


ჩანაცვლებული საიდენტიფიკაციო ნომრის ძებნა შესაძლებელია ცხოველთა ძებნის ეკრანიდან.

Step 6:

Searching for replaced ID can be done through the ANIMALS search screen.

In35.png
ნაბიჯი 7


თუ ისეთი საყურე ნიშნის ნომერს ეძებთ, რომელიც არც რეესტრში არსებობს და არც რომელიმე აქტიურ ცხოველს აქვს დამაგრებული, სისტემა ნებართვას გთხოვთ ჩანაცვლებული საყურე ნიშნების რეესტრის მოსაძებნად.

Step 7: :

If you search for an ear tag number that does not exist both in the inventory or on any of the valid animals, the system will request permission to search the registry of replaced ear tags.

In36.png
ნაბიჯი 8


ამას გარდა, ჩანაცვლებული საყურე ნიშნის ნომრის მოძებნა შესაძლებელია ძიების ფანჯარაში, სპეციალიზებული ძებნის ინსტრუმენტით.


აირჩიეთ „ძველი საყურე ნიშანი“ და შეიყვანეთ საყურე ნიშნის ნომერი.


ძებნა რომ დასრულდება, დააწკაპუნეთ ცხოველის ჩანაწერზე.

Step 8:

Alternatively, searching for replaced ear tag numbers is possible through a specialized search in the search window.

Select the OLD EAR TAG option and enter the ear tag number.

Once the search is completed click on the record of the animal.

In37.png
ნაბიჯი 9


ჩანაწერი გახსნის ინდივიდუალური ცხოველის ეკრანს. საყურე ნიშნის ჩანაცვლების შესახებ ინფორმაციის სანახავად გახსენით ფანჯარა „საყურე ნიშნის ჩანაცვლება“.

Step 9:

The record will open the INDIVIDUAL ANIMAL SCREEN, where you can open the EAR TAG REPLACEMENT window to see the details of the tag replacement.